იერემია 12:1—17

12  შენ მართალი ხარ,+ იეჰოვა, როცა ჩემი საჩივრით მოგმართავ, როცა სამართალზე გელაპარაკები. რატომ არის წარმატებული ბოროტი ხალხის გზა?+ რატომ არიან უდარდელად ვერაგი ადამიანები?  შენ დარგე ისინი, ფესვს იდგამენ, წინ მიიწევენ და ნაყოფიც გამოაქვთ; მათ პირთან ახლოს ხარ, მათი თირკმელებისგან* კი — შორს.+  იეჰოვა, შენ კარგად მიცნობ,+ შენ მხედავ, ამოწმებ ჩემს გულს, შენთან არის თუ არა.+ გამოაცალკევე ისინი დასაკლავი ცხვარივით+ და დაკვლის დღისთვის გამოარჩიე.  როდემდე უნდა ხმებოდეს მიწა+ და ჭკნებოდეს მინდვრის ბალახი?!+ აღიგავნენ მხეცები და ფრინველები იქ მცხოვრებთა ბოროტების გამო,+ რომლებიც ამბობენ, ვერ ხედავსო ის ჩვენს მომავალს.  თუ ქვეითებთან ერთად სირბილი გღლის, ცხენებს როგორღა შეეჯიბრები სირბილში?+ იმედიანად ხარ მშვიდობიან ქვეყანაში?+ მაშ, როგორ მოიქცევი დიდებულ ტევრებს შორის იორდანის პირას?+  შენი ძმებიცა და მამაშენის სახლეულობაც ვერაგულად გექცევიან და ხმამაღლა მოგყვირიან.+ ნუ ერწმუნები მათ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ რამეს გეუბნებიან.+  „ვტოვებ ჩემს სახლს,+ ჩემს მემკვიდრეობას;+ მტრებს ვუგდებ ხელში მას, ვინც მიყვარს*.+  ჩემი მემკვიდრეობა ისეა ჩემთვის, როგორც ლომი ტყეში; ხმას იმაღლებს ჩემ წინააღმდეგ, ამიტომაც შემძულდა იგი.+  ჭრელ მტაცებელ ფრინველად მექცა ჩემი მემკვიდრეობა;+ მტაცებელი ფრინველები დასტრიალებენ მას.+ მოდით, შეიკრიბეთ, მინდვრის მხეცებო, სხვებიც მოიყვანეთ საჭმელად.+ 10  ბევრი მწყემსი+ სპობს ჩემს ვენახს+ და თელავს ჩემს ნაკვეთს;+ გაპარტახებულ უდაბნოდ აქცევენ ჩემს სასურველ+ ნაკვეთს. 11  გაპარტახდა+ და გახმა ის, გამიპარტახდა.+ მთელი მიწა გაპარტახდა, რადგან კაციშვილი არ არის ამის გულთან ახლოს მიმტანი.+ 12  უდაბნოს დატკეპნილი გზებით მოდიან მძარცველები. იეჰოვას მახვილი ნთქავს ყველაფერს ქვეყნის კიდით კიდემდე.+ არც ერთ ხორციელს არა აქვს მშვიდობა. 13  ხორბალს თესავენ, მაგრამ ეკალს იმკიან.+ არაქათი ეცლებათ, მაგრამ ამაოდ.+ შეარცხვენთ მათ თავიანთი ნაყოფი, რადგან აენთება იეჰოვას რისხვა მათზე“. 14  აი რას ამბობს იეჰოვა: „ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს,+ რომლებიც ეხებიან იმ სამკვიდროს, ჩემს ხალხს, ისრაელს რომ მივეცი,+ ვძირკვავ თავიანთი მიწიდან.+ იუდას სახლსაც ამოვძირკვავ მათი შუაგულიდან.+ 15  მათი ამოძირკვის შემდეგ კვლავ შევიწყალებ+ და დავაბრუნებ მათ, თითოეულს თავის სამკვიდროში და თითოეულს — თავის მიწაზე“.+ 16  „თუ ისინი ჩემი ხალხის გზებს ისწავლიან და ჩემი სახელით დაიფიცებენ,+ ცოცხალიაო იეჰოვა, როგორც ჩემს ხალხს ასწავლეს ბაალის სახელით დაფიცება,+ მაშინ თვითონაც აშენდებიან ჩემს ხალხს შორის.+ 17  მაგრამ თუ არ დამემორჩილებიან, ამოვძირკვავ ამ ხალხს, ამოვძირკვავ და გავანადგურებ“,+ — ამბობს იეჰოვა.

სქოლიოები

იგულისხმება ადამიანის ღრმა გრძნობები.
სიტყვასიტყვით — უყვარს ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.