იერემია 48:1—47

48  აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ მოაბს:+ «ვაი ნებოს,+ რადგან იძარცვება ის! შერცხვენილია და დატყვევებულია კირიათაიმი.+ შერცხვენილია და თავზარდაცემულია თავშესაფარი მაღლობზე.+  აღარ აქებენ მოაბს.+ ხეშბონში+ უბედურებას უმზადებენ მას: მოდი, აღვგავოთო ის, როგორც ერი.+ შენც დადუმდი, მადმენ, მახვილი მოგდევს უკან.  ყვირილი ისმის ხორონაიმიდან,+ ძარცვაა იქ და დიდი დაქცევა.  დაქცეულია მოაბი.+ მისი ბავშვების ყვირილი ისმის.  ტირილით ადიან ლუხითის+ გზაზე — ტირილია იქ. ხალხს ესმის, როგორ ეშვებიან დაქცევის გამო მწუხარების ყვირილით+ ხორონაიმის გზაზე.  გაიქეცით, გადაირჩინეთ სულები+ და უდაბნოში მდგარ ღვიას დაემსგავსებით!+  რაკი საკუთარ საქმეებსა და განძეულზე ხარ დაიმედებული, შენც შეგიპყრობენ;+ ქემოშსაც+ გადაასახლებენ+ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.+  ყველა ქალაქში შევა მძარცველი,+ ვერც ერთი ქალაქი ვერ გადარჩება.+ როგორც იეჰოვა ამბობს, განადგურდება ველი და მოისპობა ვაკე.  გზაზე ნიშანი მიეცით მოაბს, რადგან წავა ნანგრევებად ქცეული;+ ხალხს გააოგნებს მისი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+ 10  დაწყევლილი იყოს ის, ვინც დაუდევრად ასრულებს იეჰოვას დავალებას;+ დაწყევლილი იყოს ის, ვინც სისხლის ღვრისგან აკავებს მახვილს! 11  მოაბელები ახალგაზრდობიდანვე+ უდარდელად არიან, მშვიდად დგანან თავიანთ თხლეზე.+ ერთი ჭურჭლიდან მეორეში არ გადაუღიათ ისინი, არც გადაუსახლებიათ. ამიტომაც შეინარჩუნეს გემო, სუნიც არ შეცვლიათ. 12  ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — გავუგზავნი მათ გადამღებლებს, და გადაიღებენ მათ;+ დაუცარიელებენ ჭურჭლებს და დაუმსხვრევენ დიდ დოქებს. 13  შერცხვებიან მოაბელები ქემოშის+ გამო, ისევე როგორც ისრაელის სახლია შერცხვენილი ბეთელის, თავისი იმედის გამო.+ 14  როგორ ბედავთ იმის თქმას, ძლიერნი+ და ძალ-ღონით სავსენი ვართო საომრად?! 15  იძარცვება მოაბი, გამოდიან მისი ქალაქების წინააღმდეგ.+ მისი რჩეული ჭაბუკები დასახოცად მიდიან,+ — ამბობს მეფე, რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.+ 16  მოახლოვდა მოაბელთა უბედურება, გამალებით მოიჩქარის ის.+ 17  თანაუგრძნობენ მათ გარშემო მყოფნი და მათი სახელის მცოდნენი.+ თქვით: „ო, როგორ გადატყდა ძლიერების კვერთხი, კვერთხი სილამაზისა!“+ 18  დათმე დიდება და დაჯექი მწყურვალი, დიბონის+ ასულო,+ მკვიდრო ქალო, რადგან შენზე მოდის მოაბის მძარცველი. ის გაგინადგურებს ციხესიმაგრეებს.+ 19  გაჩერდი და გზას დააკვირდი, აროერის+ მკვიდრო ქალო. ჰკითხე გაქცეულ კაცს და თავდახსნილ ქალს, რა ხდება-თქო?+ 20  შერცხვენილია მოაბი, რადგან თავზარი დაეცა.+ იღრიალე და იყვირე. თქვით არნონში,+ რომ იძარცვება მოაბი. 21  სასჯელმა მოაწია ვაკე ქვეყანაზე,+ ხოლონზე, იაჰაცზე,+ მეფაათზე,+ 22  დიბონზე,+ ნებოზე,+ ბეთ-დიბლათაიმზე, 23  კირიათაიმზე,+ ბეთ-გამულზე, ბეთ-მეონზე,+ 24  კერიოთზე,+ ბოცრაზე+ — მოაბის ყველა ქალაქზე, შორეულზეც და მახლობელზეც. 25  რქა* მოეკვეთა მოაბს+ და მკლავი მოსტყდა,+ — ამბობს იეჰოვა. — 26  დაათვრეთ ის,+ რადგან თვით იეჰოვას გაუმედიდურდა;+ თავის ნარწყევში+ გორაობს მოაბი, დასაცინი გახდა. 