იერემია 24:1—10
24 მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, იერუსალიმიდან გადაასახლა იუდას მეფე იექონია+ იეჰოიაკიმის ძე,+ იუდას მთავრები, ხელოსნები+ და ბურჯთა მშენებლები, რომ ბაბილონში წაეყვანა ისინი,+ იეჰოვამ მიჩვენა: აი, ორი კალათა ლეღვი იდგა იეჰოვას ტაძრის წინ.
2 ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვი იყო, საადრეო ლეღვს+ ჰგავდა, მეორე კალათაში კი — ძალიან ცუდი, იმდენად ცუდი, რომ შეუძლებელი იყო მისი ჭამა.
3 მითხრა იეჰოვამ: „რას ხედავ, იერემია?“ მივუგე: „ლეღვს, რომელიც ძალიან კარგია, და ლეღვს, რომელიც ძალიან ცუდია, იმდენად ცუდი, რომ შეუძლებელია მისი ჭამა“.+
4 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
5 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: როგორც ამ კარგ ლეღვს, ისე, კარგი თვალით შევხედავ+ იუდადან გადასახლებულებს, რომელთაც ქალდეველთა მიწაზე+ ვგზავნი ამ ადგილიდან.
6 თვალს დავიჭერ მათზე მათივე სასიკეთოდ+ და დავაბრუნებ ამ მიწაზე;+ ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ ამოვძირკვავ.+
7 მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს,+ რომ იეჰოვა ვარ. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი+ და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით დამიბრუნდებიან.+
8 როგორც ცუდ ლეღვს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ შეუძლებელია მისი ჭამა,+ — ამბობს იეჰოვა, — ისე მოვექცევი იუდას მეფე ციდკიას,+ მის მთავრებს, იერუსალიმიდან დარჩენილებს, რომლებიც დარჩნენ ამ მიწაზე,+ და ეგვიპტის მიწაზე მცხოვრებლებს.+
9 შიშის ზარად ვაქცევ მათ და უბედურებად დედამიწის ყველა სამეფოში,+ სასირცხვილოდ, სალაპარაკოდ, დასაცინად+ და დასაწყევლად+ ყველა იმ ადგილზე, სადაც გავფანტავ მათ.+
10 მათ წინააღმდეგ გავგზავნი მახვილს,+ შიმშილსა+ და ჭირს,+ სანამ ბოლო არ მოეღებათ იმ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ და მათ მამა-პაპას“.+