იერემია 49:1—39

49  აი რას ეუბნება იეჰოვა ამონის+ ძეებს: „განა არა ჰყავს ისრაელს ვაჟები ან მემკვიდრე?! რატომ დაეპატრონა მალქამი+ გადს?+ რატომ ცხოვრობს მისი ხალხი ისრაელის ქალაქებში?“+  „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა ავტეხ საომარ განგაშს+ ამონელთა რაბას+ წინააღმდეგ. განადგურებულ გორაკად იქცევა+ ის და მისი მიმდებარე ქალაქები+ ცეცხლს მიეცემა.+ ისრაელის დამპატრონებლებს ისრაელი დაეპატრონება,+ — ამბობს იეჰოვა.  იღრიალე,+ ხეშბონო,+ რადგან იძარცვება აი! იყვირეთ რაბას მიმდებარე ქალაქებო! ჯვალო შემოირტყით,+ მოთქვამდეთ და დახეტიალებდეთ ქვით ნაშენ ფარეხებს შორის, რადგან გადაასახლებენ მალქომს,+ მის მღვდლებსა და მთავრებს — ყველას ერთად.+  რატომ ტრაბახობ შენი ველებით, შენი წყალუხვი ველით,+ ორგულო ასულო, შენს საგანძურზე+ რომ ხარ დაიმედებული და ამბობ, ვინ მოვაო ჩემთან?“+  „საშინელებას მოგაწევ,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — ყველასგან, ვინც შენ გარშემოა. თითოეული თქვენი მიმართულებით გაიფანტებით+ და არავინ იქნება გაქცეულთა შემკრები“.  „შემდეგ კი შევკრებ დატყვევებულ ამონის+ ძეებს, — ამბობს იეჰოვა“.  აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ედომს: „აღარ არის სიბრძნე+ თემანში?!+ გაუქრათ რჩევა გონიერებს?! წახდა მათი სიბრძნე?!+  გაიქეცით!+ უკან დაიხიეთ! დაბლა ჩადით დასამალავად,+ დედანის მკვიდრნო!+ ესავის უბედურებას მოვაწევ მას, იმ დროს, როცა განვიკითხავ.+  ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ ნამცვრევს?! ქურდები რომ მოსულიყვნენ ღამით, განა მხოლოდ იმდენს არ წაგართმევდნენ, რამდენსაც მოისურვებდნენ?!+ 10  მე კი გავაშიშვლებ ესავს,+ გამოვაჩენ მის საფარს+ და ვერ დაიმალავს თავს.+ გაიძარცვებიან მისი შთამომავლები, მისი ძმები და მისი მეზობლები,+ და აღარ იქნება ის.+ 11  მიატოვე უმამო ბავშვები!+ მე შევუნარჩუნებ მათ სიცოცხლეს, მე მომენდობიან შენი ქვრივები“.+ 12  აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, თუმცა მათთვის ჩვეული არ არის ამ თასის შესმა, მაინც მოუწევთ დალევა.+ განა შენ დაუსჯელი დარჩები?! არ დარჩები დაუსჯელი, რადგან მაინც დალევ“.+ 13  „ჩემს თავს ვფიცავ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ გამაოგნებლად,+ სირცხვილად, განადგურებად და წყევლად იქცევა ბოცრა.+ სამარადისოდ გაპარტახდება მისი ყველა ქალაქი“.+ 14  ამბავი მოვისმინე იეჰოვასგან, დესპანია გაგზავნილი ხალხებთან და ამბობს: „შეიკრიბეთ და გამოდით მის წინააღმდეგ, მზად იყავით საბრძოლველად!“+ 15  „აი, დაგაპატარავე ხალხებს შორის და ადამიანებს შორის საძულველად გაქციე.+ 16  იმან გაცდუნა, რომ სხვები კანკალებდნენ შენ გამო, შენი გულის კადნიერებამ გაცდუნა,+ კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო, მაღალ გორას ჩაჭიდებულო. ძირს ჩამოგიყვან,+ თუმცა არწივივით მაღლა იშენებ ბუდეს,+ — ამბობს იეჰოვა. — 17  გააოგნებს ედომი ხალხებს.+ გაოგნდება ყოველი გამვლელი და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+ 18  როგორც სოდომის, გომორისა და მისი მეზობელი ქალაქების დამხობის+ შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს და კაციშვილი არ შეეხიზნება+ მას. 19  აი, ლომივით+ მივა ის იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრებიდან მუდმივ საცხოვრებელში,+ მაგრამ მყისვე გავაქცევ მისგან.