იერემია 18:1—23
18 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას:
2 „ადექი, ჩადი მეთუნის+ სახლში და იქ გაგაგონებ ჩემს სიტყვებს“.
3 მეც ჩავედი მეთუნესთან სახლში. მეთუნის ჩარხზე მუშაობდა ის.
4 გაუფუჭდა მეთუნეს ხელში ჭურჭელი, რომელსაც თიხისგან აკეთებდა. მეთუნე ხელმეორედ შეუდგა საქმეს და იგივე თიხისგან სხვა, მეთუნის თვალისთვის მოსაწონი, ჭურჭელი გააკეთა.+
5 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
6 «განა არ შემიძლია ამ მეთუნესავით მოგექცეთ, ისრაელის სახლო?! — ამბობს იეჰოვა. — აი, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში, ისრაელის სახლო.+
7 თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს წინააღმდეგ, რომ ამოვძირკვავ მას, დავანგრევ და მოვსპობ,+
8 ის ხალხი კი, რომლის წინააღმდეგაც ვლაპარაკობდი,+ მობრუნდება თავისი ბოროტებისგან, მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ დავატეხ იმ უბედურებას, რის დატეხვასაც ვუპირებდი.+
9 მაგრამ თუ ვიტყვი ხალხისა და სამეფოს შესახებ, რომ ავაშენებ მას და დავრგავ,+
10 ის კი ცუდად მოიქცევა ჩემს თვალში და არ დაემორჩილება ჩემს ხმას,+ მაშინ მეც გადავიფიქრებ და არ გავუკეთებ იმ სიკეთეს, რის გაკეთებასაც ვუპირებდი.
11 ახლა უთხარი იუდეველებსა და იერუსალიმის მკვიდრებს, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „უბედურებას გიმზადებთ და ცუდს ვიზრახავ თქვენ წინააღმდეგ.+ მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“»+
12 მათ კი თქვეს: „არაფერი გამოვა!+ რადგან ჩვენივე ზრახვებს ავყვებით და თითოეული ჩვენ-ჩვენი ბოროტი და ჯიუტი გულებით ვივლით“.+
13 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „გაიკითხეთ ხალხებში, ვის გაუგონია მსგავსი რამ?! ისრაელის ქალწული საშინელებას სჩადის და ყოველგვარ ზღვარს სცდება.+
14 განა გაქრება ლიბანის თოვლი ტრიალი მინდვრის კლდიდან?! განა ამოშრება უცხო მიწიდან მდინარი გრილი წყალი?!
15 ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა+ — შესაწირავს უბოლებენ არარაობას,+ აბრკოლებენ ისინი ხალხს მათ გზებზე,+ ძველ ბილიკებზე,+ უსწორმასწორო გზებით რომ ატარონ,
16 რათა გამაოგნებელი+ და სამარადისოდ დასასტვენი გახადონ თავიანთი მიწა;+ ყოველი გამვლელი გაოგნებული შეხედავს მას და თავს გააქნევს.+
17 აღმოსავლეთის ქარივით გავფანტავ მათ მტრის წინაშე.+ ზურგს ვუჩვენებ მათ მათი უბედურების დროს და არა სახეს“.+
18 მათ თქვეს: „მოდით, რაღაც განვიზრახოთ იერემიას წინააღმდეგ,+ რადგან არ გაუქრება კანონი მღვდელს,+ რჩევა — ბრძენკაცს და სიტყვა — წინასწარმეტყველს.+ მოდით, დავკრათ მას ენით+ და არ მივაქციოთ ყურადღება მის სიტყვებს“.
19 მომხედე, იეჰოვა, და მოუსმინე ჩემი მოწინააღმდეგეების ხმას.+
20 განა ბოროტებით უხდიან სიკეთისთვის?!+ ორმოს მითხრიან*.+ გახსოვდეს, რომ შენ წინაშე ვიდექი, მათზეც კი კარგი რომ მელაპარაკა და შენი რისხვა ამეცილებინა მათთვის.+
21 ახლა კი მიეცი მათი ვაჟები შიმშილს+ და გადაეცი ისინი მახვილის ძალას;+ დაე, შვილმკვდარ და ქვრივ ქალებად იქცნენ მათი ცოლები,+ მათი კაცები სასიკვდილო ჭირმა გაწყვიტოს, მათი ჭაბუკები კი მახვილმა დახოცოს ბრძოლაში!+
22 ყვირილი ისმოდეს მათი სახლებიდან, როცა მოულოდნელად შეასევ მოთარეშე რაზმს,+ რადგან ორმოს თხრიან ჩემ შესაპყრობად და ხაფანგს უგებენ ჩემს ფეხს.+
23 შენ კი, იეჰოვა, იცი ჩემ მოსაკლავად ჩაფიქრებული ყველა მათი ზრახვა.+ ნუ დაფარავ მათ დანაშაულს და ნუ წაშლი მათ ცოდვას შენს თვალთაგან; დაბრკოლდნენ შენ წინაშე!+ ამოქმედდი შენი რისხვის დროს მათ წინააღმდეგ!+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ორმოს უთხრიან ჩემს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.