იერემია 2:1—37

2  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:+  «წადი, ყურში ჩასძახე იერუსალიმს და უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „კარგად მახსოვს ახალგაზრდობისას გამოვლენილი შენი სიკეთე*,+ შენი სიყვარული, როცა დანიშნული იყავი+ და უნდა გათხოვილიყავი, მახსოვს, როგორ დამყვებოდი უდაბნოში, მიწაზე, რომელზეც არაფერი დათესილა.+  წმინდა იყო ისრაელი იეჰოვასთვის,+ ის იყო პირველი მოსავალი მისთვის“.+ ვინც კი ეცდებოდა მის შთანთქმას, დამნაშავე გახდებოდა,+ უბედურება დაატყდებოდა თავს, — თქვა იეჰოვამ».+  ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, იაკობის სახლო+ და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ!+  აი რას ამბობს იეჰოვა: «რა უსამართლობა ნახეს ჩემში თქვენმა მამებმა,+ რომ დამშორდნენ,+ უსარგებლო კერპებს გაჰყვნენ+ და თავადაც უსარგებლონი გახდნენ?!+  არ თქვეს: „სად არის იეჰოვა, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან+ და გვატარა უდაბნოში — უკაცრიელი ველებისა+ და ორმოების, უწყლობისა+ და უკუნი სიბნელის+ მიწაზე, რომელზეც კაციშვილს არ გაუვლია და არ უცხოვრია?“  ბოლოს მიგიყვანეთ ბაღნარის მიწაზე, რომ გეჭამათ მისი ნაყოფი და მისი დოვლათი.+ მაგრამ თქვენ მიხვედით იქ, წაბილწეთ ჩემი მიწა და სისაძაგლედ+ აქციეთ ჩემი მემკვიდრეობა.  არ უთქვამთ მღვდლებს, სად არისო იეჰოვა.+ არ მიცნობდნენ ისინი,+ ვისაც კანონი ჰქონდა მინდობილი; მწყემსები მცოდავდნენ+ და წინასწარმეტყველებიც კი ბაალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ,+ მისდევდნენ მათ, ვისაც სარგებლობის მოტანა არ შეეძლო.+  ამიტომ შეგედავებით,+ — ამბობს იეჰოვა, — და თქვენი ვაჟების ვაჟებსაც შევედავები.+ 10  გადადით ქითიმის+ ზღვისპირეთში და ნახეთ. ხალხი გააგზავნეთ კედარში,+ დაუკვირდით და ნახეთ, თუ ხდება ამის მსგავსი რამ.+ 11  განა ცვლის რომელიმე ერი თავის ღმერთებს+ მათში, რომლებიც ღმერთები არ არიან?!+ ჩემი ხალხი კი ცვლის ჩემს დიდებას იმაში, რაც უსარგებლოა.+ 12  განცვიფრებულებმა შეხედეთ ამას, ცანო, და შიშისგან აცახცახდით, — ამბობს იეჰოვა,+ 13  რადგან ორ ცუდ რამეს აკეთებს ჩემი ხალხი: მტოვებს მე,+ ცოცხალი წყლის წყაროს,+ რათა ამოთხაროს თავისთვის ჭები, დაბზარული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებს. 14  განა მოსამსახურეა+ ისრაელი ან სახლში დაბადებული მონა?! რატომ იძარცვება ის? 15  დაჰღრიალებენ მას ფაფრიანი ლომები,+ ხმას გამოსცემენ.+ გამაოგნებელი გახადეს მისი მიწა. იწვის მისი ქალაქები და აღარავინ ცხოვრობს იქ.+ 16  ნოფისა+ და თახფენესის+ ძეებიც კი შენს თხემზე იკვებებოდნენ.+ 17  განა ეს არ დამართე საკუთარ თავს, როცა მიატოვე იეჰოვა, შენი ღმერთი,+ იმ დროს, როცა გზაზე გატარებდა?!+ 18  რად გინდა ახლა ეგვიპტის+ გზაზე ყოფნა და შიხორის+ წყლის სმა? რად გინდა ასურეთის+ გზაზე ყოფნა და მდინარის* წყლის სმა? 19  შენმა ბოროტებამ უნდა მიგითითოს დანაშაულზე+ და შენმა ორგულობამ უნდა გამხილოს.+ იცოდე და ნახე, რომ ცუდი და მწარეა+ იეჰოვას, შენი ღვთის, მიტოვება. არა გაქვს ჩემდამი შიში,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა* ღმერთი იეჰოვა. 