იერემია 44:1—30
44 იერემიას გამოეცხადა სიტყვა ყველა იუდეველისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ეგვიპტეში+ — მიგდოლში,+ თახფანხესში,+ ნოფში+ და ფათროსის+ მიწაზე:
2 «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ იხილეთ მთელი უბედურება, რომელიც მოვაწიე იერუსალიმსა+ და იუდას ყველა ქალაქს; გაპარტახებულია ეს ადგილები და არავინ ცხოვრობს იქ+
3 იმ ბოროტების გამო, რომელსაც სჩადიოდნენ ჩემი შეურაცხყოფისთვის, შესაწირავის ასაბოლებლად+ რომ მიდიოდნენ და ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ, არც თქვენ იცნობდით და არც თქვენი მამა-პაპა.+
4 გიგზავნიდით ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს, ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით და გეუბნებოდით,+ გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ-მეთქი სისაძაგლეს, რომელიც მძულს.+
5 მათ კი არ მისმინეს,+ ყურიც არ დამიგდეს, რომ მობრუნებულიყვნენ თავიანთი ბოროტებისგან და სხვა ღმერთებისთვის აღარ აებოლებინათ შესაწირავი.+
6 ამიტომ გადმოვღვარე ჩემი მრისხანება და ჩემი რისხვა და აგიზგიზდა ის იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში;+ გაპარტახდნენ, გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის“.+
7 ახლა აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: „რატომ ატეხთ თქვენს სულებს დიდ უბედურებას,+ რომ მოისპოს იუდადან კაცი და ქალი, ბავშვი და ჩვილი+ და მცირედნიც აღარ დარჩეთ?
8 შეურაცხმყოფთ თქვენი ნამოქმედარით, როცა სხვა ღმერთებს უბოლებთ შესაწირავს+ ეგვიპტეში, რომელსაც ეხიზნებით, რათა მოისპოთ და წყევლად და სირცხვილად იქცეთ დედამიწის ყველა ხალხს შორის.+
9 ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი მამა-პაპის,+ იუდას მეფეებისა+ და მათი ცოლების+ ბოროტი საქმეები, თქვენი და თქვენი ცოლების ბოროტი საქმეები,+ რომლებსაც სჩადიოდით იუდას მიწაზე და იერუსალიმის ქუჩებში?!
10 დღემდე არ მოდრეკილხართ,+ არ შეშინებულხართ+ და არ გივლიათ ჩემი კანონითა+ და წესებით, რომლებიც დაგიდგინეთ თქვენ და თქვენს მამა-პაპას“.+
11 ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, პირს ვიბრუნებ თქვენკენ თქვენდა საუბედუროდ და მთელი იუდას მოსასპობად.+
12 შევიპყრობ იუდადან დარჩენილებს, რომლებმაც პირი იბრუნეს ეგვიპტეში წასასვლელად, რომ შეეხიზნონ მას;+ ყოველ მათგანს ბოლო მოეღება ეგვიპტის მიწაზე;+ მახვილით დაეცემიან; შიმშილით+ მოეღება ბოლო ყველას დიდიან-პატარიანად; მახვილითა და შიმშილით დაიხოცებიან. წყევლად, გამაოგნებლად, შესაჩვენებლად და სასირცხვილოდ იქცევიან.+
13 მახვილით, შიმშილითა და ჭირით მოვთხოვ პასუხს ეგვიპტის მიწაზე დასახლებულებს ისევე, როგორც იერუსალიმს.+
14 იუდადან დარჩენილთაგან, რომლებიც ეგვიპტის მიწას ეხიზნებიან,+ ვერავინ უშველის თავს და ვერავინ გადარჩება, რომ დაბრუნდნენ იუდას მიწაზე, სადაც სული მიუწევთ დასაბრუნებლად და საცხოვრებლად;+ ვერავინ დაბრუნდება ზოგიერთი გადარჩენილის გარდა“».
