იერემია 25:1—38
25 სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მთელ ხალხზე იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველ წელს.
2 ეს სიტყვა იერემია წინასწარმეტყველმა წარმოთქვა იუდას მთელ ხალხზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე:
3 «იუდას მეფის, იოშია+ ამონის ძის, მეცამეტე წლიდან დღემდე უკვე ოცდასამი წელიწადია, რაც იეჰოვას სიტყვა არის ჩემთან; გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, თქვენ კი არ ისმენდით.+
4 იეჰოვა გიგზავნიდათ თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ადრე დგებოდა და გზავნიდა მათ, მაგრამ თქვენ არ ისმენდით,+ ყურს არ უგდებდით.+
5 გეუბნებოდნენ: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან+ და იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ თქვენ და თქვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ მოგცათ, რომ ხანგრძლივად გეცხოვრათ მასზე.+
6 არ გაჰყვეთ სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და არ დაემხოთ მათ წინაშე, რომ არ შეურაცხმყოთ თქვენი ნახელავით და უბედურება არ დაგატეხოთ“.+
7 „თქვენ კი არ მისმენდით, — ამბობს იეჰოვა, — რათა შეურაცხყოფა მოგეყენებინათ ჩემთვის თქვენი ნახელავით თქვენდა საუბედუროდ“.+
8 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს სიტყვებს,
9 აი, მოვუხმობ და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს,+ — ამბობს იეჰოვა, — მოვუხმობ ჩემს მსახურ ნაბუქოდონოსორსაც,+ ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ ამ მიწის წინააღმდეგ,+ მის მკვიდრთა წინააღმდეგ და მის მეზობელ ხალხთა წინააღმდეგ.+ გასანადგურებლად განვაწესებ მათ, გამაოგნებელს, დასასტვენს გავხდი+ და სამარადისოდ გავაპარტახებ.+
10 მოვსპობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას,+ ნეფისა და პატარძლის ხმას,+ ხელსაფქვავის ხმასა+ და ლამპრის შუქს.+
11 მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი+ ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“.
12 „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ+ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო, ასევე ქალდეველთა მიწას,+ და მარადიულად გავაპარტახებ.+
13 მოვაწევ ამ მიწაზე ყველა ჩემს სიტყვას, რასაც მის წინააღმდეგ ვამბობ, ყველაფერს, რასაც იერემია წინასწარმეტყველებს ყველა ხალხის წინააღმდეგ და ამ წიგნშია ჩაწერილი.+
14 ვინაიდან მრავალი ხალხი და დიდი მეფეები+ იმორჩილებენ მათ,+ მე მივუზღავ ამ ხალხებსაც და მეფეებსაც თავიანთი საქმეებისამებრ და თავიანთი ნახელავისამებრ“».+
15 აი რა მითხრა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი.+
16 დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი.+
17 გამოვართვი იეჰოვას სასმისი და დავალევინე ხალხებს, რომლებთანაც იეჰოვამ გამგზავნა:+
18 იერუსალიმს, იუდას ქალაქებს, მის მეფეებს, მის მთავრებს, რომ განადგურებული, გამაოგნებელი,+ დასასტვენი და დასაწყევლი გამხდარიყვნენ, როგორც ეს დღეს იქნება კიდეც;+
19 ასევე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მის მთავრებსა და ყველა მის ხალხს,+
20 მთელ ჭრელ ხალხს, უცის მიწის+ ყველა მეფეს, ფილისტიმელთა+ მიწის ყველა მეფეს — აშკელონის,+ ღაზის,+ ეკრონის+ და აშდოდში+ დარჩენილთა მეფეებს,
21 ედომს,+ მოაბსა+ და ამონის ძეებს,+
22 ტვიროსის+ ყველა მეფეს, სიდონის+ ყველა მეფესა და ზღვისპირეთის კუნძულის მეფეებს,
23 დედანს,+ თემას,+ ბუზსა და ყველას, ვისაც საფეთქლებთან თმა აქვს შეკრეჭილი,+
24 არაბთა+ ყველა მეფესა და უდაბნოში მცხოვრები ჭრელი ხალხის ყველა მეფეს,
25 ზიმრის ყველა მეფეს, ელამის+ ყველა მეფესა და მიდიელთა+ ყველა მეფეს,
26 ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს ერთიმეორის მიყოლებით, დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა სხვა სამეფოს; შეშაქის*+ მეფეც დალევს მათ შემდეგ.
27 «უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დალიეთ, დათვერით, არწყიეთ და ისე დაეცით, რომ ვეღარ ადგეთ+ იმ მახვილის გამო, რომელსაც გიგზავნით“.+
28 თუ უარს გეტყვიან და არ გამოგართმევენ სასმისს და არ დალევენ, მაშინ უთხარი, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „უეჭველად დალევთ!+
29 აი, უბედურება უნდა მოვაწიო ქალაქს,+ რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება, და თქვენ როგორღა გადაურჩებით სასჯელს?!“+
„ვერ გადაურჩებით სასჯელს, რადგან მახვილს მოვუხმე დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
30 შენ კი უწინასწარმეტყველებ მათ ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: „ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა,+ თავისი წმინდა სამყოფლიდან დაიგრგვინებს;+ დაუღრიალებს თავის სამკვიდროს; საწნახელში მწნეხელივით შესძახებს დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“.+
31 „დედამიწის კიდეებს მისწვდება ხმა, რადგან დავა აქვს იეჰოვას ხალხებთან.+ ის თავად განსჯის ყოველ ხორციელს;+ მახვილის ძალას გადასცემს ბოროტებს“,+ — ამბობს იეჰოვა.
32 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება;+ დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან.+
33 იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან.+ არ იგლოვებენ მათ, არ შეაგროვებენ და არ დამარხავენ,+ ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“.+
34 იღრიალეთ, მწყემსებო, და იყვირეთ!+ იგორავეთ,+ ფარის დიდებულებო,+ რადგან მოვიდა თქვენი დაკვლისა და გაფანტვის დღეები;+ ძვირფასი ჭურჭელივით დაემხობით!+
35 თავშესაფარი მოესპოთ მწყემსებს და გასაქცევი — ფარის დიდებულებს.+
36 ისმინე! მწყემსების ყვირილი და ფარის დიდებულების ღრიალი ისმის, რადგან იეჰოვა ანადგურებს მათ საძოვარს.
37 იეჰოვას მრისხანების გამო უსიცოცხლოდ იქცა მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილები.+
38 ის ლომივით გამოვიდა თავისი ბუნაგიდან,+ რადგან გაოგნებას იწვევს მათი მიწა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო».+
სქოლიოები
^ შესაძლოა იგულისხმებოდეს ბაბილონი.