იერემია 38:1—28
38 გაიგონეს შეფატია მათანიას ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ+ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას+ ძემ ის სიტყვები, რომლებსაც იერემია ეუბნებოდა მთელ ხალხს,+
2 აი რას ამბობსო იეჰოვა: „ვინც ამ ქალაქში დარჩება საცხოვრებლად, მახვილით,+ შიმშილითა+ და ჭირით+ მოკვდება. ვინც ქალდეველებთან გადავა, ცოცხალი დარჩება, თავისი სული ექნება ნადავლად და იცოცხლებს“.+
3 აი რას ამბობსო იეჰოვა: „ეს ქალაქი ბაბილონის მეფის ჯარს ჩაუვარდება ხელში და ის დაიპყრობს მას“.+
4 სთხოვეს მთავრებმა მეფეს: „მოაკვლევინე ეს კაცი,+ რადგან ამ სიტყვებით ის ხელიდან ძალას აცლის ქალაქში დარჩენილ მებრძოლებს და მთელ ხალხს.+ ეს კაცი მშვიდობის კი არა, უბედურების მოტანას ცდილობს ამ ხალხისთვის“.
5 მეფე ციდკიამ მიუგო მათ: „აი, თქვენს ხელთაა ის, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენთან?!“+
6 წაიყვანეს მათ იერემია და ჩააგდეს მეფის ძის, მალქიას ჭაში,+ რომელიც მცველების ეზოში+ იყო. თოკით ჩაუშვეს იერემია ჭაში. ჭაში წყალი არ იდგა, მხოლოდ ტალახი იყო, და იერემია ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში.+
7 ეთიოპმა+ საჭურისმა ებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, გაიგო, რომ იერემია ჭაში ჰყავდათ ჩაგდებული. მეფე ბენიამინის კარიბჭესთან+ იჯდა.
8 გამოვიდა ებედ-მელექი მეფის სასახლიდან და უთხრა მეფეს:
9 „მეფე-ბატონო, ბოროტად მოექცნენ ეს კაცები იერემია წინასწარმეტყველს, რომელიც ჭაში ჩააგდეს, რათა იქ შიმშილით+ მოკვდეს,+ რადგან პური აღარ არის ქალაქში“.
10 მაშინ უბრძანა მეფემ ეთიოპ ებედ-მელექს: „წაიყვანე ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, სანამ მომკვდარა“.+
11 ებედ-მელექმაც წაიყვანა კაცები, ჩავიდა მეფის სასახლის საგანძურის+ ქვემოთ, იქიდან აიღო ძონძები და ძველმანები და თოკებით ჩაუშვა იერემიასთან ჭაში.+
12 უთხრა ეთიოპმა ებედ-მელექმა იერემიას: „ეს ძონძები და ძველმანები ამოიდე იღლიებში, ვიდრე თოკებს ამოიდებდე“. იერემიაც ასე მოიქცა.+
13 თოკებით ამოათრიეს იერემია და ამოიყვანეს ჭიდან. და ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში.+
14 მეფე ციდკიამ მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი+ მესამე შესასვლელთან,+ რომელიც იეჰოვას სახლში იყო,+ და უთხრა მეფემ იერემიას: „რაღაცას გკითხავ და არაფერი დამიმალო“.+
15 იერემიამ მიუგო ციდკიას: „ხომ მომკლავ, თუ გეტყვი. რომც მოგცე რჩევა, მაინც არ მომისმენ“.+
16 მაშინ მეფე ციდკიამ შეჰფიცა იერემიას სამალავში: „ცოცხალია იეჰოვა, რომელმაც ეს სული შეგვიქმნა,+ არ მოგკლავ და არც იმ კაცების ხელში ჩაგაგდებ, რომლებიც შენს სულს დაეძებენ“.+
17 მიუგო იერემიამ ციდკიას, აი რას ამბობსო იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი,+ ისრაელის ღმერთი:+ „თუ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან,+ იცოცხლებ*, არ გადაიწვება ეს ქალაქი და შენ და შენი სახლეულობა ცოცხალი დარჩებით.+
18 მაგრამ თუ არ გახვალ ბაბილონის მეფის მთავრებთან, ეს ქალაქი ქალდეველებს ჩაუვარდება ხელში, ისინი გადაწვავენ+ მას და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან“.+
19 მაშინ მეფე ციდკიამ მიუგო იერემიას: „იმ იუდეველების მეშინია, რომლებიც ქალდეველების მხარეს გადავიდნენ,+ მეშინია, მათ ხელში რომ არ ჩამაგდონ და არ შეურაცხმყონ“.+
20 იერემიამ უთხრა მას: «არ ჩაგაგდებენ მათ ხელში. გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას, რასაც მე გეუბნები, ხელი მოგემართება+ და იცოცხლებს შენი სული.
21 თუ უარს იტყვი მათთან გასვლაზე,+ მაშინ, აი რა მაჩვენა იეჰოვამ:
22 აი, ბაბილონის მეფის მთავრებთან+ გაჰყავთ იუდას მეფის სასახლეში დარჩენილი+ ყველა ქალი; ისინი ამბობენ:
„გაცდუნეს+ და გძლიეს+ იმ კაცებმა, რომლებთანაც მშვიდობა გქონდა.ლაფში ჩაგაფლობინეს ფეხი და გაგეცალნენ“.+
23 ყველა შენი ცოლი და ვაჟი ქალდეველებთან გაჰყავთ და ვერც შენ დააღწევ თავს მათი ხელიდან.+ ბაბილონის მეფე ჩაგიგდებს ხელში და შენ გამო გადაიწვება ეს ქალაქი».+
24 მაშინ ციდკიამ უთხრა იერემიას: „კაციშვილმა არ გაიგოს ეს ამბავი, რომ არ მოკვდე.
25 თუ მთავრები+ გაიგებენ, რომ გელაპარაკე, მოვლენ და გკითხავენ, გვითხარი, რაზე ელაპარაკეო მეფეს, არაფერი დაგვიმალო და არ მოგკლავთო, და რა გითხრაო მეფემ,
26 უთხარი, წყალობას ვთხოვდი მეფეს, რომ არ დავებრუნებინე იეჰონათანის+ სახლში და იქ არ მოვმკვდარიყავი-თქო“.
27 მივიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მან მეფის ნაბრძანები სიტყვებისამებრ უპასუხა მათ,+ ისინი კი გაჩუმდნენ, რადგან ვერაფერი შეიტყვეს.
28 ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში+ იერუსალიმის დაპყრობის დღემდე+ და მაშინ შესრულდა ეს ყველაფერი, როცა იერუსალიმი დაიპყრეს.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — იცოცხლებს შენი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.