იერემია 27:1—22

27  იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას+ ძის, მეფობის დასაწყისში ეს სიტყვა გამოეცხადა იერემიას იეჰოვასგან:  «აი რა მითხრა იეჰოვამ: „გაიკეთე თოკები და უღელი+ და კისერზე დაიდგი.+  გაუგზავნე ისინი ედომის+ მეფეს, მოაბის+ მეფეს, ამონის ძეების+ მეფეს, ტვიროსის+ მეფესა და სიდონის+ მეფეს იმ მაცნეების ხელით, რომლებიც იერუსალიმში იუდას მეფე ციდკიასთან მოდიან.  ეს ბრძანება მიეცი მათ, რომ გადასცენ თავიანთ ბატონებს: აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ აი რა უნდა უთხრათ თქვენს ბატონებს:  ჩემი ძლიერებითა+ და გაწვდილი მკლავით+ შევქმენი დედამიწა,+ ადამიანები+ და ცხოველები+ დედამიწის ზურგზე, და იმას ვაძლევ, ვისაც საჭიროდ ვთვლი.+  ახლა ყველა ეს ქვეყანა ჩემს მსახურს,+ ბაბილონის მეფე+ ნაბუქოდონოსორს ჩავუგდე ხელში, მინდვრის მხეცებიც მას მივეცი მსახურებად.+  ყველა ხალხი უნდა ემსახუროს მას,+ მის ვაჟსა და მის შვილიშვილს, სანამ მისი ქვეყნის დროც არ მოვა.+ მრავალი ხალხი და დიდი მეფეები დაიმორჩილებენ მას.+  თუ რომელიმე ხალხი და სამეფო არ ემსახურება მას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და ბაბილონის მეფის უღელს კისერზე არ დაიდგამს, მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ დავსჯი იმ ხალხს, — ამბობს იეჰოვა, — სანამ მისი ხელით ბოლოს არ მოვუღებ მათ.+  თქვენ კი არ მოუსმინოთ თქვენს წინასწარმეტყველებს,+ მკითხავებს, სიზმრების მხილველებს,+ გრძნეულებსა და ჯადოქრებს,+ რომლებიც გეუბნებიან, არ მოგიწევთო ბაბილონის მეფისთვის მსახურება,+ 10  რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი, რათა თქვენი მიწიდან შორს იყოთ წაყვანილნი. გაგფანტავთ და დაიღუპებით.+ 11  იმ ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფის უღელს დაიდგამს კისერზე და ემსახურება მას, თავის მიწაზე მოვასვენებ, — ამბობს იეჰოვა, — დაამუშავებენ მას და იცხოვრებენ მასზე“».+ 12  იუდას მეფე ციდკიასაც+ ვუთხარი ყველა ეს სიტყვა:+ „კისერზე დაიდგით ბაბილონის მეფის უღელი, ემსახურეთ მას და მის ხალხს და იცოცხლეთ.+ 13  რატომ უნდა დაიხოცოთ შენ და შენი ხალხი მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ ისე, როგორც ამას იეჰოვა ეუბნება ხალხს, რომელიც ბაბილონის მეფეს არ ემსახურება?! 14  არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გეუბნებიან: არ მოგიწევთო ბაბილონის მეფისთვის მსახურება;+ სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+ 15  მე არ გამომიგზავნია ისინი, — ამბობს იეჰოვა, — ცრუდ წინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით, რათა გაგფანტოთ+ და დაიღუპოთ+ თქვენც და ის წინასწარმეტყველებიც, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ“.+ 16  მღვდლებსა და მთელ ამ ხალხს ვუთხარი, აი რას ამბობს-მეთქი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ თქვენს წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ, აი, იეჰოვას სახლის ნივთებს მალე დააბრუნებენო,+ რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ისინი.+ 17  არ მოუსმინოთ მათ. ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და იცოცხლეთ.+ რატომ უნდა განადგურდეს ეს ქალაქი?!+ 18  თუ ისინი წინასწარმეტყველები არიან და იეჰოვას სიტყვაა მათთან, მაშინ შეეხვეწონ ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას,+ რომ იეჰოვას სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილი ნივთები არ აღმოჩნდეს ბაბილონში“. 19  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა სვეტებზე,+ ზღვაზე,+ საზიდრებსა+ და ქალაქში დარჩენილ ნივთებზე,+ 20  რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს არ წაუღია მაშინ, როცა იუდას მეფე იექონია,+ იეჰოიაკიმის ძე, იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა იუდასა და იერუსალიმის ყველა წარჩინებულთან ერთად;+ 21  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, იეჰოვას სახლში, იუდას მეფის სასახლესა და იერუსალიმში დარჩენილ ნივთებზე:+ 22  „ბაბილონში წაიღებენ მათ+ და იქ დარჩება ისინი იმ დღემდე, სანამ არ გავიხსენებ მათ,+ — ამბობს იეჰოვა. — ავიღებ მათ და ამ ადგილზე დავაბრუნებ“.+

სქოლიოები