იგავები 9:1—18
9 ჭეშმარიტმა სიბრძნემ+ სახლი აიშენა.+ შვიდი სვეტი გამოკვეთა.
2 დაკლა საქონელი, ღვინო შეაზავა და მაგიდაც გააწყო.+
3 გაგზავნა მოახლეები, რომ ქალაქის ამაღლებული ადგილებიდან დაეძახათ:
4 „გამოუცდელებმა აქეთ გადმოუხვიეთ!“+ უგუნურებს*+ კი უთხრა:
5 „მოდით, ჭამეთ ჩემი პური და დალიეთ ჩემი შეზავებული ღვინო.+
6 მიატოვეთ გამოუცდელები და იცოცხლეთ;+ პირდაპირ იარეთ იმათ გზაზე, ვისაც გაგების უნარი+ აქვს“.
7 ვინც დამცინავს შეცდომაზე უთითებს, სირცხვილს იხვეჭს,+ და ვინც ბოროტს შეაგონებს, ნაკლი აქვს.+
8 ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს.+ შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს.+
9 დაარიგე ბრძენი და კიდევ უფრო დაბრძენდება.+ ჩაუნერგე მართალს ცოდნა და მეტს ისწავლის.
10 იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა+ და უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა.+
11 მე გაგიმრავლებ დღეებს+ და სიცოცხლის წლებს შეგმატებ.+
12 თუ დაბრძენდი, შენივე სასარგებლოდ დაბრძენებულხარ.+ თუ დამცინავი ხარ, შენვე აგებ პასუხს.+
13 სულელი ქალი ენაგატლეკილია,+ ჭკუათხელია და არაფერი ესმის.+
14 დამჯდარა თავისი სახლის შესასვლელთან, ქალაქის შემაღლებულ ადგილზე,+
15 და ეძახის ამვლელ-ჩამვლელებს, თავიანთ გზაზე მიმავალთ:+
16 გამოუცდელებმა აქეთ გადმოუხვიეთო.+ უგუნურებსაც+ ეუბნება:
17 მოპარული წყალი ტკბილია+ და ჩუმად შეჭმული პური — გემრიელიო.+
18 მაგრამ არ იციან, რომ იქ უსიცოცხლოები არიან, რომ სამარის+ სიღრმეებში აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც მან მოუხმო.
სქოლიოები
^ იხილეთ 6:32-ის სქოლიო.