იერემია 36:1—32

36  იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას:  „აიღე გრაგნილი+ და დაწერე მასზე ყველა სიტყვა,+ რომელსაც ისრაელის, იუდას+ და ყველა ხალხის წინააღმდეგ გეუბნები+ იმ დღიდან, რაც პირველად დაგელაპარაკე, იოშიას დროიდან დღემდე.+  იქნებ მოისმინოს იუდას სახლმა, რა უბედურების დატეხვას ვუპირებ,+ რომ მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან,+ რათა ვაპატიო დანაშაული და ცოდვა“.+  მოუხმო იერემიამ ბარუქს,+ ნერიას ძეს, რათა გრაგნილზე დაეწერა ბარუქს იერემიას პირით წარმოთქმული იეჰოვას ყოველი სიტყვა, რომელიც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.+  შემდეგ იერემიამ ბარუქს დაავალა: „ჩაკეტილი ვარ, არ შემიძლია იეჰოვას სახლში შესვლა;+  შედი იეჰოვას სახლში და მარხვის დღეს+ ხალხის გასაგონად ხმამაღლა წაიკითხე ის გრაგნილი, რომელშიც ჩემი პირით წარმოთქმული იეჰოვას სიტყვებია+ ჩაწერილი; ხმამაღლა წაიკითხე+ იუდას მთელი ხალხის გასაგონადაც, რომლებიც თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსული.  იქნებ მისწვდეს იეჰოვას მათი ვედრება+ და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან,+ რადგან დიდია რისხვა და მრისხანება, რასაც იეჰოვა ამ ხალხის წინააღმდეგ წარმოთქვამს“.+  ბარუქი,+ ნერიას ძე, იერემია წინასწარმეტყველის დავალებისამებრ მოიქცა და იეჰოვას სახლში+ ხმამაღლა წაიკითხა წიგნიდან+ იეჰოვას სიტყვები.  იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეხუთე წლის მეცხრე თვეში,+ იერუსალიმის მთელმა ხალხმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში ჩამოსულმა მთელმა ხალხმა მარხვა გამოაცხადა იეჰოვას წინაშე.+ 10  ბარუქმა მთელი ხალხის გასაგონად წიგნიდან ხმამაღლა წაიკითხა იერემიას სიტყვები იეჰოვას სახლში, გემარიას,+ გადამწერი+ შაფანის+ ძის, სასადილო ოთახში,+ რომელიც ზემო ეზოში, იეჰოვას სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელთან+ იყო. 11  მიქაიამ, შაფანის+ ძის გემარიას ძემ, მოისმინა იეჰოვას ყველა სიტყვა, რომელიც წიგნში იყო ჩაწერილი. 12  ჩავიდა ის მეფის სასახლეში, მწერლის სასადილო ოთახში, და, აი, იქ ისხდა ყველა მთავარი: მწერალი ელიშამა,+ დელაია+ შემაიას ძე, ელნათანი+ აქბორის ძე,+ გემარია+ შაფანის ძე,+ ციდკია ხანანიას ძე და ყველა სხვა მთავარი. 13  გადასცა მიქაიამ+ მათ ყველა ის სიტყვა, რაც მოისმინა მაშინ, როცა ბარუქი ხმამაღლა უკითხავდა ხალხს წიგნს.+ 14  მაშინ მთავრებმა ბარუქთან+ გაგზავნეს იეჰუდი,+ ქუშის ძის შელემიას ძის ნეთანიას ძე, და შეუთვალეს: „აიღე ხელში გრაგნილი, რომელიც ხმამაღლა წაუკითხე ხალხს, და მოდი“. ბარუქმაც, ნერიას ძემ, აიღო ხელში გრაგნილი და მივიდა მათთან.+ 15  უთხრეს მას: „დაბრძანდი და წაიკითხე ის ჩვენ გასაგონად“. ბარუქმაც+ ხმამაღლა წაუკითხა. 16  როგორც კი ეს სიტყვები მოისმინეს, ერთმანეთს შიშით გადახედეს და ბარუქს უთხრეს: „აუცილებლად გადავცემთ მეფეს ყოველ ამ სიტყვას“.+ 17  და შემდეგ სთხოვეს ბარუქს: „გვითხარი, როგორ ჩაწერე მისი პირით წარმოთქმული ყოველი ეს სიტყვა?“+ 18  ბარუქმა მიუგო მათ: „თავისი პირით მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით+ ვწერდი წიგნში“. 19  ბოლოს მთავრებმა უთხრეს ბარუქს: „წადი, დაიმალეთ შენცა და იერემიაც, რომ არავინ იცოდეს თქვენი ადგილსამყოფელი“.+ 20  მივიდნენ ისინი მეფესთან, ეზოში,+ გრაგნილი მწერალ ელიშამას+ სასადილო ოთახში+ შეინახეს და ყოველი სიტყვა მეფეს გადასცეს. 21  მეფემ გაგზავნა იეჰუდი+ გრაგნილის მოსატანად; მანაც წამოიღო ის მწერალ+ ელიშამას+ სასადილო ოთახიდან და ხმამაღლა წაუკითხა ის მეფესა და მეფესთან მდგომ ყველა მთავარს. 22  მეცხრე თვეს+ მეფე ზამთრის სასახლეში+ იჯდა და ღუმელი+ ენთო მის წინაშე. 23  როგორც კი იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს წაუკითხავდა, ის მწერლის დანით ჭრიდა მას და ღუმელში დანთებულ ცეცხლში ყრიდა, სანამ მთელი გრაგნილი ღუმელში დანთებულ ცეცხლში არ ჩააგდო.+ 24  არ შეშინებიათ მათ+ და არც ტანსაცმელი შემოუხევიათ მეფესა და მის მსახურებს, ყოველ ამ სიტყვას რომ ისმენდნენ.+ 25  ელნათანი,+ დელაია+ და გემარია+ ემუდარებოდნენ მეფეს, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ მან არ მოუსმინა მათ.+ 26  უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაიას, აზრიელის ძეს, და შელემიას, აბდეელის ძეს, მოეყვანათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია,+ მაგრამ იეჰოვა მალავდა მათ.+ 27  კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი, რომელშიც იერემიას პირით+ წარმოთქმული სიტყვები ჰქონდა ბარუქს+ ჩაწერილი: 28  „აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა რომ დაწვა.+ 29  იუდას მეფე იეჰოიაკიმს კი უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: შენ დაწვი ეს გრაგნილი+ და თქვი, რატომ დაწერე,+ ბაბილონის მეფე მოვა, მოსპობს ამ მიწას და გაწყვეტსო მასზე კაცსა თუ პირუტყვს?+ 30  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა იუდას მეფე იეჰოიაკიმზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი,+ მისი გვამი კი დღისით სიცხეში ეგდება+ და ღამით — ყინვაში. 31  პასუხს მოვთხოვ მას,+ მის შთამომავალს და მის მსახურებს მათი დანაშაულის გამო.+ მოვუვლენ მათ, იერუსალიმის მკვიდრებსა და იუდას ხალხს, მთელ იმ უბედურებას, რაც ნათქვამი მაქვს მათზე,+ მაგრამ მათ არ ისმინეს“.+ 32  აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა მწერალ ბარუქს, ნერიას ძეს;+ მან კი დაწერა მასზე იერემიას პირით წარმოთქმული ყველა სიტყვა,+ რაც ეწერა იმ წიგნში, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა ცეცხლში რომ დაწვა.+ ამ სიტყვებს ბევრი მსგავსი სიტყვა დაემატა.

სქოლიოები