იესო ნავეს ძე 12:1—24
12 ისრაელის ძეებმა დაამარცხეს იმ მიწაზე მცხოვრები მეფეები და დაეუფლნენ მათ მიწას იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს,+ არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე+ და მთელ არაბას+ მზის ამოსავლის მხარეს.
2 მათ დაამარცხეს ამორეველთა მეფე სიხონი,+ რომელიც ხეშბონში+ ცხოვრობდა და განაგებდა არნონის ხევის+ ნაპირას მდებარე აროერს,+ შუა ხევს, გალაადის ნახევარს იაბოკის+ ხევამდე, ამონის ძეთა საზღვრებამდე,
3 არაბას+ ქინერეთის ზღვამდე,+ აღმოსავლეთით, და არაბას ზღვამდე — მარილოვან ზღვამდე,+ აღმოსავლეთით ბეთ-იეშიმოთისკენ+ და სამხრეთით ფისგას+ ფერდობების ძირას.
4 დაეუფლნენ ისინი ბაშანის მეფის ოგის,+ უკანასკნელი რეფაიმის+ მიწასაც, რომელიც აშთაროთსა+ და ედრეიში+ ცხოვრობდა
5 და განაგებდა ხერმონის+ მთას, სალქას, მთელ ბაშანს+ გეშურელთა+ და მააქათელთა+ საზღვრებამდე, გალაადის ნახევარს ხეშბონის+ მეფის, სიხონის+ მიწამდე.
6 დაამარცხეს ისინი იეჰოვას მსახურმა მოსემ და ისრაელის ძეებმა,+ რის შემდეგაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მათი მიწა რეუბენელებს,+ გადელებსა+ და მენაშეს+ ტომის ნახევარს მისცა სამკვიდროდ.
7 იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეებმა იორდანის გაღმა, დასავლეთით მცხოვრები მეფეებიც დაამარცხეს ლიბანის+ ველზე, ბაალ-გადიდან+ ხალაკის მთამდე,+ სეირამდე+ რომ ადის, რის შემდეგაც იესო ნავეს ძემ მათი მიწა ისრაელის ტომებს დაუნაწილა სამკვიდროდ+
8 მთიან მხარეში, შეფელაში, არაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და ნეგებში,+ სადაც ხეთელები, ამორეველები,+ ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები+ ცხოვრობდნენ.
9 მათ დაამარცხეს: იერიხონის მეფე,+ ბეთელის გვერდით მდებარე აის მეფე,+
10 იერუსალიმის მეფე,+ ხებრონის მეფე,+
11 იარმუთის მეფე,+ ლაქიშის მეფე,+
12 ეგლონის მეფე,+ გეზერის მეფე,+
13 დებირის მეფე,+ გედერის მეფე,
14 ხორმას მეფე, არადის მეფე,
15 ლიბნას მეფე,+ ადულამის მეფე,
16 მაკედას მეფე,+ ბეთელის მეფე,+
17 თაფუახის მეფე, ხეფერის მეფე,+
18 აფეკის მეფე, ლაშარონის მეფე,
19 მადონის მეფე,+ ხაცორის მეფე,+
20 შიმრონ-მერონის მეფე, აქშაფის მეფე,+
21 თაანახის მეფე, მეგიდოს+ მეფე,
22 კედეშის მეფე, იოკნეამის+ მეფე ქარმელში,
23 დორის მეფე დორის მთაზე,+ გოიიმის მეფე გილგალში
24 და თირცას მეფე;სულ ოცდათერთმეტი მეფე.+