იერემია 32:1—44
32 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეათე წელს,+ ანუ ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს.+
2 იმ დროს ბაბილონის მეფის ჯარს იერუსალიმი ალყაში ჰყავდა მოქცეული,+ იერემია წინასწარმეტყველი კი იუდას მეფის სასახლეში, მცველების ეზოში+ იყო დამწყვდეული,
3 იუდას მეფე ციდკიამ დაამწყვდია+ იგი და უთხრა:
„რატომ წინასწარმეტყველებ,+ აი რას ამბობსო იეჰოვა: აი, მე ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ბაბილონის მეფეს და ის დაიპყრობსო მას;+
4 თავს ვერ დაიძვრენს იუდას მეფე ციდკია ქალდეველთა ხელიდან, რადგან უეჭველად ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, პირისპირ დაელაპარაკება და საკუთარი თვალით იხილავსო მას;+
5 ის ბაბილონში წაიყვანსო ციდკიას და ის იქ დარჩება, სანამ ყურადღებას არ მივაქცევ მას,+ — ამბობსო იეჰოვა, — თუმცა ებრძვით ქალდეველებს, ხელი არ მოგემართებათო?“+
6 თქვა იერემიამ: «იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:
7 „აი ხანამელი, მამაშენის ძმის შალუმის ძე, მოდის შენთან, რომ გითხრას: იყიდეო ჩემი მინდორი, ანათოთში+ რომ მაქვს, რადგან შენა გაქვს გამოსყიდვის უფლება“».+
8 იეჰოვას სიტყვისამებრ მოვიდა ჩემთან ხანამელი, მამაჩემის ძმისშვილი, მცველების ეზოში+ და მთხოვა: „იყიდე ჩემი მინდორი, ანათოთში+ რომ მაქვს, ბენიამინის+ მიწაზე, რადგან შენა გაქვს მემკვიდრეობისა და გამოსყიდვის უფლება; იყიდე შენთვის“. მაშინ მივხვდი, რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო.+
9 მეც ვიყიდე ხანამელისგან,+ მამაჩემის ძმისშვილისგან მინდორი, ანათოთში+ რომ იყო. მივუწონე ფული+ — შვიდი შეკელი და ათი ვერცხლი.
10 დავწერე საბუთი,+ დავბეჭდე,+ მოწმეები მოვიყვანე+ და სასწორზე ფული ავწონე.+
11 ავიღე ნასყიდობის საბუთი, მცნებისა და წესისამებრ დაბეჭდილი+ და ერთიც — დაუბეჭდავი.
12 მივეცი ნასყიდობის საბუთი ბარუქს,+ მახსეიას ძის ნერიას+ ძეს, ხანამელის, მამაჩემის ძმისშვილის, და მოწმეების თვალწინ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნასყიდობის საბუთს,+ ასევე ყველა იუდეველის თვალწინ, რომლებიც მცველების ეზოში+ ისხდნენ.
13 მათ თვალწინ ვუბრძანე ბარუქს,
14 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აიღე ეს საბუთები — როგორც დაბეჭდილი, ისე დაუბეჭდავი ნასყიდობის საბუთი.+ ჩადე ისინი თიხის ჭურჭელში, რათა დიდხანს შეინახოს“.
15 რადგან აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კვლავ იყიდიან სახლებს, მინდვრებსა და ვენახებს ამ ქვეყანაში“».+
16 მას შემდეგ, რაც ბარუქს,+ ნერიას ძეს,+ ნასყიდობის საბუთი მივეცი, ლოცვით+ მივმართე იეჰოვას:
17 „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა!+ შენი დიდი ძალითა+ და გაწვდილი მკლავით+ შექმენი ცა და დედამიწა. არაფერია შეუძლებელი შენთვის,+
18 შენ ათასობით ადამიანისადმი სიკეთეს* ავლენ,+ მამების დანაშაულს მათივე შვილებს მიუზღავ უბეში,+ ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო,+ ძლიერო,+ ლაშქართა+ ღმერთი იეჰოვაა შენი სახელი;+
19 დიდებულო განმზრახველო,+ მრავლისმოქმედო,+ თვალები ღია გაქვს ადამიანთა ყველა გზის დასანახავად,+ რათა ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ მიაგო;+
20 შენ დღემდე ახდენ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის მიწაზე, ისრაელში და სხვა ხალხში,+ სახელი რომ მოიხვეჭო, როგორც დღეს.+
21 შენ გამოიყვანე შენი ხალხი, ისრაელი, ეგვიპტის მიწიდან+ ნიშნებითა და სასწაულებით,+ ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშით.+
22 შენ მიეცი მათ ეს მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას შეჰფიცე,+ მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+