15 კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი ცოლები შესაწირავს უბოლებდნენ სხვა ღმერთებს,+ დიდ ჯგუფად მდგარმა ქალებმა და ეგვიპტის მიწაზე,+ ფათროსში+ დასახლებულებმა მიუგეს იერემიას:
16 „არ მოვისმენთ სიტყვას, რომელსაც იეჰოვას სახელით გვეუბნები,+
17 ჩვენი პირიდან გამოსული სიტყვისამებრ გავაკეთებთ ყველაფერს,+ შესაწირავს ავუბოლებთ ცის დედოფალს+ და დავუღვრით მას დასაღვრელ შესაწირავს,+ როგორც ვაკეთებდით ჩვენ+ და როგორც ჩვენი მამა-პაპა,+ ჩვენი მეფეები+ და ჩვენი მთავრები აკეთებდნენ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში; მაშინ პურით ვძღებოდით და კარგად ვცხოვრობდით, უბედურება არ გვინახავს.+
18 მას მერე, რაც ცის დედოფალს აღარ ვუბოლებთ შესაწირავს+ და აღარ ვუღვრით დასაღვრელ შესაწირავს, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით.+
19 როცა შესაწირავს ვუბოლებდით და დასაღვრელ შესაწირავს ვუღვრიდით+ ცის დედოფალს,+ განა ჩვენი ქმრების დაუკითხავად ვუცხობდით მსხვერპლად შესაწირავ კვერებს იმისათვის, რომ მისი ქანდაკება გაგვეკეთებინა და დასაღვრელი შესაწირავი დაგვეღვარა მისთვის?!“+
20 მთელ ხალხს — კაცებს, მათ ცოლებსა და ყველას, ვინც ასე უპასუხა — იერემიამ მიუგო:
21 „განა არ ემახსოვრებოდა და გულში არ ექნებოდა იეჰოვას,+ რომ შესაწირავს აბოლებდით იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში+ თქვენ+ და თქვენი მამა-პაპა,+ თქვენი მეფეები,+ თქვენი მთავრები+ და მიწის ხალხი?!
22 ბოლოს ვეღარ აიტანა იეჰოვამ ეს, რადგან ბოროტი იყო თქვენი საქმეები და სისაძაგლეებს სჩადიოდით.+ ამიტომ გაპარტახდა თქვენი მიწა, გამაოგნებელი, დასაწყევლი და უკაცრიელი გახდა, როგორც დღეს არის.+
23 შესაწირავს აბოლებდით,+ სცოდავდით იეჰოვას,+ არ ემორჩილებოდით იეჰოვას ხმას+ და არ დადიოდით მისი კანონის,+ წესებისა და შეხსენებებისამებრ, ამიტომაც დაგატყდათ თავს ის უბედურება, რაც დღეს გჭირთ“.+
24 კიდევ უთხრა იერემიამ მთელ ხალხს და ყველა ქალს: «ისმინე იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში მყოფო მთელო იუდავ!+
25 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „თქვენ და თქვენი ცოლები+ თქვენი ხელით ასრულებთ იმას, რასაც თქვენ, ქალებო, ამბობთ, შევასრულებთო ჩვენს აღთქმებს,+ შესაწირავს ავუბოლებთო ცის დედოფალს+ და დასაღვრელ შესაწირავს დავუღვრითო მას.+ ქალებო, თქვენ შეასრულებთ კიდეც თქვენს აღთქმებს, დაიცავთ კიდეც თქვენს აღთქმებს“.
26 ამიტომ ისმინე იეჰოვას სიტყვა, ეგვიპტეში დასახლებულო მთელო იუდავ:+ „ჩემს დიდებულ სახელს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ მთელ ეგვიპტეში არც ერთი იუდეველის პირი აღარ მოუხმობს ჩემს სახელს+ და აღარ იტყვის, ცოცხალიაო უზენაესი უფალი იეჰოვა.+
27 ვფხიზლობ მათ საუბედუროდ და არა მათ სასიკეთოდ;+ მახვილითა და შიმშილით მოეღება ბოლო ეგვიპტის მიწაზე მყოფ ყველა იუდეველს, სანამ სულ არ გაწყდებიან.+
28 ცოტანი გადაურჩებიან მახვილს და დაბრუნდებიან ეგვიპტიდან იუდას მიწაზე;+ იუდადან დარჩენილები, რომლებიც ეგვიპტის მიწას ეხიზნებიან, გაიგებენ, ვისი სიტყვა სრულდება — ჩემი თუ მათი“».+
29 „ეს იქნება იმის ნიშანი თქვენთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ განგიკითხავთ ამ ადგილზე, რათა გაიგოთ, რომ ჩემი სიტყვები თქვენდა საუბედუროდ შესრულდება:+
30 აი რას ამბობს იეჰოვა: ფარაონ ხოფრას, ეგვიპტის მეფეს,+ თავისი მტრებისა და თავისი სულის მაძიებლების ხელში ჩავაგდებ,+ როგორც იუდას მეფე ციდკია ჩავაგდე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში — მისი მტრისა და სულის მაძიებლის ხელში“.+