იესო ნავეს ძე 14:1—15
14 ეს არის ისრაელის ძეების მემკვიდრეობა ქანაანის მიწაზე,+ რომელიც ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებმა დაამკვიდრებინეს მათ.+
2 წილისყრით+ დაუნაწილდა სამკვიდრო ცხრა ტომსა და ტომის ნახევარს,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.
3 დანარჩენ ორ ტომსა და ტომის ნახევარს მანამდე მისცა მოსემ სამკვიდრო იორდანის გაღმა;+ ლევიანებისთვის კი არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.+
4 ეს იმიტომ, რომ იოსების ძეებიდან ორი ტომი იყო,+ მენაშე+ და ეფრემი;+ მათ არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქები+ და მიწები მისცეს ცხვარ-ძროხისთვის საძოვრად და მათი ქონებისთვის.+
5 ისრაელის ძეები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, და დაანაწილეს მიწა.
6 მივიდნენ იუდას ძეები იესო ნავეს ძესთან გილგალში+ და ქალებმა,+ კენიზელი იეფუნეს ძემ,+ უთხრა მას: «კარგად იცი, რა უთხრა ჩემზე და შენზე იეჰოვამ+ მოსეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცს+ კადეშ-ბარნეასთან.+
7 ორმოცი წლისა ვიყავი, როცა იეჰოვას მსახურმა მოსემ მიწის დასაზვერად გამგზავნა კადეშ-ბარნეადან+ და მეც ის სიტყვა მოვუტანე, რაც გულში მქონდა.+
8 ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემმა ძმებმა გული შეუკრთეს ხალხს,+ მე კი ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს მივყვებოდი.+
9 დაიფიცა მოსემ იმ დღეს: „მიწა, რომელსაც ფეხს დაადგამ,+ სამუდამოდ შენი და შენი ვაჟების სამკვიდრო გახდება, რადგან ბოლომდე მიჰყევი იეჰოვას, ჩემს ღმერთს“.+
10 ცოცხალი დამტოვა იეჰოვამ+ თავისი დაპირებისამებრ.+ ორმოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მოსეს დაუფიცა, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა;+ ახლა უკვე ოთხმოცდახუთი წლისა ვარ,
11 მაგრამ ისეთივე ძლიერი, როგორც მაშინ, როცა მოსემ გამგზავნა.+ რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც იმავე ძალით შემიძლია ბრძოლა, გასვლა და შემოსვლა.+
12 მომეცი ეს მთიანი მხარე იეჰოვას დაპირებისამებრ, რადგან გაიგე შენ იმ დღეს,+ რომ ანაკიმები+ იყვნენ იქ და დიდი გამაგრებული ქალაქები ჰქონდათ.+ იეჰოვა იქნება ჩემთან+ და მე განვდევნი მათ იეჰოვას დაპირებისამებრ».+
13 აკურთხა იესო ნავეს ძემ ქალებ იეფუნეს ძე და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.+
14 ამიტომაა ხებრონი ქალების, კენიზელი იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან ბოლომდე მიჰყვა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+
15 ხებრონს ადრე კირიათ-არბა+ ერქვა (როგორც ამბობენ, არბა+ დიდი კაცი იყო ანაკიმებს შორის). დაისვენა მიწამ ომისგან.+