იერემია 34:1—22
34 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ბაბილონის მეფე+ ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ჯარი,+ მისი ქვეშევრდომი ყველა სამეფო დედამიწაზე+ და ყველა ხალხი ებრძოდა იერუსალიმსა და მის ქალაქებს:+
2 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას მეფე ციდკიას,+ უთხარი მას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: ბაბილონის მეფის ხელში ჩავაგდებ ამ ქალაქს+ და ის გადაწვავს მას.+
3 თავს ვერ დააღწევ მისი ხელიდან, რადგან დაგიჭერენ და მის ხელში ჩაგაგდებენ.+ საკუთარი თვალით იხილავ ბაბილონის მეფეს,+ პირისპირ დაელაპარაკები მას და ბაბილონში მიხვალ.
4 ისმინე იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფე ციდკია!+ აი რას ამბობს შენზე იეჰოვა: არ მოკვდები მახვილით,
5 მშვიდად მოკვდები.+ როგორც შენს მამებს უკმევდნენ, რომლებიც შენამდე მეფობდნენ,+ შენც ისევე გიკმევენ+ და დაგიტირებენ,+ ვაი, ბატონოო,+ რადგან მე ვამბობ ამ სიტყვას, — ამბობს იეჰოვა“.
6 უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ყველა ეს სიტყვა+ იუდას მეფე ციდკიას იერუსალიმში,
7 როცა ბაბილონის მეფის ჯარი ებრძოდა იერუსალიმსა და იუდას დარჩენილ ქალაქებს,+ ლაქიშსა+ და აზეკას,+ რადგან ეს გამაგრებული ქალაქებიღა+ დარჩა აუღებელი იუდას ქალაქებს შორის.+
8 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას მას შემდეგ, რაც მეფე ციდკიამ შეთანხმება დაუდო იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, რომ თავისუფლებას გამოუცხადებდა მათ,+
9 რათა თითოეულს გაეთავისუფლებინა თავისი მსახური თუ მოახლე, ებრაელი+ კაცი თუ ებრაელი ქალი, მსახურად რომ აღარ ჰყოლოდა იუდეველი, თავისი ძმა.+
10 დაემორჩილნენ ყველა მთავარი+ და მთელი ხალხი, ვისთანაც დადებული იყო შეთანხმება, რომ გაათავისუფლებდა თითოეული თავის მსახურსა თუ მოახლეს და აღარ იყოლიებდა მსახურად; დაემორჩილნენ და გაუშვეს ისინი.+
11 შემდეგ კი გადაიფიქრეს+ და უკან დაიბრუნეს გათავისუფლებული მსახურები და მოახლეები, კვლავ დაიმორჩილეს ისინი და მსახურებად და მოახლეებად გაიხადეს.+
12 ამიტომ იეჰოვამ იერემიას იეჰოვას სიტყვა გამოუცხადა:
13 „აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: მე დავუდე შეთანხმება თქვენს მამა-პაპას+ ეგვიპტის მიწიდან,+ მონობის სახლიდან,+ მათი გამოყვანის დღეს და ვუთხარი:
14 შვიდი წლის თავზე თითოეულმა გაუშვას თავისი ძმა,+ ებრაელი,+ რომელმაც თავი მოგყიდა+ და ექვს წელიწადს გემსახურა. გაათავისუფლე და გაუშვი-მეთქი შენგან. მაგრამ თქვენმა მამა-პაპამ არ მისმინა, ყურიც არ მათხოვა.+
15 თქვენ კი მობრუნდით დღეს და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში, როცა თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადეთ თქვენ-თქვენს მოძმეს და შეთანხმება დადეთ ჩემ წინაშე+ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.+
16 მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეთ,+ შებღალეთ ჩემი სახელი+ და თითოეულმა უკან დაიბრუნეთ თქვენ-თქვენი მსახურები და მოახლეები, რომლებიც გაათავისუფლეთ მათი სულის სურვილისამებრ, დაიმორჩილეთ ისინი და მსახურებად და მოახლეებად გაიხადეთ.+
17 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: თქვენ არ დამემორჩილეთ და არ გამოუცხადეთ თავისუფლება+ თქვენ-თქვენს ძმასა და მოძმეს. აი, მე გიცხადებთ თავისუფლებას,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილისთვის,+ ჭირისთვის+ და შიმშილისთვის.+ შიშის ზარად გაქცევთ დედამიწის ყველა სამეფოსთვის.+
18 ჩემი შეთანხმების დამრღვევებს,+ რომლებმაც არ დაიცვეს იმ შეთანხმების სიტყვები, რომელიც ხბოს ორად გაჭრისას+ და მის ნაჭრებს შორის გავლისას დადეს ჩემ წინაშე,+
19 იუდას მთავრებსა და იერუსალიმის მთავრებს,+ კარისკაცებს, მღვდლებსა და ამ მიწაზე მცხოვრებ მთელ ხალხს, რომლებმაც გაიარეს ხბოს ნაჭრებს შორის,
20 ჩავაგდებ მათი მტრების ხელში და მათი სულის მძებნელთა ხელში.+ მათი გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება.+
21 იუდას მეფე ციდკიასა+ და მის მთავრებს მტრების ხელში ჩავაგდებ, მათი სულის მძებნელებისა და ბაბილონის მეფის ჯარის ხელში,+ რომელიც უკან იხევს თქვენგან.+
22 აი, მე ვბრძანებ, — ამბობს იეჰოვა, — და დავაბრუნებ მათ ამ ქალაქში,+ გაილაშქრებენ მის წინააღმდეგ, დაიპყრობენ და გადაწვავენ მას.+ გავაპარტახებ იუდას ქალაქებს და გავაუკაცრიელებ“.+