იესო ნავეს ძე 10:1—43

10  როგორც კი გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ იესო ნავეს ძემ დაიპყრო აი+ და გაანადგურა,+ რომ იგივე დამართა აისა და მის მეფეს,+ რაც იერიხონსა+ და მის მეფეს,+ და რომ გაბაონის მკვიდრებმა ზავი შეკრეს ისრაელთან+ და მათთან დარჩნენ,  ძლიერ შეშინდა,+ რადგან გაბაონი სამეფო ქალაქივით დიდი ქალაქი იყო, აიზე+ დიდი, და იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობდა.  შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის+ მეფემ, ჰოჰამს — ხებრონის+ მეფეს, ფირამს — იარმუთის+ მეფეს, იაფიას — ლაქიშის+ მეფეს, და დებირს — ეგლონის+ მეფეს:  „ამოდით, დამეხმარეთ, ერთად შევუტიოთ გაბაონს, რადგან ზავი შეკრა იესო ნავეს ძესთან და ისრაელის ძეებთან“.+  შეიკრიბნენ და ავიდნენ, ამორეველთა+ ხუთი მეფე: იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე და ეგლონის მეფე თავიანთი ბანაკებითურთ და გაბაონთან დაბანაკდნენ საბრძოლველად.  შეუთვალეს გაბაონელებმა იესო ნავეს ძეს გილგალის+ ბანაკში: „ხელს ნუ აიღებ შენს მონებზე,+ იჩქარე, ამოდი ჩვენთან, გვიხსენი და დაგვეხმარე, რადგან ჩვენ წინააღმდეგ შეიკრიბა მთაში მცხოვრები ამორეველთა ყველა მეფე“.  ავიდა გილგალიდან იესო ნავეს ძე მეომარ ხალხთან+ და ძლიერ მებრძოლებთან ერთად.+  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი;+ წინ ვერავინ დაგიდგება“.+  მთელი ღამე იარა გილგალიდან წამოსულმა იესო ნავეს ძემ და მოულოდნელად შეუტია მათ. 10  თავზარი დასცა მათ იეჰოვამ ისრაელის წინაშე.+ დაიწყეს მათი ჟლეტა გაბაონში,+ დაედევნენ მათ ბეთ-ხორონის აღმართზე და აზეკამდე+ და მაკედამდე+ ჟლეტდნენ. 11  როცა გაურბოდნენ ისინი ისრაელს ბეთ-ხორონის ფერდობზე, იეჰოვა დიდ ქვებს+ უშენდა მათ ზეციდან, სანამ აზეკამდე მივიდოდნენ, და ასე დაიხოცნენ ისინი. ქვის სეტყვამ უფრო მეტი დახოცა, ვიდრე ისრაელის ძეებმა დახოცეს მახვილით. 12  იმ დღეს, როცა იეჰოვამ ისრაელის ძეებს ხელში ჩაუგდო ამორეველები, ელაპარაკა იესო ნავეს ძე იეჰოვას და ისრაელის წინაშე თქვა: „მზეო,+ გაჩერდი გაბაონის+ თავზე, მთვარევ, გაჩერდი აიალონის+ ველზე!“ 13  გაჩერდა მზე და მთვარეც აღარ იძვროდა, სანამ ერმა შური არ იძია თავის მტრებზე.+ ეს ხომ იაშარის*+ წიგნში წერია. გაჩერებული იყო მზე ზეცის შუაგულში და მთელი დღე აყოვნებდა ჩასვლას.+ 14  არ ყოფილა ასეთი დღე არც მანამდე და არც მას შემდეგ, რომ იეჰოვას ასე მოესმინოს ადამიანის ხმა,+ რადგან იეჰოვა თვითონ იბრძოდა ისრაელისთვის.+ 15  ამის შემდეგ იესო ნავეს ძე გილგალის+ ბანაკში დაბრუნდა მთელ ისრაელთან ერთად. 16  ამასობაში გაიქცა ის ხუთი მეფე+ და მაკედას+ გამოქვაბულში იმალებოდა. 17  შეატყობინეს იესო ნავეს ძეს, ის ხუთი მეფე მაკედას გამოქვაბულში იმალებაო.+ 18  იესო ნავეს ძემ თქვა: „მიაგორეთ გამოქვაბულს ლოდები და მეთვალყურეები დაუყენეთ. 19  თქვენ კი ნუ გაჩერდებით, დაედევნეთ მტერს და ზურგიდან შეუტიეთ,+ არ შეუშვათ თავიანთ ქალაქებში, რადგან იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ ისინი!“+ 20  გაჟლიტეს ისინი იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეებმა და ბოლო მოუღეს მათ;+ გადარჩენილები გაიქცნენ და გამაგრებულ ქალაქებში შეცვივდნენ.+ 21  მშვიდობით დაბრუნდა მთელი ხალხი იესო ნავეს ძესთან მაკედას ბანაკში. კაციშვილს არ დაუძრავს სიტყვა ისრაელის ძეების წინააღმდეგ.+ 22  იესო ნავეს ძემ ბრძანა: „მოაშორეთ გამოქვაბულს ლოდები და ხუთივე მეფე აქ მომგვარეთ!