იერემია 16:1—21

16  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ამ ადგილზე ვაჟებსა და ასულებს,+  რადგან აი რას ამბობს იეჰოვა ამ ადგილზე დაბადებულ ვაჟებსა და ასულებზე, მათ მშობელ დედებსა და მამებზე, რომლებსაც ამ ქვეყანაში ეყოლათ ისინი:+  „სნეულებით დაიხოცებიან,+ არც იგლოვებენ მათ+ და არც დამარხავენ.+ ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე;+ მახვილითა და შიმშილით მოეღებათ ბოლო+ და მათი გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ შეხვალ სახლში, სადაც მგლოვიარეთა სუფრაა გაშლილი, ნუ წახვალ საგლოვად და ნუ თანაუგრძნობ მათ“.+ ვართმევ ამ ხალხს ჩემს მშვიდობას, — ამბობს იეჰოვა, — სიკეთესაც* და წყალობასაც;+  დიდიან-პატარიანად დაიხოცებიან ამ მიწაზე. არ დაიმარხებიან+ და არავინ იცემს თავს მათ გამო, არავინ დაისერავს თავს,+ არც თავს გადაიპარსავს.+  ნუგეშსაცემად პურს არ გაუნაწილებენ მკვდრის გამო მგლოვიარეებს,+ არც ნუგეშისცემის სასმისს დაალევინებენ მამის ან დედის გამო.+  არ შეხვიდე სახლში, სადაც ნადიმია გამართული, მათთან ერთად დასაჯდომად და საჭმელ-სასმელად.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ თვალწინ, თქვენს დღეებში შევწყვეტ ამ ადგილზე მხიარულების ხმას და სიხარულის ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას“.+ 10  როცა ყველა ამ სიტყვას გადასცემ ამ ხალხს, ისინი გეტყვიან: რატომ გვიცხადებსო იეჰოვა მთელ ამ უბედურებას? რა დავაშავეთ და რით შევცოდეთო იეჰოვას, ჩვენს ღმერთს?+ 11  მიუგე მათ: „იმიტომ, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა,+ — ამბობს იეჰოვა, — და სხვა ღმერთებს მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და ემხობოდნენ მათ წინაშე,+ მე კი მიმატოვეს და არ დაიცვეს ჩემი კანონი.+ 12  თქვენ კი თქვენს მამებზე უარესად იქცევით,+ თქვენ-თქვენი ბოროტი და ჯიუტი გულებით+ დადიხართ და არ მემორჩილებით.+ 13  ამიტომ გადაგაგდებთ თქვენ ამ მიწიდან+ თქვენთვის და თქვენი მამებისთვის უცხო მიწაზე+ და დღედაღამ სხვა ღმერთების მსახურება+ მოგიწევთ იქ, რადგან არ შეგიწყალებთ“. 14  ამიტომ, აი, დადგება დრო,+ — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ იტყვიან, ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც გამოიყვანაო ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან!+ 15  არამედ იტყვიან: ცოცხალიაო იეჰოვა, რომელმაც გამოიყვანაო ისრაელის ძეები ჩრდილოეთის მიწიდან და ყველა იმ მიწიდან, სადაც გაფანტული ჰყავდა! და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას.+ 16  მოვაყვანინებ ბევრ მეთევზეს, — ამბობს იეჰოვა, — და ითევზავებენ მათზე; მერე მოვაყვანინებ ბევრ მონადირეს+ და ინადირებენ მათზე ყველა მთაზე, გორაზე და კლდის ნაპრალებში.+ 17  თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე; ვერ დამემალებიან, არც მათი დანაშაულია დამალული ჩემს თვალთაგან.+ 18  პირველ რიგში, მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო მივუზღავ მათ სრულად,+ რადგან შებღალეს ჩემი მიწა;+ თავიანთი სისაძაგლეებისა და საზიზღრობების გვამებით აავსეს ჩემი სამკვიდრო».+ 19  ო, იეჰოვა, ჩემო ძალავ და ჩემო სიმაგრევ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის დღეს,+ შენთან მოვლენ ხალხები დედამიწის კიდეებიდან+ და იტყვიან: „ჩვენმა მამა-პაპამ მართლაც აშკარა სიცრუე დაიმკვიდრა,+ ამაოება და ის, რაც უსარგებლო იყო“.+ 20  განა შეუძლია ადამიანს თავისთვის ღმერთების შექმნა, როცა ისინი ღმერთები არ არიან?!+ 21  „ამიტომ, გავაგებინებ მათ, ერთხელ და სამუდამოდ დავანახვებ მათ ჩემს ხელსა და ჩემს ძლევამოსილებას+ და გაიგებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“.+

სქოლიოები

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.