იერემია 20:1—18

20  მღვდელი ფაშხური, იმერის ძე,+ რომელიც იეჰოვას სახლის მთავარი გამგებელიც იყო,+ უსმენდა იერემიას, როცა ის ამ სიტყვებით წინასწარმეტყველებდა.  გაარტყა ფაშხურმა წინასწარმეტყველ იერემიას+ და დაადო მას ხუნდები,+ რომლებიც იეჰოვას სახლში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან იყო.  მეორე დღეს ფაშხურმა მოხსნა იერემიას ხუნდები.+ იერემიამ უთხრა მას: «აღარ გიწოდებს იეჰოვა+ ფაშხურს, არამედ — შიშს ყოველი მხრიდან.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „შიშად გაქცევ საკუთარი თავისთვის და ყველა შენი მოყვარულისთვის; მტრების მახვილით დაეცემიან+ ისინი შენ თვალწინ;+ მთელ იუდას ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ; ის ბაბილონში გადაასახლებს მათ და მახვილით დახოცავს.+  ამ ქალაქში დაგროვილ მთელ ქონებას, მთელ შრომის ნაყოფს, მთელ ძვირფასეულობასა და იუდას მეფეების მთელ განძეულობას მათ მტრებს ჩავუგდებ ხელში.+ დაიტაცებენ ამ ყველაფერს, აიღებენ და ბაბილონში წაიღებენ.+  შენ კი, ფაშხურ, და შენი სახლის ყველა მკვიდრს ტყვედ წაგასხამენ;+ ჩახვალ ბაბილონში, იქ მოკვდები და დაიმარხები ყველა შენს მოყვარულთან ერთად,+ რადგან სიცრუეს უწინასწარმეტყველებ მათ“».+  შენ მომატყუე, იეჰოვა, და მოტყუებული დავრჩი. შენი ძალა ჩემ წინააღმდეგ გამოიყენე და მძლიე.+ მთელი დღე სასაცილოდ მიგდებენ, ყველა დამცინის.+  როგორც კი ლაპარაკს ვიწყებ, ყვირილი აღმომხდება ხოლმე. ძალადობისა და ძარცვის შესახებ ვყვირი.+ იეჰოვას სიტყვის გამო მთელი დღე შეურაცხმყოფენ და მასხრად მიგდებენ.+  ვთქვი, აღარ ვახსენებ მას და მისი სახელით აღარ ვილაპარაკებ-მეთქი.+ ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით ამიგიზგიზდა ის გულში; დავიღალე მისი დაოკებით და ვეღარ მოვითმინე.+ 10  ბევრისგან ცუდი მესმოდა.+ შიში იყო ირგვლივ. „ილაპარაკეთ, რომ ჩვენც ვილაპარაკოთ მის შესახებ“.+ ყველა მოკვდავ ადამიანს, რომელიც მშვიდობას მისურვებს, ჩემი დაკოჭლების ნახვა სწადია:+ „იქნებ მოტყუვდეს,+ რომ ვძლიოთ და შური ვიძიოთ მასზე“. 11  მაგრამ იეჰოვა იყო ჩემთან,+ როგორც ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი.+ ამიტომ წაიბორძიკებენ ჩემი მდევნელები და ვერ მძლევენ.+ დიდად შერცხვებიან, რადგან ხელი არ მოემართებათ; დავიწყებას არ მიეცემა მათი მარადიული დამცირება.+ 12  შენ კი, ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ამოწმებ მართლებს;+ შენ ხედავ თირკმელებსა და გულს.+ ნეტავ ვნახავდე, როგორ იძიებ შურს მათზე,+ რადგან შენ განდობ ჩემს სასამართლო საქმეს!+ 13  უმღერეთ იეჰოვას! აქეთ იეჰოვა, რადგან ის იხსნის ღარიბის სულს ბოროტმოქმედთა ხელიდან!+ 14  დაწყევლილი იყოს ის დღე, როცა დავიბადე! ნუ იქნება კურთხეული დღე, როცა დედაჩემმა გამაჩინა!+ 15  დაწყევლილი იყოს კაცი, რომელმაც მამაჩემს ახარა, ვაჟი, ბიჭი შეგეძინაო და გაახარა იგი.+ 16  დაემსგავსოს ის კაცი იეჰოვას მიერ დამხობილ ქალაქებს, რომლებიც არ დანანებია მას.+ ყვირილი ესმოდეს მას დილით და განგაში — შუადღისას.+ 17  რატომ არ მომკლა მან საშვილოსნოში, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშვილოსნო მარადიულად ორსული დარჩენილიყო?!+ 18  რატომ გამოვედი საშვილოსნოდან,+ რომ მეხილა გარჯა და მწუხარება,+ და ჩემი დღეები სირცხვილში გამელია?+

სქოლიოები