იერემია 41:1—18

41  მეშვიდე თვეს, ისმაელი,+ ელიშამას+ ძის ნეთანიას ძე, რომელიც სამეფო გვარს ეკუთვნოდა+ და სამეფო კარზე ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, ათ კაცთან ერთად+ მივიდა მიცფაში+ გედალიასთან, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს პური მიცფაში.+  შემდეგ წამოდგნენ ისმაელი, ნეთანიას ძე, და მასთან მყოფი ათი კაცი და მახვილით დასცეს გედალია, შაფანის ძის ახიკამის ძე.+ ასე მოკლა მან ბაბილონის მეფის მიერ იმ მიწაზე დაყენებული კაცი.+  დახოცა ისმაელმა ის იუდეველები, რომლებიც გედალიასთან იყვნენ მიცფაში, და იქ მყოფი ქალდეველები, მეომარი ხალხი.  გედალიას მოკვლიდან მეორე დღეს, როცა ჯერ კიდევ არავინ იცოდა ამის შესახებ,+  შექემიდან,+ შილოდან+ და სამარიიდან+ მოვიდა ოთხმოცი წვერმოპარსული,+ ტანსაცმელშემოხეული და ტანდასერილი კაცი.+ ხელში ეჭირათ მარცვლეული შესაწირავი და გუნდრუკი,+ რომელიც იეჰოვას სახლში მიჰქონდათ.  ისმაელი, ნეთანიას ძე, ტირილით გამოვიდა მიცფიდან მათ შესაგებებლად.+ შეხვედრისას უთხრა მათ: „მოდით გედალიასთან, ახიკამის ძესთან“.  როგორც კი შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისმაელმა, ნეთანიას ძემ, და მასთან მყოფმა კაცებმა დახოცეს ისინი და ჭაში ჩაყარეს.+  მათ შორის აღმოჩნდა ათი კაცი, რომლებმაც მაშინვე უთხრეს ისმაელს: „ნუ დაგვხოცავ, მინდორში გადამალული გვაქვს ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი“.+ მანაც თავი შეიკავა და მათ ძმებთან ერთად აღარ დაუხოცავს ისინი.  დიდი ჭა, სადაც ისმაელმა+ დახოცილთა გვამები ჩაყარა, ისრაელის მეფე ბააშას გამო ჰქონდა ამოთხრილი მეფე ასას.+ ეს ჭა აავსო ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცილებით. 10  დაატყვევა ისმაელმა მიცფაში+ დარჩენილნი: მეფის ასულები+ და მიცფაში დარჩენილი ხალხი,+ რომლებიც მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა ჩააბარა გედალიას, ახიკამის ძეს.+ ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დაატყვევა ისინი და წავიდა, რათა ამონის ძეებთან+ გადასულიყო. 11  გაიგეს იოხანანმა,+ კარეახის ძემ, და მასთან მყოფმა ჯარის მეთაურებმა+ რა ბოროტებაც ჩაიდინა ისმაელმა, ნეთანიას ძემ. 12  წაიყვანეს კაცები, დაიძრნენ ისმაელთან, ნეთანიას ძესთან, საბრძოლველად, და გაბაონის დიდ წყლებთან+ მიაგნეს მას. 13  იოხანანის, კარეახის ძის, და მასთან მყოფი ჯარის მეთაურების დანახვისას გაიხარა ისმაელთან მყოფმა მთელმა ხალხმა. 14  მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა მიცფიდან+ ტყვედ წამოასხა, მობრუნდა და მივიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. 15  ისმაელი, ნეთანიას ძე, კი გაექცა+ იოხანანს რვა კაცთან ერთად, რათა ამონის ძეებთან გადასულიყო. 16  იოხანანმა,+ კარეახის ძემ, და მასთან ერთად მყოფმა ჯარის მეთაურებმა გაბაონიდან წამოიყვანეს და დააბრუნეს დარჩენილი ხალხი: მებრძოლი კაცები, მათი ცოლები, ბავშვები და კარისკაცები, რომლებიც ისმაელმა, ნეთანიას ძემ, მიცფიდან წამოიყვანა გედალიას,+ ახიკამის ძის, მოკვლის შემდეგ. 17  წამოვიდნენ და ღამის გასათევ ადგილზე გაჩერდნენ ქიმჰამში, ბეთლემთან+ ახლოს, რათა გზა გაეგრძელებინათ და ეგვიპტეში ჩასულიყვნენ+ 18  ქალდეველთა+ შიშით,+ რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე,+ ბაბილონის მეფეს რომ ჰყავდა დაყენებული იმ მიწაზე.+

სქოლიოები