იერემია 33:1—26
33 მეორედ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას, როცა ის ჯერ კიდევ მცველების ეზოში+ იყო ჩაკეტილი:
2 «აი რას ამბობს იეჰოვა, დედამიწის შემოქმედი,+ იეჰოვა, მისი შემქმნელი,+ მისი დამფუძნებელი,+ იეჰოვაა მისი სახელი:+
3 მომიხმე და პასუხს გაგცემ,+ გეტყვი დიდსა და ჩაუწვდომელს, რაც არ იცი“.+
4 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ამ ქალაქის სახლებსა და იუდას მეფეების სასახლეებზე, რომლებიც დაინგრევა მიწაყრილისა და მახვილის გამო,+
5 და მათზე, რომლებიც ქალდეველებთან საბრძოლველად მოდიან, რათა არემარე იმ ხალხის გვამებით აივსოს, რომლებსაც რისხვითა და მრისხანებით ვხოცავ,+ და რომელთა ბოროტების გამო სახეს ვმალავ ამ ქალაქისგან:+
6 აი, განვკურნავ და გამოვაჯანმრთელებ მას;+ განვკურნავ მათ და გავუმჟღავნებ უსაზღვრო მშვიდობასა და ჭეშმარიტებას;+
7 დავაბრუნებ იუდასა და ისრაელის ტყვეებს+ და ავაშენებ მათ ისევე, როგორც თავდაპირველად;+
8 განვწმენდ მათ ყველა მათი დანაშაულისგან, რითაც მცოდავენ,+ და ვაპატიებ ყველა მათ დანაშაულს, რითაც მცოდავენ;+
9 ის სიხარულის სახელად იქცევა ჩემთვის,+ ქებად და სილამაზედ — დედამიწის ყველა ერის წინაშე, რომლებიც გაიგებენ, რა სიკეთეს ვუკეთებ მათ.+ შეეშინდებათ+ და შეშფოთდებიან+ მთელი იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რასაც ვაძლევ მას“.+
10 «აი რას ამბობს იეჰოვა: ამ ადგილზე, რომელზეც იტყვით, ეს არის გაპარტახებული მიწა, სადაც არც კაცი და არც პირუტყვი არ ჭაჭანებსო, იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, რომლებიც გაპარტახებულია,+ სადაც არც კაცია, არც მკვიდრი და არც პირუტყვი, კვლავ გაისმება+
11 სიხარულისა და მხიარულების ხმა,+ ნეფისა და პატარძლის ხმა, მათი ხმა, ვინც იტყვის: „ადიდეთ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რადგან კარგია იეჰოვა,+ მარადიულია მისი სიკეთე*!“+
სამადლობელ შესაწირავს მიიტანენ იეჰოვას სახლში,+ რადგან დავაბრუნებ ამ ქვეყნიდან წაყვანილ ტყვეებს, როგორც თავდაპირველად,+ — ამბობს იეჰოვა».
12 „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: ამ გაპარტახებულ მიწაზე, სადაც არ ჭაჭანებს არც კაცი და არც პირუტყვი,+ და ყველა მის ქალაქში კვლავ ექნებათ მწყემსებს საძოვრები ფარის მოსასვენებლად.+
13 მთისა და ბარის ქალაქებში,+ სამხრეთის ქალაქებში,+ ბენიამინის მიწაზე,+ იერუსალიმის შემოგარენში+ და იუდას ქალაქებში+ ფარა კვლავ დამთვლელის ხელში გაივლის,+ — ამბობს იეჰოვა“.
14 „აი, დადგება დრო,+ — ამბობს იეჰოვა, — როცა შევასრულებ იმ კარგ სიტყვას,+ რომელსაც ვამბობ ისრაელის სახლსა+ და იუდას სახლზე.
15 იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს,+ რომელიც სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ამ მიწაზე.+
16 იმ დროს გადარჩება იუდა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებს იერუსალიმი.+ აი რა დაერქმევა მას: იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“.+
17 „აი რას ამბობს იეჰოვა: არ მოაკლდება დავითს ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომი კაცი.+
18 ლევიან მღვდლებსაც არ მოაკლდებათ კაცი, რომელიც შემომწირავს მთლიანად დასაწვავ შესაწირავს, ამიბოლებს მარცვლეულ შესაწირავს და ყოველთვის შემომწირავს მსხვერპლს“.+
19 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას:
20 „აი რას ამბობს იეჰოვა: თუ შეძლებდით დაგერღვიათ ჩემი შეთანხმება დღესთან და ჩემი შეთანხმება ღამესთან, რომ დღე და ღამე თავის დროზე აღარ შენაცვლებოდა ერთმანეთს,+
21 მაშინ ჩემს მსახურ დავითთან დადებული ჩემი შეთანხმებაც დაირღვეოდა+ და აღარ ეყოლებოდა ვაჟი, რომელიც მის ტახტზე იმეფებდა;+ იგივე დაემართებოდა ჩემს მსახურებთან, ლევიან მღვდლებთან დადებულ შეთანხმებასაც.+
22 როგორც აურაცხელია ცის ლაშქარი და განუზომელია ზღვის ქვიშა,+ ასევე გავამრავლებ დავითის, ჩემი მსახურის, შთამომავლებს და ლევიანებს, რომლებიც მემსახურებიან“.+
23 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას:
24 „განა ვერ ხედავ, რას ლაპარაკობს ეს ხალხი, იეჰოვა თავისივე ამორჩეულ ორივე საგვარეულოს+ უარყოფსო?! უპატივცემულოდ ექცევიან ჩემს ხალხს,+ რათა მან, როგორც ერმა, აღარ იარსებოს მათ წინაშე.
25 აი რას ამბობს იეჰოვა: თუ არ დამიდვია შეთანხმება დღესთან და ღამესთან+ და არ დამიდგენია წესები ცისთვის და დედამიწისთვის,+
26 მაშინ იაკობისა და ჩემი მსახური დავითის შთამომავლებსაც უარვყოფდი,+ რომ აღარ ამეყვანა მისი შთამომავლობიდან მმართველები აბრაამის, ისაკისა და იაკობის შთამომავლებისთვის. შევკრებ მათ ტყვეებს+ და შევიბრალებ მათ“.+
სქოლიოები
^ იხილეთ 2:2-ის სქოლიო.