იერემია 40:1—16
40 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას მას შემდეგ, რაც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ გაგზავნა ის რამიდან,+ სადაც მას წაყვანილი ჰყავდა იგი ჯერ კიდევ ხელებზე ბორკილდადებული ბაბილონში გადასახლებულ ყველა იერუსალიმელთან და იუდეველთან ერთად.+
2 წაიყვანა მცველთა უფროსმა იერემია და უთხრა: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა თქვა, რომ უბედურებას დაატეხდა ამ ადგილს,+
3 რათა შეესრულებინა და გაეკეთებინა იეჰოვას ის, რაც ნათქვამი ჰქონდა, რადგან სცოდავდით იეჰოვას და არ ემორჩილებოდით მის ხმას; ამიტომაც დაგემართათ ეს.+
4 აი, გათავისუფლებ ხელებზე დადებული ბორკილებისგან. თუ გინდა, გამომყევი ბაბილონში, წამოდი და თვალს დავიჭერ შენზე.+ მაგრამ თუ არ გინდა ჩემთან ერთად ბაბილონში წამოსვლა, მაშინ ნუ წამოხვალ. აი, მთელი მიწა შენ წინაა! სადაც გირჩევნია, სადაც გინდა, იქ წადი“.+
5 მას ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, დაბრუნებულიყო თუ არა, როცა ნებუზარადანმა უთხრა: „დაბრუნდი გედალიასთან,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძესთან, რომელიც ბაბილონის მეფემ იუდას ქალაქებზე დააყენა, იცხოვრე მასთან, ხალხს შორის; ან სადაც სწორად მიგაჩნია, იქ წადი“.+
მცველთა უფროსმა მისცა მას სარჩო, საჩუქარი და გაუშვა.+
6 იერემიაც მივიდა გედალიასთან,+ ახიკამის ძესთან, მიცფაში+ და ცხოვრობდა მასთან, იმ მიწაზე დარჩენილ ხალხს შორის.
7 გაიგო ველად მყოფი ჯარის ყველა მეთაურმა+ და მათმა ხალხმა, რომ ბაბილონის მეფემ მთელ მიწაზე დააყენა გედალია ახიკამის ძე და მას ჩააბარა კაცები, ქალები, ბავშვები და იმ მიწაზე მცხოვრები ზოგიერთი მდაბიო, რომლებიც ბაბილონში არ გადაუსახლებიათ.+
8 გედალიასთან მიცფაში მივიდნენ ისმაელი,+ ნეთანიას ძე, იოხანანი+ და იონათანი, კარეახის ძეები, სერაია, თანხუმეთის ძე, ნეტოფათელი+ ეფაის ძეები და იეზანია,+ მააქათელი+ კაცის ძე, თავიანთ ხალხთან ერთად.+
9 გედალიამ,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძემ, დაუფიცა+ მათ და მათ ხალხს და უთხრა: „ნუ შეგეშინდებათ ქალდეველებისთვის მსახურება. კვლავაც იცხოვრეთ ამ მიწაზე, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ხელი მოგემართებათ.+
10 მე აქ მიცფაში+ ვიცხოვრებ, რათა წარვდგე ქალდეველთა წინაშე, რომლებიც მოვლენ ჩვენთან. თქვენ კი შეაგროვეთ ღვინო,+ ზაფხულის ხილი* და ზეთი, შეინახეთ ისინი თქვენს ჭურჭლებში და იცხოვრეთ ქალაქებში, რომლებსაც დაეპატრონეთ“.
11 მოაბში, ამონის ძეთა შორის, ედომსა და ყველა სხვა ქვეყანაში მყოფმა იუდეველებმა გაიგეს,+ რომ ბაბილონის მეფემ დაუტოვა იუდას ნაწილი ხალხისა და მათზე გედალია,+ შაფანის ძის ახიკამის ძე დააყენა.
12 ნელ-ნელა ყველა იუდეველმა დაიწყო დაბრუნება იმ ადგილებიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ; მოდიოდნენ იუდას მიწაზე, გედალიასთან, მიცფაში;+ ძალიან ბევრ ღვინოსა და ზაფხულის ხილს აგროვებდნენ.
13 იოხანანი,+ კარეახის+ ძე, და ველად მყოფი ჯარის ყველა მეთაური+ მივიდნენ გედალიასთან მიცფაში.
14 უთხრეს მას: „არ გაგიგია, რომ ბაალისმა, ამონის ძეთა+ მეფემ, გამოგზავნა ისმაელი,+ ნეთანიას+ ძე, რათა დაგკრას* და მოგკლას?“ მაგრამ არ დაუჯერა+ მათ გედალიამ, ახიკამის ძემ.
15 უთხრა იოხანანმა,+ კარეახის ძემ, გედალიას სამალავ ადგილას მიცფაში: „წავალ ახლა და დავკრავ ისმაელს, ნეთანიას ძეს, ისე, რომ ვერავინ გაიგებს ამას.+ რატომ უნდა დაჰკრას მან სასიკვდილოდ შენს სულს?! რატომ უნდა დაიფანტოს შენთან თავმოყრილი იუდეველები და რატომ უნდა დაიღუპოს იუდას დარჩენილი ნაწილი?!“+
16 მაგრამ გედალიამ,+ ახიკამის+ ძემ, მიუგო იოხანანს, კარეახის ძეს: „ნუ იზამ ამას, ტყუილია, რასაც ისმაელზე ამბობ“.+
სქოლიოები
^ იგულისხმება ლეღვი, შესაძლოა ფინიკიც.
^ სიტყვასიტყვით — დაჰკრას შენს სულს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.