იერემია 31:1—40
31 „იმ დროს, — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ყველა ოჯახის ღმერთი ვიქნები, ისინი კი ჩემი ხალხი იქნებიან“.+
2 აი რას ამბობს იეჰოვა: „იმ ხალხმა, რომელიც მახვილს გადაურჩა, წყალობა პოვა უდაბნოში,+ როცა ისრაელი სიმშვიდის მოსაპოვებლად+ მიდიოდა“.
3 შორიდან მეჩვენა იეჰოვა და მითხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე,+ და ამიტომაც მოგიზიდე სიკეთით*.+
4 კვლავ აგაშენებ და აშენდები,+ ისრაელის ქალწულო, მოიხდენ შენს დაირებს და გახვალ მოცინართა ცეკვის საცეკვაოდ.+
5 კვლავ გააშენებ ვენახებს სამარიის მთებზე.+ მევენახეები გააშენებენ მათ და მოიხმარენ.+
6 დადგება დღე, როცა ყარაულები ეფრემის მთიან მხარეში დაიძახებენ: ადექით, ავიდეთო სიონში იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან!“+
7 აი რას ამბობს იეჰოვა: „სიხარულით შესძახეთ იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის პირველებმა!+ გამოაცხადეთ,+ ხოტბა შეასხით და თქვით: იეჰოვა, იხსენიო შენი ხალხი, დარჩენილი ისრაელები!+
8 აი, გამომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან+ და შევკრებ მათ დედამიწის კიდეებიდან.+ მათ შორის იქნებიან ბრმა და კოჭლი, ორსული და მშობიარე — ყველანი ერთად.+ დიდ კრებულად დაბრუნდებიან აქ.+
9 ტირილით მოვლენ,+ წყალობის ვედრებით, როცა მოვიყვან მათ. წყალუხვ ხევში ვატარებ მათ,+ სწორი გზით, სადაც არ დაბრკოლდებიან. ისრაელისთვის მამა ვარ,+ ეფრემი კი პირმშოა ჩემი“.+
10 ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ხალხებო, და შორეულ კუნძულებზე გააცხადეთ:+ „ის, ვინც ფანტავს ისრაელს, შეკრებს მას,+ და როგორც მწყემსი იცავს თავის ფარას, ისე დაიცავს მას.+
11 იეჰოვა გამოისყიდის იაკობს+ და დაიხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.+
12 ისინი მოვლენ, სიხარულით შესძახებენ სიონის მაღლობზე+ და გაბრწყინდებიან, რადგან კარგია იეჰოვა,+ გაბრწყინდებიან მარცვლეულის, ახალი ღვინის,+ ზეთისა და ცხვარ-ძროხის+ ნაშიერთა გამო. მათი სული კარგად მორწყულ ბაღს+ დაემსგავსება, მეტად აღარ დასუსტდებიან“.+
13 „მაშინ ცეკვით მოილხენს ქალწული, მოილხენენ ჭაბუკები და მოხუცებულები — ყველანი ერთად.+ გლოვას სიხარულად ვუქცევ, ვანუგეშებ, მწუხარებას გავუქარვებ და გავახარებ მათ.+
14 მღვდლების სულებს ნოყიერი საკვებით გავაძღობ,+ ჩემი ხალხი კი ჩემი სიკეთით* გაძღება“,+ — ამბობს იეჰოვა.
15 „აი რას ამბობს იეჰოვა: ხმა ისმის რამაში,+ გოდება და მწარე ტირილი,+ თავის ვაჟებს+ დასტირის რახელი.+ არ სურს ნუგეში ვაჟების გამო,+ რადგან აღარ არიან ისინი“.+
16 აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუღარ იტირებ ხმამაღლა და ნუღარ დაღვრი ცრემლს,+ რადგან დაჯილდოვდება შენი საქმე, — ამბობს იეჰოვა, — დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან.+
17 არსებობს შენთვის მომავლის იმედი,+ — ამბობს იეჰოვა, — ვაჟები თავიანთ მხარეში დაბრუნდებიან“.+
18 «მესმის, როგორ გლოვობს თავის თავს ეფრემი:+ „შენ გამომასწორე,+ როგორც გაუწვრთნელი ხბო,+ რათა გამოვსწორებულიყავი. დამაბრუნე და მეც დავბრუნდები,+ რადგან შენა ხარ იეჰოვა, ჩემი ღმერთი.+
19 მოვბრუნდი და მოვინანიე;+ მას შემდეგ, რაც მიმახვედრეს, თეძოზე დავირტყი ხელი;+ შემრცხვა და დამცირებულად ვიგრძენი თავი,+ რადგან ახალგაზრდობის დროინდელი სირცხვილი მიტარებია“».+
20 „განა ჩემი ძვირფასი ძე და ნალოლიავები შვილი არ არის ეფრემი?!+ რამდენადაც მის წინააღმდეგ ვლაპარაკობდი, იმდენად კარგად გავიხსენებ მას.+ ამიტომ შიგნეული შემეძრა მის გამო.+ უეჭველად შევიბრალებ მას“,+ — ამბობს იეჰოვა.
