იესო ნავეს ძე 13:1—33

13  მოხუცდა იესო ნავეს ძე, ხანში შევიდა.+ იეჰოვამ უთხრა მას: „მოხუცდი და ხანში ხარ შესული, მიწის დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ დასაუფლებელია.+  დასაუფლებელი დარჩა:+ ფილისტიმელთა+ და გეშურელთა მთელი მხარე+  (მიწა ნილოსის შენაკადიდან, რომელიც ეგვიპტესთანაა, ეკრონის საზღვრამდე, ჩრდილოეთით,+ ქანაანელებისა იყო).+ უნდა დაემარცხებინა ფილისტიმელთა ხუთი მთავარი+ და ღაზელები,+ აშდოდელები,+ აშკელონელები,+ გათელები,+ ეკრონელები+ და ავიმები,+  სამხრეთით ქანაანელთა მთელი მიწა, სიდონელთა+ მეარა აფეკამდე, ამორეველთა საზღვრამდე;  გებალელთა+ მიწა და მთელი ლიბანი მზის ამოსავლის მხარეს, ხერმონის მთის ძირას მდებარე ბაალ-გადიდან+ ხამათის+ შესასვლელამდე;  ლიბანიდან+ მისრეფოთ-მაიმიმდე+ მთიანი მხარის ყველა მცხოვრები და ყველა სიდონელი.+ მე განვდევნი მათ ისრაელის ძეების თვალწინ,+ ოღონდ შენ გაუნაწილე ის ისრაელს სამკვიდროდ, როგორც გიბრძანე.+  გაუნაწილე ეს მიწა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მენაშეს ტომის ნახევარს“.+  მენაშეს ტომის მეორე ნახევარს, რეუბენელებსა და გადელებს მოსემ იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით მისცა სამკვიდრო; მათ იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა+  არნონის+ ხევის პირას მდებარე აროერი,+ ქალაქი შუა ხევში, და მთელი მედების+ ვაკე დიბონამდე;+ 10  ამორეველთა მეფის, სიხონის ყველა ქალაქი (სიხონი ხეშბონში მეფობდა), ამონის ძეთა საზღვრამდე;+ 11  გალაადი, გეშურელთა+ და მააქათელთა მიწა, ხერმონის მთა+ და მთელი ბაშანი+ სალქამდე;+ 12  ოგის+ მთელი სამეფო ბაშანში, აშთაროთსა და ედრეიში+ რომ მეფობდა; რეფაიმიდან+ ისღა იყო დარჩენილი; შეუტია მოსემ და განდევნა ისინი,+ 13  თუმცა არ განუდევნიათ+ ისრაელის ძეებს გეშურელები და მააქათელები; გეშური+ და მააქათი დღემდე ისრაელს შორის ცხოვრობს. 14  მას მხოლოდ ლევიანების ტომისთვის არ მიუცია სამკვიდრო.+ ისრაელის ღვთის, იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავია+ მათი სამკვიდრო,+ როგორც დაჰპირდა კიდეც.+ 15  დაუნაწილა მოსემ სამკვიდრო რეუბენის ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით 16  და მისცა მათ არნონის ხევის პირას მდებარე აროერი,+ ქალაქი შუა ხევში, მთელი მედების ვაკე,+ 17  ხეშბონი+ ვაკეზე მდებარე თავისი ქალაქებით,+ დიბონი,+ ბამოთ-ბაალი+ და ბეთ-ბაალ-მეონი,+ 18  იაჰაცი,+ კედემოთი,+ მეფაათი,+ 19  კირიათაიმი,+ სიბმა,+ ველის მთაზე ცერეთ-შახარი, 20  ბეთ-ფეორი, ფისგას+ ფერდობები, ბეთ-იეშიმოთი,+ 21  ვაკეზე მდებარე ყველა ქალაქი+ და ამორეველთა მეფის, სიხონის სამეფო (იგი ხეშბონში+ მეფობდა). სიხონი მოსემ გაანადგურა+ მიდიანის, ევის, რეკემის, ცურის, ხურის, რებასა+ და სიხონის მთავრებთან ერთად, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ. 22  ისრაელის ძეებმა მახვილით მოკლეს ბეორის+ ვაჟი ბალაამი, მკითხავი,+ და დახოცეს სხვებიც. 23  რეუბენის ვაჟების საზღვარი იყო იორდანე; ეს მიწა იყო რეუბენის+ ვაჟების საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქებითა და მათი დასახლებებით. 24  გადის ტომსაც, გადის ვაჟებსაც საგვარეულოების მიხედვით დაუნაწილა+ 25  მიწა: იაზერი,+ გალაადის ყველა ქალაქი,+ ამონის+ ვაჟების მიწის ნახევარი რაბასთან+ მდებარე აროერამდე;+ 26  ხეშბონიდან+ რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, მახანაიმიდან+ დებირის+ საზღვრამდე; 27  ველზე მდებარე ბეთ-ჰარამი,+ ბეთ-ნიმრა,+ სუქოთი,+ ცაფონი და ხეშბონის მეფის სიხონის სამეფოს დარჩენილი ნაწილი,+ საზღვარი კი ჰქონდა იორდანიდან ქინერეთის ზღვის+ კიდემდე იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით. 28  ეს იყო გადის ვაჟების სამკვიდრო+ მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქებითა და დასახლებებით. 29  მოსემ მენაშეს ტომის ნახევარსაც გაუნაწილა მიწა, მენაშეს ვაჟების ტომის ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით.+ 30  მათი იყო მახანაიმიდან+ მოყოლებული მთელი ბაშანი, ბაშანის მეფის,+ ოგის სამეფო, კარვებში მოსახლე იაირის+ სოფლები, ბაშანში რომ მდებარეობს, სულ სამოცი ქალაქი. 31  გალაადის ნახევარი, აშთაროთი+ და ედრეი,+ ბაშანში ოგის სამეფოს ქალაქები მენაშეს ძის, მაქირის+ ვაჟებს მიეცათ, მაქირის ვაჟების ნახევარს მათი საგვარეულოების მიხედვით. 32  ეს მიწები მოსემ დაამკვიდრებინა მათ მოაბის უკაცრიელ ველზე, იორდანის გაღმა, იერიხონთან, აღმოსავლეთით.+ 33  არ მიუცია მოსეს სამკვიდრო ლევიანების ტომისთვის.+ იეჰოვა, ისრაელის ღმერთია მათი სამკვიდრო, როგორც დაჰპირდა კიდეც.+

სქოლიოები