+ რჩეულს დავაყენებ მასზე. ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ ვინ შემომედავება?!+ რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 20  ამიტომ მოისმინეთ იეჰოვას გადაწყვეტილება, ედომის+ წინააღმდეგ მიღებული, და ის, რაც თემანის+ მკვიდრთა წინააღმდეგ განუზრახავს: წაათრევენ ბატკნებს და გააპარტახებენ მათ საცხოვრებელს მათ გამო.+ 21  იძვრის მიწა მათი დაცემის ხმაზე.+ ყვირილი+ ისმის! წითელ ზღვაზეც+ კი ისმის ეს ხმა. 22  აი, არწივივით აფრინდება ვიღაც და დააცხრება+ მას, ფრთებს გაშლის ბოცრაზე;+ იმ დღეს მშობიარობით გატანჯული ქალის გულს დაემსგავსება ედომელი ვაჟკაცების გული“.+ 23  დამასკოს:+ „შერცხვენილნი არიან ხამათი+ და არფადი,+ რადგან ცუდი ამბავი გაიგეს. გამბედაობა დაეკარგათ.+ ღელავს ზღვა, ვერ მშვიდდება.+ 24  გამბედაობა დაკარგა დამასკომ. გაიქცა ის, ძრწოლამ აიტანა.+ მშობიარე ქალივით იტანჯება, მშობიარობის ტკივილებმა+ შეიპყრო. 25  რატომ არ ტოვებენ ქების ქალაქს, სიხარულის ქალაქს?+ 26  ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე მისი ჭაბუკები, იმ დღეს დადუმდება ყველა მეომარი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 27  ცეცხლს გავაჩაღებ დამასკოს გალავანზე და შთანთქავს ის ბენ-ჰადადის საცხოვრებელ კოშკებს“.+ 28  აი რას ეუბნება იეჰოვა კედარს+ და ხაცორის+ სამეფოებს, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამარცხა:+ „ადექით, ადით კედარში და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძეები.+ 29  წაიღებენ მათ კარვებს+ და წაასხამენ მათ ფარას,+ წაიღებენ მათი კარვის ქსოვილებსა+ და მათ ნივთებს, წაიყვანენ მათ აქლემებს.+ დაუყვირებენ, შიშიაო ირგვლივ!“+ 30  „გაიქეცით, შორს გაიქეცით, ძირს ჩამოდით დასამალავად, ხაცორის+ მკვიდრნო, — ამბობს იეჰოვა, — რადგან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ გადაწყვეტილება მიიღო თქვენ წინააღმდეგ და რაღაც განიზრახა“. 31  „ადექით, გამოდით უდარდელი+ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც უსაფრთხოდ+ ცხოვრობს!“ — ამბობს იეჰოვა. „არც კარები აქვთ მათ და არც ურდულები; მარტო ცხოვრობენ ისინი.+ 32  დაიტაცებენ მათ აქლემებს+ და ურიცხვ ცხვარ-ძროხას. გავფანტავ მათ ქარის ყველა მიმართულებით,+ მათ, ვისაც თმა აქვთ შეკრეჭილი საფეთქლებთან;+ ყოველი ახლომდებარე კუთხიდან მოვუვლენ უბედურებას, — ამბობს იეჰოვა. — 33  ტურების ბუნაგად+ იქცევა ხაცორი,+ სამარადისოდ გაპარტახდება. არავინ იცხოვრებს იქ და კაციშვილი არ შეეხიზნება მას“.+ 34  იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ელამის+ შესახებ: 35  «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გადავტეხ ელამის+ მშვილდს, მათი ძლიერების საწყისს. 36  მოვუვლენ ელამს ოთხ ქარს ცის ოთხივე კიდიდან.+ გავფანტავ მათ ამ ქარების+ მიმართულებით და არ დარჩება ერი, სადაც გაფანტული+ ელამელები არ მივლენ“». 37  „შევაძრწუნებ ელამელებს მათი მტრებისა და მათი სულების მძებნელთა წინაშე. უბედურებას მოვუვლენ მათ, ჩემს მრისხანებას,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს დავადევნებ, სანამ არ შევმუსრავ მათ“.+ 38  „ელამში+ დავიდგამ ტახტს, მოვსპობ იქ მეფესა და მთავრებს“, — ამბობს იეჰოვა. 39  „უკანასკნელ დღეებში+ შევკრებ ელამელ+ ტყვეებს“, — ამბობს იეჰოვა.

სქოლიოები