იერემია 15:1—21
15 მითხრა იეჰოვამ: «მოსეც+ და სამუელიც+ რომ დამიდგნენ წინ, მაინც არ განვეწყობი* კეთილად ამ ხალხის მიმართ.+ განვდევნი მათ ჩემს თვალთაგან, რომ წავიდნენ.+
2 თუ გკითხავენ, სად უნდა წავიდეთო, უპასუხე, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სასიკვდილო ჭირისთვის განწესებულნი — სასიკვდილო ჭირისკენ! მახვილისთვის განწესებულნი — მახვილისკენ! შიმშილისთვის განწესებულნი — შიმშილისკენ!+ ტყვეობისთვის განწესებულნი — ტყვეობაში!“+
3 ოთხ რამეს მოვუვლენ მათ,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს მოვუვლენ დასახოცად, ძაღლებს — წასათრევად, ცის ფრინველებსა+ და მიწის მხეცებს — დასაჯიჯგნად და გასანადგურებლად.
4 შიშის ზარად ვაქცევ მათ დედამიწის ყველა სამეფოსთვის+ იუდას მეფე მენაშეს, ხიზკიას ძის გამო და იმის გამო, რაც მან ჩაიდინა იერუსალიმში.+
5 ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო? ვინ თანაგიგრძნობს+ და ვინ მოვა შენ მოსაკითხად?
6 შენ თვითონ მტოვებ,+ — ამბობს იეჰოვა, — ზურგს მაქცევ და მშორდები.+ შენ წინააღმდეგ გავიწვდი ხელს და მოგსპობ.+ დავიღალე შენი შებრალებით.+
7 ფიწლით გავანიავებ+ მათ ამ ქვეყნის კარიბჭეებში; შვილებს დავუხოცავ;+ გავანადგურებ ჩემს ხალხს, რადგან არ მობრუნდნენ თავიანთი გზებიდან.+
8 ჩემს თვალში ზღვის ქვიშაზე მეტად გამრავლდნენ მათი ქვრივები. შუადღისას+ მივიყვან მძარცველს დედასა და ჭაბუკთან; უეცრად დავცემ მათ შფოთსა და შიშის ზარს.+
9 დაუძლურებულია შვიდი შვილის მშობელი დედა, სულს ღაფავს.+ ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე;+ შერცხვენილი და დამდაბლებულია მისი მზე“. „მათგან დარჩენილებს მახვილს მივცემ მტრების წინაშე“,+ — ამბობს იეჰოვა».
10 ვაიმე,+ დედაჩემო, რომ გამაჩინე — კაცი, რომელიც მთელ დედამიწას ეკამათება და ედავება.+ არც სესხი გამიცია და არც არაფერი უსესხებიათ ჩემთვის, მაგრამ ყველანი მე მწყევლიან.+
11 იეჰოვა ამბობს: „მე შეგეწევი.+ უბედურებისა და გაჭირვების დროს+ მტერთან გამოგესარჩლები.+
12 განა შეძლებს ვინმე რკინის, ჩრდილოეთის რკინის, და სპილენძის დამტვრევას?!
13 შენს სიმდიდრესა და შენს განძს მუქთად დავატაცებინებ+ მთელ შენს მხარეში ყველა შენი ცოდვის გამო.+
14 უცხო ქვეყანაში გავატან მათ შენს მტრებს.+ ჩემი რისხვის ცეცხლი ანთია,+ თქვენ წინააღმდეგ არის ის ანთებული“.
15 შენ იცი,+ იეჰოვა, გამიხსენე,+ მომხედე და შური იძიე ჩემს მდევნელებზე.+ ნუ დამღუპავ შენი სულგრძელობით.+ ნახე, შენ გამო ვიტან შეურაცხყოფას.+
16 მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი;+ შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა,+ გულის სიხარულია,+ რადგან შენი სახელით ვიწოდები,+ იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!+
17 ლაზღანდარების სამეგობროში არ ვზივარ+ და არ ვხარობ.+ შენი ხელის გამო მარტო ვზივარ,+ რადგან რისხვით ამავსე.+
18 რატომ არ ყუჩდება ჩემი ტკივილი?+ რატომ არ იკურნება ჩემი ჭრილობა,+ დარტყმით მოყენებული? არ იკურნება ის. მატყუარა წყაროს დაემსგავსე ჩემთვის,+ არასაიმედო წყლებს.+
19 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „თუ დაბრუნდები, მიგიღებ;+ ჩემ წინაშე დადგები.+ თუ გამოარჩევ ძვირფასს უფასურისგან, ჩემი ბაგესავით გახდები. ისინი დაგიბრუნდებიან შენ, მაგრამ შენ არ დაუბრუნდები მათ“.
20 „სპილენძის გამაგრებულ გალავნად გაქცევ+ ამ ხალხისთვის. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ,+ რადგან შენთანა ვარ შენ გადასარჩენად და სახსნელად,+ — ამბობს იეჰოვა. —
21 გიხსნი ბოროტთა ხელიდან+ და ულმობელთა ხელიდან გამოგისყიდი“.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ჩემი სული მაინც არ განეწყობა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.