იერემია 1:1—19
1 ბენიამინის+ მიწაზე, ანათოთში+ მცხოვრები ერთი მღვდლის, ხილკიას ძის, იერემიას+ სიტყვები,
2 რომელსაც გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იუდას მეფის, იოშიას,+ ამონის+ ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.+
3 და ასე ხდებოდა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის დროიდან იუდას მეფე ციდკიას,+ იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის დასრულებამდე, მეხუთე თვეში+ იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე.
4 ასეთი იყო იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამომეცხადა:
5 „მანამდე გიცნობდი,+ ვიდრე მუცელში+ შეგქმნიდი, და განგწმინდე, ვიდრე საშვილოსნოდან გამოხვიდოდი.+ ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“.
6 მე კი მივუგე: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო,+ მე ხომ ყმაწვილი ვარ“.+
7 იეჰოვამ მითხრა: „ნუ ამბობ, ყმაწვილი ვარო, რადგან ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ.+
8 ნუ შეგაშინებს მათი სახეები,+ რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა,+ — ამბობს იეჰოვა“.
9 მაშინ ხელი გამოიწოდა იეჰოვამ და ბაგეზე შემახო.+ მითხრა იეჰოვამ: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს.+
10 იცოდე, რომ დღეს დაგაყენე ხალხებზე და სამეფოებზე,+ რათა ამოძირკვო, დაანგრიო, მოსპო და დაამხო,+ ააშენო და დარგო“.+
11 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ, იერემია?“
მე მივუგე: ნუშის ხის ამონაყარს ვხედავ-მეთქი.
12 იეჰოვამ მითხრა: „კარგად დაგინახავს, რადგან მე ვფხიზლობ ჩემი სიტყვის შესასრულებლად“.+
13 მეორედ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ?“
მე მივუგე: „ვხედავ ფართოპირიან ქვაბს, რომელსაც უბერავენ და რომლის პირიც ჩრდილოეთის საპირისპიროდაა მიმართული“.
14 იეჰოვამ მითხრა: „ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.+
15 ვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, — ამბობს იეჰოვა.+ — მოვლენ ისინი და თითოეული დადგამს თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეების შესასვლელებთან,+ გარშემო აღმართული გალავნისა და იუდას ყველა ქალაქის წინააღმდეგ.+
16 გავუცხადებ მათ ჩემს განაჩენს, მთელი მათი ბოროტების გამო გამოტანილს,+ რადგან მიმატოვეს,+ სხვა ღმერთებისთვის აბოლებენ შესაწირავს+ და თავიანთი ნახელავის წინაშე ემხობიან.+
17 შენ კი წელი შემოისარტყლე,+ ადექი და უთხარი მათ ყველაფერი, რაც გიბრძანე. ნუ შეძრწუნდები მათ გამო,+ თავზარი რომ არ დაგცე მათ წინაშე.
18 აი, გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად+ გაქციე დღეს მთელი ამ მიწის,+ იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ.+
19 შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ,+ რადგან შენთანა ვარ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“.+