27  განა არ დასცინოდი ისრაელს?!+ ნუთუ ქურდებს შორის იყო ის?!+ შენ ყოველთვის თავს აქნევდი, როცა მის წინააღმდეგ ლაპარაკობდი. 28  მოაბის მკვიდრნო, დატოვეთ ქალაქები და კლდეზე დასახლდით.+ დაემსგავსეთ მტრედს, რომელიც ნაპრალის პირას იშენებს ბუდეს».+ 29  „გვსმენია მოაბის სიამაყეზე+ — მეტისმეტად ამპარტავანია ის — გვსმენია მისი დიდებულების, სიამაყის, ამპარტავნობისა და მისი გულის მედიდურობის შესახებ“.+ 30  „ვიცი, რომ მრისხანეა ის, — ამბობს იეჰოვა, — მაგრამ ასე არ იქნება... ფუჭია მისი სიტყვები...+ ასე არ მოიქცევა.+ 31  ამიტომაც გოდებას მოვყვები მოაბზე, ვიყვირებ მთელი მოაბის გამო.+ იგლოვებენ კირ-ხერესის+ მკვიდრთ. 32  შენ უფრო მეტად დაგიტირებ, ვიდრე იაზერს,+ სიბმას+ ვაზო, ზღვა გადაკვეთა შენმა აყვავებულმა ყლორტებმა. ზღვამდე, იაზერამდე+ მიაღწიეს მათ. შენს ზაფხულის ხილსა*+ და მოკრეფილ ყურძენს მძარცველი დაესხა.+ 33  სიხარული და მხიარულება წაერთვა ხილნარსა და მოაბის მიწას;+ გავაქრე ღვინო საწნახლიდან,+ აღარავინ დაწურავს ღვინოს შეძახილით; შეძახილი შეძახილს აღარ დაემსგავსება“.+ 34  „ხეშბონიდან+ ელალესა+ და იაჰაცამდე+ მიაწვდინეს ყვირილის ხმა,+ ცოარიდან+ — ხორონაიმსა+ და ეგლათ-შელიშიამდე;+ ნიმრიმის+ წყლებიც კი დაიწრიტა. 35  გავანადგურებ მოაბში მას, ვისაც შესაწირავი მიაქვს მაღლობზე და ვინც თავის ღმერთს შესაწირავს უბოლებს,+ — ამბობს იეჰოვა. — 36  ამიტომ სალამურივით ამიკვნესდება გული მოაბის გამო,+ სალამურივით ამიკვნესდება გული კირ-ხერესის+ მკვიდრთა გამო; ამიტომ მოისპობა მთელი მისი მონაგარი.+ 37  ყველა თავი მელოტია+ და ყველა წვერი შეკრეჭილი.+ ყველა ხელი დასერილია+ და ყველა წელი ჯვალოშემოკრული!“+ 38  „მოთქვამენ მოაბის ყველა ბანზე და მოედანზე;+ უსარგებლო ჭურჭელივით დავამსხვრიე მოაბი,+ — ამბობს იეჰოვა. — 39  ო, როგორაა ის შეძრწუნებული! იღრიალეთ! ო, როგორ იხევს უკან მოაბი! შერცხვენილია ის.+ დასაცინი და შემაძრწუნებელია მოაბი გარშემო მყოფთათვის“. 40  «აი რას ამბობს იეჰოვა: „როგორც არწივი აცხრება თავის მსხვერპლს,+ ისე გაშლის ის ფრთებს მოაბზე.+ 41  დაიპყრობენ ქალაქებს და აიღებენ მის სიმაგრეებს. იმ დღეს მშობიარობით გატანჯული ქალის გულს დაემსგავსება მოაბელი ვაჟკაცების გული“».+ 42  „მოისპობა მოაბი, როგორც ერი,+ რადგან იეჰოვას გაუმედიდურდა.+ 43  შიში, ორმო და ხაფანგია შენზე, მოაბის მკვიდრო,+ — ამბობს იეჰოვა. — 44  შიშისგან გაქცეული ორმოში ჩავარდება, ორმოდან ამოსული ხაფანგში გაებმება.+ მოვაწევ მასზე, მოაბზე, მისი განკითხვის წელს,+ — ამბობს იეჰოვა. — 45  გაქცეულნი დაუძლურებულნი დგანან ხეშბონის+ ჩრდილში. ცეცხლი გამოვა ხეშბონიდან და ალი — სიხონიდან,+ და შთანთქავს ის მოაბის საფეთქლებსა და შფოთის ვაჟების თხემს.+ 46  ვაი შენ, მოაბ!+ იღუპება ქემოშის+ ხალხი. ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები. 47  უკანასკნელ დღეებში შევკრებ მოაბელ ტყვეებს,+ — ამბობს იეჰოვა. — აქამდეა მოაბის განაჩენი“.+

სქოლიოები

ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
იხილეთ 40:10-ის სქოლიო.