“ 23  გამოუყვანეს მას გამოქვაბულიდან ხუთივე მეფე: იერუსალიმის მეფე,+ ხებრონის+ მეფე, იარმუთის მეფე, ლაქიშის მეფე+ და ეგლონის მეფე.+ 24  როცა გამოუყვანეს მეფეები იესო ნავეს ძეს, მოუხმო მან ისრაელ ხალხს და მებრძოლთა მეთაურებს, რომლებიც თან ახლდნენ, და უთხრა მათ: „ახლოს მოდით და კისრებზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს“.+ ისინიც მივიდნენ და კისრებზე დაადგეს ფეხი.+ 25  უთხრა მათ იესო ნავეს ძემ: „ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით!+ გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით, რადგან იგივეს დამართებს იეჰოვა ყველა თქვენს მტერს, ვისაც შეებრძოლებით!“+ 26  დაჰკრა მათ იესო ნავეს ძემ და დახოცა ისინი; ხუთ ბოძზე ჩამოკიდა და საღამომდე იქ ეკიდნენ.+ 27  მზის ჩასვლისას იესო ნავეს ძემ ბრძანა, ჩამოეხსნათ ისინი ბოძებიდან+ და გამოქვაბულში შეეყარათ, სადაც იმალებოდნენ. გამოქვაბულს ლოდები მიაფარეს და დღემდე ასეა. 28  დაიპყრო იესომ იმ დღეს მაკედა+ მახვილით; გაანადგურა მისი მეფე და ყველა*, ვინც ქალაქში იყო,+ ცოცხალი არავინ დაუტოვებია. მაკედას+ მეფესაც იგივე დამართა, რაც იერიხონის მეფეს. 29  წავიდნენ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი მაკედადან ლიბნაში და ლიბნას+ შეებრძოლნენ. 30  იეჰოვამ ის და მისი მეფე ხელში ჩაუგდო ისრაელს, მახვილით გაანადგურეს ის და ყველა იქ მცხოვრები, ცოცხალი არავინ დაუტოვებიათ. მის მეფესაც იგივე დამართეს, რაც იერიხონის+ მეფეს. 31  წავიდნენ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი ლიბნადან, ლაქიშთან+ დაბანაკდნენ და შეებრძოლნენ მას. 32  ხელში ჩაუგდო იეჰოვამ ლაქიში ისრაელს და მეორე დღეს დაიპყრეს. მახვილით ისე გაანადგურეს ის და ყველა იქ მცხოვრები,+ როგორც ლიბნა. 33  ავიდა გეზერის+ მეფე ჰორამი ლაქიშის დასახმარებლად. გაანადგურა იესო ნავეს ძემ ისიც და მისი ხალხიც, ცოცხალი არავინ დაუტოვებია.+ 34  წავიდნენ იესო და მთელი ისრაელი ლაქიშიდან, ეგლონში+ დაბანაკდნენ და შეებრძოლნენ მას. 35  იმ დღესვე დაიპყრეს ის, მახვილით შეუტიეს და ისე გაანადგურეს ყველა იქ მცხოვრები, როგორც ლაქიში.+ 36  იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი ეგლონიდან ხებრონში+ წავიდნენ და მას შეებრძოლნენ. 37  დაიპყრეს ის და მახვილი დაჰკრეს მას, მის მეფესა და ყველა იქ მცხოვრებს. ცოცხალი არავინ დაუტოვებია, როგორც ეგლონში. გაანადგურა ის და ყველა იქ მცხოვრები.+ 38  ბოლოს იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი დებირს+ მიადგნენ და შეებრძოლნენ. 39  დაიპყრო ის, მისი მეფე და მისი ქალაქები. მახვილით შეუტიეს და გაანადგურეს ყველა იქ მცხოვრები;+ ცოცხალი არავინ დაუტოვებია.+ იგივე დამართა დებირსა და მის მეფეს, რაც ხებრონს, ლიბნასა და მის მეფეს.+ 40  შეუტია იესო ნავეს ძემ მთელ მთიან მხარეს:+ ნეგებს,+ შეფელას,+ იმ ფერდობებს+ და ყველა მათ მეფეს. ცოცხალი არავინ დაუტოვებია, ყოველი სულდგმული+ გაანადგურა,+ როგორც იეჰოვას, ისრაელის ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები.+ 41  შეუტია მათ იესო ნავეს ძემ კადეშ-ბარნეადან+ ღაზამდე,+ გოშენის+ მთელ მიწას — გაბაონამდე.+ 42  ერთი შეტევით შეიპყრო იესო ნავეს ძემ ყველა მეფე და დაიპყრო მათი მიწები,+ რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი იბრძოდა ისრაელისთვის.+ 43  ამის შემდეგ იესო ნავეს ძე და მთელი ისრაელი გილგალის+ ბანაკში დაბრუნდნენ.

სქოლიოები

ნიშნავს მართალს.
სიტყვასიტყვით — ყველა სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.