იგავები 8:1—36
8 განა სიბრძნე+ არ უხმობს ხალხს და გამჭრიახობის ხმა არ გაისმის?!+
2 იგი შემაღლებულ ადგილებზე,+ გზის პირას და გზების შესაყართან დგას.
3 კარიბჭეებთან, ქალაქის პირას+ და შესასვლელებთან ხმამაღლა გაიძახის:+
4 „ხალხო, თქვენ გიხმობთ და ჩემი ხმით ადამიანის ძეებს მივმართავ!+
5 გამოუცდელებო, გაიგეთ, რა არის წინდახედულობა.+ თქვენ კი, უგუნურებო, შეიძინეთ გაგებული გული.+
6 მოისმინეთ, იმას ვამბობ, რაც ყურადსაღებია.+ სიმართლის+ სათქმელად ვხსნი ბაგეებს.
7 ჩემი პირი მშვიდად ლაპარაკობს ჭეშმარიტებას+ და ბოროტება სისაძაგლეა ჩემი ბაგეებისთვის.+
8 რაც ჩემს პირს უთქვამს, ყველაფერი სიმართლეა.+ მასში არაფერია დამახინჯებული და გამრუდებული.+
9 ეს ყოველივე სწორია გამჭრიახისთვის და მართალია ცოდნის შემძენთათვის.+
10 ვერცხლის მაგივრად ჩემი დარიგება* მიიღეთ და ხალასი ოქროს ნაცვლად — ცოდნა.+
11 ვინაიდან სიბრძნე მარჯანზე უკეთესია,+ მას ვერ შეედრება ვერანაირი სიამოვნება.+
12 მე, სიბრძნე, წინდახედულობასთან+ ვმკვიდრობ და ჭკუასა+ და ცოდნას ვიძენ.
13 ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება.+ მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგეები.+
14 ჩემთან არის რჩევა+ და სიბრძნე*,+ გაგების უნარი+ და ძლევამოსილება.+
15 ჩემით მეფობენ მეფეები და სიმართლეს ადგენენ მმართველები.+
16 ჩემით მმართველობენ მთავრები+ და სიმართლით ასამართლებენ წარჩინებულები.+
17 ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს,+ და ვინც მეძებს, მპოულობს.+
18 ჩემთან არის სიმდიდრე და დიდება,+ ძვირფასი მემკვიდრეობა და სიმართლე.+
19 ჩემი ნაყოფი ოქროზე უკეთესია, ხალას ოქროზეც კი, ხოლო ჩემი მოსავალი ვერცხლსა სჯობია.+
20 სიმართლის ბილიკზე+ და სამართლიანობის შუაგზაზე+ დავდივარ,
21 რომ ჩემს მოყვარულებს საუნჯე შევაძენინო+ და ავუვსო ბეღლები.+
22 იეჰოვამ შემქმნა*, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი.+ მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ.+
23 უხსოვარი დროიდან დამადგინა,+ თავიდანვე, დედამიწის შექმნამდე.+
24 ჯერ არ არსებობდა ღრმა წყალი, როცა დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით,+ როცა არც წყალუხვი წყაროები იყო.
25 სანამ მთები დაფუძნდებოდნენ,+ გორებზე უწინარეს, დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით;
26 როცა ჯერ არც დედამიწა ჰქონდა შექმნილი,+ არც ღია სივრცე და არც მიწის პირველი მტვერი.+
27 მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა;+ როცა წრეს ავლებდა ღრმა წყლის ზედაპირს;+
28 როცა მაღლა ღრუბლებს ამყარებდა;+ როცა ღრმა წყლის სათავეებს ამაგრებდა;+
29 როცა ზღვას წესს უდგენდა, რათა წყალი მის ბრძანებას არ გადასულიყო;+ როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა;+
30 მაშინ მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი.+ ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი+ და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე.+
31 დედამიწის ნაყოფიერება მახარებდა+ და მიყვარდა ადამიანის მოდგმა.+
32 ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ. ბედნიერნი არიან ჩემი გზების დამცველნი.+
33 მოუსმინე დარიგებას*, დაბრძენდი+ და ნუ იქნები უყურადღებო.+
34 ბედნიერია, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და დარაჯად დგას ჩემი შესასვლელის წირთხლებთან.+
35 ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს პოვებს+ და იეჰოვას კეთილგანწყობას დაიმსახურებს,+
36 ხოლო ვინც არ მომძებნის, თავის სულს ავნებს.+ ყველა ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
^ ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
^ სიტყვასიტყვით — წარმომშვა.
^ იხილეთ 1:2-ის სქოლიო.