20  დიდი ხნის წინათ დავლეწე შენი უღელი,+ დავწყვიტე შენი აპეურები; შენ კი თქვი, არ გემსახურებიო, რადგან ყველა მაღალ გორაზე და ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ იყავი გაშხლართული+ და მეძაობდი.+ 21  მე კი დარგული მყავდი, როგორც საუკეთესო წითელი ვაზი,+ ჭეშმარიტი თესლი. როგორ გადამექეცი გადაჯიშებულ უცხო ვაზად?!+ 22  ტუტეშიც რომ დაიბანო და ნაცარტუტიც+ რომ არ დაიშურო, შენი დანაშაული მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 23  როგორ იტყვი, თავს არ ვიუწმინდურებ,+ ბაალებს არ დავყვებიო?!+ ნახე შენი გზა ველზე,+ შეხედე, რას აკეთებ. აქეთ-იქით უმიზნოდ დარბის თავის გზებზე სწრაფი დედალი აქლემი; 24  უდაბნოს შეჩვეული ზებრა+ თავისი სულის ვნებით ღრმად ისუნთქავს ქარს.+ ვინ მოაბრუნებს მას, როცა დაწყვილების დრო დაუდგება?! მის მძებნელთაგან არავინ დაიღლება. მაშინ იპოვიან მას, როცა დადგება მისი თვე. 25  ფეხს ნუ გაიშიშვლებ და ყელს ნუ გაიშრობ.+ შენ კი ამბობ: არაფერი გამოვა!+ შემიყვარდა უცხოები,+ მათ გავყვებიო.+ 26  როგორც ქურდს რცხვენია, როცა წაასწრებენ, ასევე რცხვენიათ ისრაელის სახლის მკვიდრებსაც, რცხვენიათ მათ,+ მათ მეფეებს, მთავრებს, მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს.+ 27  ხეს ეუბნებიან, მამაჩემი ხარო+ და ქვას — შენ გამაჩინეო, მე კი ზურგს მაქცევენ, სახით არ ტრიალდებიან ჩემკენ,+ უბედურების დროს კი მეტყვიან, ადექი და გვიშველეო!+ 28  სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე?+ ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს.+ რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა.+ 29  რატომ მედავებით?+ რატომ მცოდავთ ყველა?+ — ამბობს იეჰოვა. — 30  უშედეგოდ დავკარი თქვენს ვაჟებს,+ მაინც არ ისწავლეს ჭკუა.+ როგორც ლომი სპობს, ისე თქვენი მახვილი შთანთქავს თქვენს წინასწარმეტყველებს.+ 31  თაობავ, დაუკვირდი იეჰოვას სიტყვას.+ ნუთუ უდაბნოდ ან წყვდიადის მიწად ვიქეცი ისრაელისთვის?!+ რატომ ამბობს ჩემი ხალხი, სადაც გვინდა, იქ ვივლით, შენთან აღარ მოვალთო?+ 32  განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს ან პატარძალი — თავის სარტყელს?! ჩემს ხალხს კი დიდი ხანია დავიწყებული ვყავარ.+ 33  ქალო, გულდასმით რატომ იმზადებ გზას სიყვარულის საძებრად? ამის გამო გაწაფე შენი გზები ბოროტი საქმეებისთვის.+ 34  შენი ტანსაცმლის კალთებზე უდანაშაულო ღარიბი ხალხის*+ სისხლია;+ მაშინ კი არ მიპოვია ის, როცა სახლს ტეხდი, ის შენი ტანსაცმლის კალთებზეა.+ 35  შენ კი ამბობ: უდანაშაულო ვარ, ამცდაო მისი რისხვა.+ შეგედავები, რომ ამბობ, არ ვცოდავო.+ 36  რატომ არაფრად აგდებ იმას, რომ გზას იცვლი?+ ისევე შერცხვები ეგვიპტის გამო,+ როგორც ასურეთის გამო შერცხვი.+ 37  ამიტომ წახვალ თავზე ხელებდადებული,+ რადგან უარყოფს იეჰოვა მათ, ვისზეც იმედებს ამყარებ, და ხელს ვერ გაგიმართავენ ისინი».

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ანუ ევფრატის.
იგივე ცაბაოთი.
სიტყვასიტყვით — ხალხის სულების სისხლი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.