იერემია 46:1—28

46  იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ხალხებზე+  ეგვიპტეზე,+ ეგვიპტის მეფის,+ ფარაონ ნექოს*, ჯარზე, რომელიც ქარხემიშში,+ მდინარე ევფრატთან იდგა და რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს:  „ჩაამწკრივეთ პატარა და დიდი ფარები და გადით საბრძოლველად,+  მხედრებო, შეკაზმეთ ცხენები, ამხედრდით მათზე, დადექით მუზარადებით, გააპრიალეთ შუბები და ჯავშნით+ შეიმოსეთ!  რატომ ვხედავ მათ თავზარდაცემულებს? უკან იხევენ, მათი ვაჟკაცები შეიმუსრნენ; გარბიან უკანმოუხედავად.+ შიშია ირგვლივ,+ — ამბობს იეჰოვა. —  ნუ ეცდება გაქცევას სწრაფი, ნურც თავის გადარჩენას — ძლიერი.+ ბორძიკობენ და ეცემიან+ ჩრდილოეთით,+ მდინარე ევფრატის ნაპირზე.  ვინ მოდის მდინარე ნილოსივით, იმ მდინარეებივით, რომელთა წყლებიც აბობოქრებულია?+  ეგვიპტე მოდის მდინარე ნილოსივით,+ მდინარეებივით ბობოქრობენ წყლები.+ ის ამბობს, ავალ, დავფარავო დედამიწას, ადვილად მოვსპობო ქალაქსა და მის მკვიდრთ.+  ადით, ცხენებო! გაშმაგებით გაქანდით, ეტლებო! გამოვიდნენ ძლიერები, ქუში+ და ფუტი,+ რომლებსაც მომარჯვებული აქვთ ფარი, და ლუდიმი,+ რომელსაც მომარჯვებული და მოზიდული აქვს მშვილდი. 10  ეს უზენაესი უფლის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას დღეა, დღე შურისძიებისა, როცა ის შურს იძიებს თავის მტრებზე.+ მახვილი შთანთქავს და გაძღება, დარწყულდება მათი სისხლით, რადგან უზენაეს+ უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, მსხვერპლშეწირვა+ აქვს ჩრდილოეთის მიწაზე მდინარე ევფრატთან.+ 11  ადი გალაადში და შეიძინე ბალზამი,+ ეგვიპტის ქალწულო ასულო!+ განსაკურნავად რას აღარ მიმართავ, მაგრამ ამაოდ, ვერ განიკურნები.+ 12  ხალხებს ესმით შენი სირცხვილი+ და მიწას ავსებს შენი ყვირილი.+ ვაჟკაცი ვაჟკაცს ედება ფეხებში+ და ორივენი ერთად ეცემიან“. 13  სიტყვა, რომელიც იეჰოვამ უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და მის მიერ ეგვიპტის დამარცხებაზე:+ 14  «თქვით ეგვიპტეში და გამოაცხადეთ მიგდოლში,+ ნოფსა+ და თახფანხესში,+ თქვით: „დადექი, გაემზადე,+ რადგან მახვილი შთანთქავს ყველაფერს შენ ირგვლივ.+ 15  რატომ წაილეკნენ შენი ძლიერები?+ ვეღარ ძლებენ, რადგან იეჰოვამ განდევნა ისინი.+ 16  ბევრი ბორძიკობს, ეცემა. ერთმანეთს ეუბნებიან, ადექი, დავბრუნდეთო ჩვენს ხალხთან და ჩვენი ნათესავების მიწაზე სასტიკი მახვილის გამო“. 17  აცხადებენ, მხოლოდ ხმაურიაო ფარაონი, ეგვიპტის მეფე.+ ხელიდან გაუშვაო სადღესასწაულო დრო.+ 18  ცოცხალი ვარ, — ამბობს მეფე, რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა,+ — როგორიც თაბორია+ მთათა შორის და ქარმელია+ ზღვასთან, ისეთივე იქნება ის, როცა მოვა. 19  გაიმზადე ბარგი გადასახლებისთვის,+ ეგვიპტის ასულო,+ მკვიდრო ქალო, რადგან ხალხს გააოგნებს ნოფი,+ ცეცხლს მიეცემა და არავინ იცხოვრებს იქ.+ 20  ულამაზესი დეკეულია ეგვიპტე. კოღო მოდის ჩრდილოეთიდან მის წინააღმდეგ.+ 21  მისი დაქირავებული ჯარისკაცებიც ნასუქი ხბოებივით არიან.+ ნებდებიან ისინი+ და ერთიანად გარბიან. ვეღარ ძლებენ,+ რადგან მოვიდა მათი უბედურების დღე, მათი განკითხვის დრო.+ 22  მისი ხმა სრიალა გველის სისინს ჰგავს;+ კაცები ძალ-ღონეს მოიკრებენ და გაემართებიან მისკენ, შეშის შემგროვებლებივით ცულებით მივლენ მასთან. 23  გაუჩეხენ ტყეს,+ — ამბობს იეჰოვა, — თუმცა გაუვალია იგი. კალიებზე+ მეტნი არიან, თვლა არა აქვთ. 24  შერცხვება ეგვიპტის ასული;+ ჩრდილოეთის+ ხალხს ჩაუვარდება ხელში. 25  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი ამბობს: აი, განვიკითხავ ნოს+ ამონს,+ ფარაონს, ეგვიპტეს, მის ღმერთებსა+ და მის მეფეებს,+ ფარაონსა და ყველას, ვისაც მისი იმედი აქვს.+ 26  ჩავაგდებ მათ მათი სულების მძებნელების, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორისა+ და მისი მსახურების ხელში; შემდეგ კი ის ძველებურად დამკვიდრდება,+ — ამბობს იეჰოვა». 27  „შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელ,+ რადგან გიხსნი შორეთში და შენს შთამომავლებს ვიხსნი მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას.+ 28  ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — რადგან შენთანა ვარ.+ შევმუსრავ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+ შენ კი არ შეგმუსრავ,+ თუმცა სამართლიანად დაგსჯი,+ დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+

სქოლიოები

იგივე ნეხაო.