21 „აღიმართე ნიშნები გზაზე, დაიყენე სანიშნე ბოძები.+ გული დაუდე გზას, რომლითაც უნდა იარო,+ დაბრუნდი, ისრაელის ქალწულო, დაუბრუნდი შენს ქალაქებს!+
22 როდემდე უნდა უხვევდე ხან აქეთ, ხან იქით,+ ორგულო ასულო?!+ იეჰოვა რაღაც ახალს ქმნის დედამიწაზე: ქალი დასტრიალებს ვაჟკაცს“.
23 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კიდევ იტყვიან ამ სიტყვას იუდას მიწაზე და მის ქალაქებში, როცა შევკრებ მათ ტყვეებს: იეჰოვამ გაკურთხოსო,+ სიმართლის სამკვიდროვ,+ წმინდა მთაო!+
24 იქ დამკვიდრდება იუდა და ყველა მისი ქალაქი, იქ დამკვიდრდებიან მიწათმოქმედნი და ფარასთან ერთად მოსიარულენი.+
25 მე გავაძღობ დაღლილ სულს და ავავსებ ყოველ დასუსტებულ სულს“.+
26 ამაზე გამეღვიძა და გავახილე თვალი. მეამა ძილი.
27 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა დავთესავ ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ადამიანისა და პირუტყვის თესლით“.+
28 „როგორც ვფხიზლობდი, რომ ამომეძირკვა, დამექცია, დამენგრია, მომესპო და ზიანი მიმეყენებინა მათთვის,+ ასევე ვიფხიზლებ, რომ ავაშენო და დავრგო ისინი,+ — ამბობს იეჰოვა. —
29 იმ დღეებში აღარ იტყვიან, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და მათ ვაჟებს კბილები მოეკვეთათო;+
30 ყველა თავისი დანაშაულისთვის მოკვდება.+ ვინც მკვახე ყურძენს შეჭამს, კბილებიც იმას მოეკვეთება“.
31 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — და ახალ შეთანხმებას+ დავუდებ ისრაელის სახლსა+ და იუდას სახლს,+
32 მაგრამ არა ისეთ შეთანხმებას, მათ მამა-პაპას რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე ეგვიპტის მიწიდან გამოსაყვანად,+ და რომელი შეთანხმებაც დაარღვიეს,+ თუმცა მე მათი ქმარი+ ვიყავი“, — ამბობს იეჰოვა.
33 „ეს არის შეთანხმება,+ რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. — ჩავუდებ მათ ჩემს კანონს+ და გულებში ჩავუწერ.+ მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“.+
34 „აღარავინ ასწავლის თავის მოძმეს ან თავის ძმას+ და არ ეტყვის: შეიცანიო იეჰოვა!+ რადგან ყოველ მათგანს, დიდიან-პატარიანად, შეცნობილი ვეყოლები,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“.+
35 აი რას ამბობს იეჰოვა, რომელიც მზით ანათებს დღეს,+ ღამის გასანათებლად კი მთვარესა+ და ვარსკვლავებს+ უდგენს წესს,+ რომელიც აღელვებს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს,+ და რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა:+
36 „თუ ეს წესები გაქრება ჩემ წინაშე,+ — ამბობს იეჰოვა, — მაშინ ისრაელის შთამომავლობაც აღარასოდეს იარსებებს ჩემ წინაშე როგორც ერი“.+
37 აი რას ამბობს იეჰოვა: „თუ მაღლა ზეცა გაიზომება და დაბლა დედამიწის საფუძვლები გამოიკვლევა,+ მაშინ მეც უარვყოფ ისრაელის მთელ შთამომავლობას იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“,+ — ამბობს იეჰოვა.
38 „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა იეჰოვასთვის აშენდება ქალაქი+ ხანანელის+ კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.+
39 ლარი+ გადაიჭიმება გარების გორამდე და გოისკენ გაუხვევს.
40 გვამებისა+ და ქონნარევი ნაცრის+ მთელი ველი, ტერასები კედრონის ხევამდე,+ ცხენის კარიბჭის+ კუთხემდე მზის ამოსავლის მხარეს წმინდა იქნება იეჰოვასთვის;+ მარადიულად არ ამოიძირკვება და არ დაინგრევა“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:2-ის სქოლიო.
^ ებრაულად ტუვ, რაც ნიშნავს მაღალზნეობრიობას, უბიწობას, სიტყვასიტყვით — სიკარგეს.