იერემია 35:1—19
35 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, დროს:
2 „წადი რექაბელთა+ სახლში, დაელაპარაკე მათ და მიიყვანე იეჰოვას სახლის ერთ-ერთ სასადილო ოთახში და ღვინო დაალევინე“.
3 მეც წამოვიყვანე იააზანია, ხაბაცინიას ძის იერემიას ძე, მისი ძმები, ყველა მისი ვაჟი და რექაბელთა მთელი სახლეულობა.
4 მივიყვანე ისინი იეჰოვას სახლში, ჭეშმარიტი ღვთის კაცის, იგდალიას ძის, ხანანის ძეების სასადილო ოთახში,+ რომელიც მაასეიას, კარის მცველ შალუმის+ ძის, სასადილო ოთახის ზემოთ მდებარე მთავრების სასადილო ოთახის გვერდით იყო.
5 რექაბელთა სახლის ძეებს ღვინით სავსე ფიალები და თასები დავუდგი და ვუთხარი: „დალიეთ ღვინო“.
6 მათ კი მომიგეს: «ვერ დავლევთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რექაბის+ ძემ, ჩვენმა წინაპარმა, გვიბრძანა: „არასოდეს დალიოთ ღვინო, არც თქვენ და არც თქვენმა ვაჟებმა.+
7 სახლები არ აიშენოთ, თესლი არ დათესოთ; არც ვენახი გააშენოთ, არც დაეპატრონოთ მას. მთელი სიცოცხლე კარვებში იცხოვრეთ, რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწის პირზე, რომელზეც ხიზნობთ“.+
8 ამიტომ, ჩვენც ვემორჩილებით ჩვენი წინაპრის იეჰონადაბის, რექაბის ძის, ხმას ყველაფერში, რაც გვიბრძანა,+ და არ ვსვამთ ღვინოს მთელი ჩვენი სიცოცხლე არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ვაჟები და არც ჩვენი ასულები;+
9 არ ვიშენებთ სახლებს საცხოვრებლად, რომ არც ვენახი გვქონდეს, არც ყანა და არც თესლი.
10 კარვებში ვცხოვრობთ, ვემორჩილებით და ვასრულებთ ყველაფერს, რაც ჩვენმა წინაპარმა, იონადაბმა+ გვიბრძანა.+
11 მაგრამ როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოვიდა,+ ვთქვით: მოდი, შევიდეთ იერუსალიმში ქალდეველთა ჯარისა და სირიელთა ჯარის გამო, და იერუსალიმში ვიცხოვროთ».+
12 კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას:
13 „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას ხალხსა და იერუსალიმის მკვიდრებს: განა მუდმივად არ გესმით მოწოდება, რომ დაემორჩილოთ ჩემს სიტყვებს?!+ — ამბობს იეჰოვა. —
14 სრულდება იეჰონადაბის, რექაბის+ ძის სიტყვები, რომლებიც მან თავის ძეებს უბრძანა, არ დაელიათ ღვინო, და ისინიც დღემდე არ სვამენ ღვინოს, რადგან თავიანთი წინაპრის ბრძანებას ემორჩილებიან.+ მე კი გელაპარაკებით, ადრე ვდგები და გელაპარაკებით,+ მაგრამ არ მემორჩილებით.+
15 გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს,+ ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით მათ და გეუბნებოდით: მობრუნდით-მეთქი თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან+ და გამოასწორეთ თქვენი საქმეები,+ ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროთ მათ.+ იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+ მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ მომისმინეთ.+
16 რექაბის+ ძის, იეჰონადაბის ძეები ასრულებენ თავიანთი წინაპრის ბრძანებას,+ ეს ხალხი კი არ მისმენს“.+
17 „ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: მოვაწევ იუდაზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე მთელ იმ უბედურებას, რომელიც მათზე წარმოვთქვი,+ რადგან ველაპარაკებოდი და არ მისმენდნენ, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ“.+
18 უთხრა იერემიამ რექაბელთა სახლეულობას: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგან ემორჩილებით თქვენი წინაპრის, იეჰონადაბის ბრძანებას,+ კვლავაც იცავთ ყველა მის ბრძანებას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიბრძანათ,+
19 ამიტომ, ასე ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე+ მდგომი კაცი“».+