იესო ნავეს ძე 11:1—23
11 როგორც კი ეს ხაცორის მეფე იაბინმა გაიგო, ხალხი გაუგზავნა იობაბს — მადონის მეფეს,+ შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს+
2 და იმ მეფეებს, რომლებიც მთაში ცხოვრობდნენ, ჩრდილოეთით, ველზე ქინერეთის+ სამხრეთით, შეფელაში+ და დორის+ მთებზე დასავლეთით,
3 ქანაანელებს+ აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ამორეველებს,+ ხეთელებს,+ ფერიზელებს,+ იებუსელებს+ მთაში და ხიველებს+ ხერმონის+ ძირას მიცფას+ მიწაზე.
4 გამოვიდნენ ისინი ზღვის ქვიშასავით ურიცხვნი+ მთელი თავიანთი ბანაკებით, უამრავი ცხენითა+ და საომარი ეტლებით.
5 ერთმანეთს შეხვდნენ მეფეები, წამოვიდნენ და მერომის წყალთან დაბანაკდნენ ისრაელთან შესაბრძოლებლად.+
6 უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეგეშინდება მათი,+ რადგან მათ ხვალ ამ დროს დახოცილებს ჩავუგდებ ხელში ისრაელს. მყესები გადაუჭერი+ მათ ცხენებს და მათი ეტლები ცეცხლში დაწვი“.+
7 იესო ნავეს ძე და მთელი მეომარი ხალხი მიადგნენ მათ მერომის წყალთან და მოულოდნელად დაესხნენ თავს.
8 ხელში ჩაუგდო ისინი იეჰოვამ ისრაელს;+ შეუტიეს და სდიეს ხალხმრავალ სიდონამდე,+ მისრეფოთ-მაიმამდე+ და მიცფეს+ ველამდე, აღმოსავლეთით; შეუტიეს და ცოცხალი არავინ დატოვეს.+
9 ისე მოექცა მათ იესო ნავეს ძე, როგორც იეჰოვამ უთხრა: მათ ცხენებს მყესები გადაუჭრა+ და მათი ეტლები ცეცხლში დაწვა.+
10 მაშინვე მობრუნდა იესო ნავეს ძე,+ დაიპყრო ხაცორი+ და მისი მეფე მახვილით მოკლა,+ რადგან ხაცორი იმ სამეფოების მთავარი ქალაქი იყო.
11 მახვილით დახოცეს და გაანადგურეს ყველა იქ მყოფი;+ არც ერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ,+ ცეცხლს მისცეს ხაცორი.
12 ხელში ჩაიგდო იესო ნავეს ძემ იმ მეფეთა ყველა ქალაქი და მათი მეფეები და მახვილით ამოხოცა ისინი.+ გაანადგურა+ მან ისინი, როგორც იეჰოვას მსახურ მოსეს ჰქონდა ნაბრძანები.+
13 არ გადაუწვავს ისრაელს გორებზე მდებარე არც ერთი ქალაქი, მხოლოდ ხაცორი გადაწვა იესო ნავეს ძემ.
14 წამოიღეს ნადავლი ისრაელის ძეებმა იმ ქალაქებიდან და წამოასხეს პირუტყვი,+ ხალხი კი მახვილით დახოცეს, გაანადგურეს+ და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი.+
15 როგორც იეჰოვამ უბრძანა თავის მსახურ მოსეს, მოსემ კი — იესო ნავეს ძეს,+ ისე გააკეთა იესო ნავეს ძემ; არც ერთი სიტყვა არ დაუტოვებია შეუსრულებელი იქიდან, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+
16 დაიპყრო იესო ნავეს ძემ მთელი ის მიწა, მთიანი მხარე, მთელი ნეგები,+ გოშენის+ მთელი მიწა, შეფელა,+ არაბა,+ ისრაელის მთიანი მხარე და მთიანი მხარის დაბლობი,+
17 ხალაკის მთიდან+ მოყოლებული, სეირამდე+ რომ ადის, ბაალ-გადამდე,+ ლიბანის ველზე, ხერმონის მთის+ ძირას; შეიპყრო მათი მეფეები, დაჰკრა მათ და დახოცა.+
18 დიდი ხანი ებრძოდა იესო ნავეს ძე იმ მეფეებს.
19 გაბაონში+ მცხოვრები ხიველების+ გარდა არც ერთ ქალაქს არ დაუდია ზავი ისრაელის ძეებთან. დანარჩენი ქალაქები ბრძოლით აიღეს.+
20 გაუჯიუტა იეჰოვამ მათ გულები,+ რომ შებრძოლებოდნენ ისრაელს, რათა გაენადგურებინა ისინი და შეწყალება არ ჰქონოდათ,+ მოესპო ისინი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+
21 მაშინ წავიდა იესო ნავეს ძე და აღგავა ანაკიმები+ მთიანი მხარიდან, ხებრონიდან, დებირიდან, ანაბიდან,+ იუდასა და ისრაელის მთიანი მხარეებიდან,+ თავიანთი ქალაქებიანად გაანადგურა იესო ნავეს ძემ ისინი.+
22 ანაკიმთაგან არავინ დარჩენილა ისრაელის ძეების მიწაზე. ისინი მხოლოდ ღაზაში,+ გათში+ და აშდოდში+ დარჩნენ.+
23 ასე აიღო იესო ნავეს ძემ მთელი ის მიწა, როგორც მოსეს დაჰპირდა იეჰოვა;+ იესო ნავეს ძემ ტომების მიხედვით დაუნაწილა ის ისრაელს სამკვიდროდ,+ და დაისვენა მიწამ ომისგან.+