იერემია 3:1—25
3 ნათქვამია: „თუ კაცი გაუშვებს თავის ცოლს, ის კი წავა მისგან და სხვა კაცისა გახდება, განა დაბრუნდება ეს კაცი ამ ცოლთან?!“+
განა არ წაიბილწა ეს მიწა?!+
«შენ ბევრთან მეძაობ+ და მე უნდა დამიბრუნდე?!+ — ამბობს იეჰოვა. —
2 მიაპყარი თვალი დატკეპნილ გზებს და ნახე,+ სად არ გაუპატიურებულხარ.+ გზების პირას ზიხარ საყვარლების მოლოდინში, როგორც არაბი უდაბნოში,+ და ბილწავ ქვეყანას მეძაობითა და ბოროტებით.+
3 შეწყდა შხაპუნა წვიმები,+ არც გაზაფხულის წვიმა მოდის.+ შუბლი მეძავი ცოლის შუბლივით გაგიხდა. არ გინდა, რომ თავი დამცირებულად იგრძნო.+
4 ახლა მომიხმობ: „მამაჩემო,+ ჩემი ახალგაზრდობის სანდო მეგობარი ხარ!+
5 განა მარადიულად ნაწყენი უნდა იყო ან სამუდამოდ დადარაჯებული?!“+ აი, შენ თქვი ეს, მაგრამ აგრძელებდი ბოროტების კეთებას და წარმატებითაც».+
6 მეფე იოშიას+ დროს მითხრა იეჰოვამ: „ხედავ, რას აკეთებს ორგული ისრაელი?!+ მიდის და მეძაობს+ ყველა მაღალ მთაზე+ და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ.+
7 ყოველივე იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, ვეუბნებოდი, რომ დაბრუნებულიყო ჩემთან, მაგრამ ის არ დაბრუნებულა,+ იუდა კი შესცქეროდა თავის ვერაგ დას.+
8 როცა ეს ვნახე, გავუშვი+ ორგული ისრაელი მრუშობის გამო და მივეცი გაყრის მოწმობა,+ მაგრამ მისი და, ვერაგი იუდა, არ შეშინებულა; წავიდა და თავადაც მეძაობა დაიწყო.+
9 ქარაფშუტობამ გაამეძავა, ბილწავდა ქვეყანას+ და მრუშობდა ქვებთან და ხეებთან.+
10 მიუხედავად ამისა, მისი ვერაგი და იუდა მხოლოდ მოჩვენებითად+ დამიბრუნდა და არა მთელი გულით,+ — ამბობს იეჰოვა“.
11 კვლავ მითხრა იეჰოვამ: «ორგული ისრაელი უფრო მართალი სულისა აღმოჩნდა, ვიდრე ვერაგი იუდა.+
12 წადი და გამოუცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთს:+
„დამიბრუნდი, განდგომილო ისრაელო, — ამბობს იეჰოვა.+ — რისხვით არ შეგხედავ,+ რადგან ერთგული ვარ,+ — ამბობს იეჰოვა. — მარადიულად არ დავრჩები ნაწყენი.+
13 ოღონდ დაუკვირდი შენს დანაშაულს, რადგან შენი ღვთის, იეჰოვას წინააღმდეგ სცოდავ.+ ყველა ფოთოლხშირი ხის+ ქვეშ ადგებოდი უცხოებისკენ+ მიმავალ სხვადასხვა გზას, ჩემს ხმას კი არ უსმენდი, — ამბობს იეჰოვა“».
14 „დაბრუნდით, განდგომილო ძეებო,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან მე გავხდი თქვენი ქმარი,+ მე წაგიყვანთ, ერთს — ქალაქიდან და ორს — ტომიდან, და მიგიყვანთ სიონში.+
15 მოგცემთ ჩემი გულისთვის სასურველ მწყემსებს,+ რომ გკვებონ ცოდნითა და წვდომის უნარით.+
16 იმ დროს გამრავლდებით და ნაყოფს გამოიღებთ მიწაზე, — ამბობს იეჰოვა.+ — მეტად აღარ იტყვიან, აი იეჰოვას შეთანხმების კიდობანიო!+ გულშიც აღარ გაივლებენ, არც გაახსენდებათ+ და არც მოენატრებათ, აღარ გააკეთებენ მას.
17 მაშინ იერუსალიმს იეჰოვას ტახტს უწოდებენ+ და იქ, იერუსალიმში, იეჰოვას სახელის+ განსადიდებლად შეიკრიბება ყველა ხალხი.+ აღარ ივლიან თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით“.+
18 «იმ დროს იუდას სახლი ისრაელის სახლთან+ ერთად ივლის. ისინი ერთად+ გამოვლენ ჩრდილოეთის ქვეყნიდან და მივლენ იმ მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი მემკვიდრეობად.+
19 ვთქვი: „რა სიხარულით დაგსვამდი ვაჟებს შორის და მოგცემდი სანუკვარ მიწას+ — დიდძალ ხალხთა მშვენიერ მემკვიდრეობას!“ ვთქვი: „მამას+ დამიძახებთ, გამომყვებით და აღარ გაბრუნდებით“.
20 მაგრამ როგორც ცოლი ტოვებს ვერაგულად თავის მეგობარს,+ შენც ასე ვერაგულად მომექეცი,+ ისრაელის სახლო, — ამბობს იეჰოვა».
21 ხმა ისმის დატკეპნილ გზებზე, ტირილი, ისრაელის ძეების ვედრება. გზა გაიმრუდეს,+ დაივიწყეს იეჰოვა, თავიანთი ღმერთი.+
22 „დაბრუნდით, განდგომილო ძეებო,+ და მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას“.+
„აქ ვართ! შენთან მოვდივართ, რადგან, იეჰოვა, შენ ხარ ჩვენი ღმერთი.+
23 გორებიცა და აურზაურიც მთებზე+ — ორივე ნამდვილი სიცრუეა.+ ნამდვილად ჩვენს ღმერთში, იეჰოვაშია ისრაელის ხსნა.+
24 ჩვენი ახალგაზრდობიდან სამარცხვინო რამ+ ჭამს ჩვენი მამა-პაპის ნაშრომს, მათ ცხვარ-ძროხას, მათ ვაჟებსა და ასულებს.
25 სირცხვილში+ ვწვებით, დამცირება გვფარავს,+ რადგან იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვცოდავთ+ ახალგაზრდობიდან დღემდე ჩვენ და ჩვენი მამები,+ და არ ვემორჩილებით იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას“.+