იერემია 14:1—22

14  აი იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემიას გვალვაზე:+  გლოვობს იუდა,+ დაცარიელებულია მისი კარიბჭეები.+ მწუხარებისგან მიწამდე დახრილან ისინი,+ ცას სწვდება იერუსალიმის ყვირილი.+  მათი დიდებულები წყალზე გზავნიან მსახურებს.+ მიდიან ისინი წყალსატევებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ,+ ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან. შერცხვენილნი+ და იმედგაცრუებულნი არიან, თავებს იფარავენ.+  წვიმა არ მოდის ქვეყანაში, დასკდა მიწა,+ შერცხვენილნი არიან მიწათმოქმედნი, თავებს იფარავენ.+  იგებს ფურირემი მინდორში, მაგრამ ტოვებს თავის ნაშიერს, რადგან არ არის ქორფა ბალახი.  ზებრები+ შიშველ გორებზე გაჩერებულან, ტურებივით ყლაპავენ ქარს, თვალები დაბინდვიათ უბალახობით.+  ჩვენ წინააღმდეგ რომც ამოწმებდეს ჩვენი დანაშაული, იეჰოვა, შენი სახელისთვის იმოქმედე,+ რადგან ბევრ რამეს ჩავდივართ ორგულობით,+ შენ გცოდავთ!+  ო, ისრაელის იმედო+ და მხსნელო+ გასაჭირის დროს,+ რატომ დაემსგავსე ხიზანს ამ მიწაზე და მგზავრს, ღამის გასათევად გაჩერებულს?+  რატომ დაემსგავსე გაოგნებულ კაცს ან ისეთ კაცს, რომელიც ძლიერია, მაგრამ შველა არ შეუძლია?+ შენ მაინც ჩვენ შორის ხარ,+ იეჰოვა, და შენი სახელით ვიწოდებით.+ ნუ მიგვატოვებ! 10  აი რას ამბობს იეჰოვა ამ ხალხზე: „უყვართ ხეტიალი,+ ფეხს არ აჩერებენ;+ ამიტომაც არ მოსწონს იეჰოვას ისინი.+ ემახსოვრება მას მათი დანაშაული და მოჰკითხავს მათ ცოდვებს“.+ 11  კვლავ მითხრა იეჰოვამ: „არ ილოცო ამ ხალხის სასიკეთოდ!+ 12  არ ვისმენ მათ მუდარას, როცა მარხულობენ,+ არ მსიამოვნებს, როცა მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და მარცვლეული შესაწირავი მოაქვთ;+ მახვილით, შიმშილითა და ჭირით გავწყვეტ მათ“.+ 13  მე მივუგე: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! წინასწარმეტყველები ეუბნებიან მათ, რომ არ იხილავენ მახვილს, არ იშიმშილებენ, და შენ მისცემ მათ ნამდვილ მშვიდობას ამ ადგილზე“.+ 14  მითხრა იეჰოვამ: «სიცრუეს წინასწარმეტყველებენ წინასწარმეტყველები ჩემი სახელით.+ მე არ გამიგზავნია ისინი, არც არაფერი მიბრძანებია მათთვის, არც კი დავლაპარაკებივარ.+ ცრუ ხილვებს, მკითხაობას, ფუჭ სიტყვებსა+ და თავიანთი გულის მზაკვრობას გადმოგცემენ, როგორც წინასწარმეტყველებას.+ 15  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ, მაგრამ მე არ გამიგზავნია, და რომლებიც ამბობენ, არც მახვილი გაივლის და არც შიმშილი იქნებაო ამ მიწაზე: „მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო ამ წინასწარმეტყველებს.+ 16  ის ხალხი, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, იერუსალიმის ქუჩებში გადაიყრება შიმშილისა და მახვილის გამო, და არავინ დამარხავს მათ, მათ ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს.+ თავს დავატეხ მათივე უბედურებას“.+ 17  უთხარი მათ ეს სიტყვა: „დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლად იღვრებოდეს ჩემი თვალები,+ რადგან დიდი დაცემით, მეტისმეტად მტკივნეული დარტყმით+ დაეცა ქალწული, ჩემი ხალხის ასული.+ 18  მინდორში გავალ და, აი, მახვილით დახოცილნი!+ ქალაქში შევალ და, აი, შიმშილით დასნეულებულები!+ უცხო ქვეყნისკენ მიეხეტებიან წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც“».+ 19  ნუთუ საბოლოოდ უარყავი იუდა?!+ ნუთუ სიონიც კი შეიზიზღა შენმა სულმა?!+ რატომ დაგვკარი ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით?+ მშვიდობის იმედი გვქონდა, მაგრამ კარგი არაფერი მომხდარა; იმედი გვქონდა, რომ დადგებოდა განკურნების დრო, მაგრამ, აი, ძლიერი შიში!+ 20  ვაღიარებთ, იეჰოვა, ჩვენს ბოროტებას და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს,+ რადგან გცოდავთ.+ 21  ნუ უგულებელგვყოფ შენი სახელის გულისთვის,+ ნუ მოიძულებ შენს დიდებულ ტახტს.+ გახსოვდეს ჩვენთან დადებული შეთანხმება, ნუ დაარღვევ მას.+ 22  თუ არის ხალხთა უსარგებლო კერპებს+ შორის წვიმის მომყვანი?! განა ცა თავისით იძლევა შხაპუნა წვიმას?!+ განა შენით არა, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო?!+ შენი იმედი გვაქვს, რადგან შენგან არის ეს ყოველივე.+

სქოლიოები