23 ისინი მოვიდნენ და დაეუფლნენ მას,+ მაგრამ არ დაემორჩილნენ შენს ხმას და არ იარეს შენი კანონით.+ არ შეასრულეს შენი ბრძანებები,+ ამიტომაც დაატეხე მათ მთელი ეს უბედურება.+
24 აი, მიწაყრილი+ გააკეთა ხალხმა ქალაქის დასაპყრობად;+ მახვილის,+ შიმშილისა+ და ჭირის გამო+ მთელი ქალაქი ხელში ჩაუვარდება ქალდეველებს,+ რომლებიც ებრძვიან მას. სრულდება ის, რაც თქვი, და თვითონაც ხედავ ამას.+
25 შენ კი, უზენაესო უფალო იეჰოვა, მითხარი, მინდორი იყიდე+ და მოწმეები მოიყვანეო,+ თუმცა ეს ქალაქი ქალდეველებს უნდა ჩაუვარდეს ხელში“.+
26 მაშინ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას:
27 „მე ვარ იეჰოვა, ყოველი ხორციელის ღმერთი.+ განა არის რაიმე შეუძლებელი ჩემთვის?!+
28 ამიტომ, ასე ამბობს იეჰოვა: აი, მე ხელში ჩავუგდებ ამ ქალაქს ქალდეველებსა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და ის დაიპყრობს მას.+
29 ქალდეველები, რომლებიც ებრძვიან ამ ქალაქს, შევლენ იქ, ქალაქს ცეცხლს მისცემენ და გადაბუგავენ მას+ და სახლებს, რომელთა ბანებზეც შესაწირავს უბოლებენ ბაალს და დასაღვრელ შესაწირავს სწირავენ სხვა ღმერთებს, რომ შეურაცხმყონ.+
30 ისრაელისა და იუდას ძეები ახალგაზრდობიდანვე იმას აკეთებდნენ, რაც ცუდი იყო ჩემს თვალში;+ ისრაელის ძეები თავიანთი ნახელავით შეურაცხმყოფენ,+ — ამბობს იეჰოვა. —
31 ეს ქალაქი, მისი აშენების დღიდან დღემდე მხოლოდ რისხვასა+ და მრისხანებას იწვევს ჩემში, და მოვიშორებ მას თვალთაგან+
32 ისრაელისა+ და იუდას+ ძეების მთელი ბოროტების გამო, რომელსაც ისინი სჩადიან, რომ შეურაცხმყონ+ თვითონ, მათმა მეფეებმა,+ მთავრებმა,+ მღვდლებმა+ და წინასწარმეტყველებმა,+ იუდას ხალხმა და იერუსალიმის მკვიდრებმა.
33 ზურგს მაქცევდნენ, სახით არ ბრუნდებოდნენ ჩემკენ;+ ვასწავლიდი, ადრე ვდგებოდი და ვასწავლიდი, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა მოსმენა და ჭკუის სწავლა.+
34 თავიანთ სისაძაგლეებს დებდნენ იმ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა წაებილწათ ის.+
35 ჰინომის ძის ველზე+ ბაალის მაღლობები ააშენეს,+ რათა მოლექისთვის+ ცეცხლში გაეტარებინათ+ თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია+ და არც გულში გამივლია, რომ ეს სისაძაგლე+ ეკეთებინათ და ამით შეეცოდა იუდას.+
36 ახლა აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქზე, რომელზეც ამბობთ, მახვილის, შიმშილისა და ჭირის გამო ბაბილონის მეფეს ჩაუვარდებაო ხელში:+
37 აი, მე შევკრებ მათ ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც გავფანტავ ჩემი რისხვით, მრისხანებითა და დიდი გულისწყრომით;+ დავაბრუნებ მათ ამ ადგილზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ.+
38 ისინი ჩემი ხალხი იქნებიან+ და მე მათი ღმერთი ვიქნები.+
39 ერთ გულს+ და ერთ გზას მივცემ, რათა ყოველთვის ეშინოდეთ ჩემი, მათი და მათი ვაჟების სასიკეთოდ.+
40 სამარადისო შეთანხმებას დავუდებ მათ,+ ზურგს არ შევაქცევ, რათა სიკეთე გავუკეთო.+ ჩემს შიშს ჩავუდებ გულში, რომ არ განმიდგნენ.+
41 გავიხარებ მათ გამო და სიკეთეს გავუკეთებ,+ ჭეშმარიტებით დავრგავ მათ ამ მიწაზე+ მთელი გულითა და სულით“.
42 „აი რას ამბობს იეჰოვა: როგორც მთელ ამ უბედურებას ვატეხ ამ ხალხს, ასევე მივცემ იმ ყოველივე კარგს, რასაც ვამბობ მათზე.+
43 მინდვრებს იყიდიან ამ მიწაზე,+ რომელზეც იტყვით: აი გაპარტახებული+ მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებს, ქალდეველებს ჩაუვარდაო ის ხელში.+
44 ფულით იყიდიან მინდვრებს, დაწერენ საბუთებს,+ დაბეჭდავენ და მოწმეებს აიყვანენ+ ბენიამინის მიწაზე,+ იერუსალიმის შემოგარენში,+ იუდას ქალაქებში,+ მთისა და ბარის ქალაქებში+ და სამხრეთის ქალაქებში,+ რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეებს,+ — ამბობს იეჰოვა“.
სქოლიოები
^ იხილეთ 2:2-ის სქოლიო.