იესო ნავეს ძე 15:1—63
15 იუდას ძეების ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით წილად+ ხვდა მიწა ედომის+ საზღვრამდე, ცინის უდაბნო,+ ნეგების+ სამხრეთის ჩათვლით.
2 მისი სამხრეთი საზღვარი იწყებოდა მარილოვანი ზღვის+ სანაპიროდან, სამხრეთ ყურიდან,
3 გადიოდა სამხრეთით, აკრაბიმის+ მაღლობამდე, გაივლიდა ცინს+ და სამხრეთიდან კადეშ-ბარნეამდე+ ადიოდა, გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარამდე და კარკას უვლიდა გვერდს,
4 გრძელდებოდა აცმონამდე,+ მიდიოდა ეგვიპტის ხევამდე+ და ზღვასთან მთავრდებოდა. ეს იყო მათი სამხრეთი საზღვარი.
5 აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა იორდანის შესართავამდე; საზღვარი იწყებოდა ჩრდილოეთით ზღვის ყურიდან, იორდანის შესართავიდან,+
6 ადიოდა ბეთ-ხოგლამდე,+ გადიოდა ბეთ-არაბას+ ჩრდილოეთით და რეუბენის ძის, ბოჰანის+ ქვამდე გრძელდებოდა.
7 ადიოდა საზღვარი დებირამდე, აქორის+ ველამდე და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ,+ რომელიც ხევის სამხრეთით ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო; გრძელდებოდა საზღვარი ენ-შემეშის+ წყლისკენ და მთავრდებოდა ენ-როგელთან.+
8 ადიოდა საზღვარი ჰინომის+ ძის ველამდე, იებუსელთა+ ფერდობამდე, იერუსალიმამდე,+ სამხრეთით, და გრძელდებოდა ჩრდილოეთით რეფაიმის ველის+ ბოლოში მდებარე მთის წვერამდე, დასავლეთით ჰინომის ველს რომ გადაჰყურებს.
9 გადიოდა საზღვარი მთის წვერიდან ნეფთოახის წყაროს+ წყლისკენ ეფრონის მთის ქალაქებამდე; გრძელდებოდა ბაალამდე,+ კირიათ-იეარიმამდე.+
10 საზღვარი დასავლეთით ბაალას უვლიდა გვერდს, სეირის მთამდე მიდიოდა და გრძელდებოდა იეარიმის მთის ფერდობამდე, ჩრდილოეთით, ქესალონამდე, ეშვებოდა ბეთ-შემეშისკენ+ და თიმნამდე+ ჩადიოდა.
11 იქიდან ჩრდილოეთით ეკრონის+ ფერდობამდე ადიოდა, შიქერონამდე და ბაალას მთამდე, იაბნეელამდე გრძელდებოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.
12 დასავლეთით დიდი ზღვა+ და მისი სანაპირო ესაზღვრებოდა. ეს იყო იუდას ძეების მთელი საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით.
13 მისცა მან წილი ქალებ იეფუნეს ძეს+ იუდას ძეებს შორის, კირიათ-არბა (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს.
14 განდევნა იქიდან ქალებ იეფუნეს ძემ ანაკის სამივე ვაჟი:+ შეშაი,+ ახიმანი და თალმაი,+ რომლებიც ანაკს+ შეეძინა.
15 იქიდან დებირის+ მცხოვრებლებთან ავიდა (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა).+
16 ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას+ მივათხოვებ“.
17 დაიპყრო ის ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძმის, კენაზის+ ვაჟმა. მანაც მიათხოვა თავისი ასული აქსა.+
18 ქალი სახლში რომ მიდიოდა, წააქეზა იგი, რომ თავისი მამისთვის, ქალებ იეფუნეს ძისთვის, მინდორი ეთხოვა. შემდეგ ვირზე მჯდომმა ხელი ხელს შემოჰკრა. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“+
19 მან მიუგო: „მაკურთხე, და რაკი სამხრეთით მომეცი მიწა, ბარემ გულოთ-მაიმიც მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.+
20 ეს იყო იუდას ძეების ტომის+ სამკვიდრო+ მათი საგვარეულოების მიხედვით.
21 ედომის+ საზღვართან, სამხრეთით, იუდას ძეების ტომის ქალაქები იყო: კაბცეელი,+ ედერი, იაგური,
22 კინა, დიმონა, ადადა,
23 კედეში, ხაცორი, ითნანი,
24 ზიფი, ტელემი,+ ბეალოთი,
25 ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი,
26 ამამი, შემა, მოლადა,+
27 ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფალეტი,+
28 ხაცარ-შუალი,+ ბეერ-შება,+ ბიზიოთია,
29 ბაალა,+ იიმი, ეცემი,+
30 ელთოლადი, ქესილი, ხორმა,+
31 ციკლაგი,+ მადმანა, სანსანა,
32 ლებაოთი, შილხიმი, აინი+ და რიმონი;+ სულ ოცდაცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.
33 შეფელაში+ იყო: ეშთაოლი,+ ცორა,+ აშნა,
34 ზანოახი,+ ენ-განიმი, თაფუახი, ენამი,
35 იარმუთი,+ ადულამი,+ სოქო,+ აზეკა,+
36 შაარაიმი,+ ადითაიმი, გედერა და გედეროთაიმი; სულ თოთხმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
37 ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი,
38 დილანი, მიცფე, იოკთეელი,
39 ლაქიში,+ ბოცკათი,+ ეგლონი,+
40 ქაბონი, ლახმასი, ქითლიში,
41 გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაამა და მაკედა;+ სულ თექვსმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
42 ლიბნა,+ ეთერი,+ აშანი,
43 იფთახი, აშნა, ნეცები,
44 კეილა,+ აქციბი+ და მარეშა;+ სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.
45 ეკრონი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით,
46 ეკრონიდან დასავლეთით ყველაფერი, რაც აშდოდსა და მათ დასახლებებს ესაზღვრება.
47 აშდოდი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, ღაზა+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით ეგვიპტის ხევამდე, დიდი ზღვა და მისი მიდამოები.+
48 მთიან მხარეში შამირი, იათირი,+ სოქო,
49 დანა, კირიათ-სანა ანუ დებირი,
50 ანაბი, ეშთემო,+ ანიმი,
51 გოშენი,+ ხოლონი და გილო;+ სულ თერთმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
52 არაბი, დუმა, ეშანი,
53 იანუმი, ბეთ-თაფუახი, აფეკა,
54 ხუმტა, კირიათ-არბა, იგივე ხებრონი+ და ციორი; სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად.
55 მაონი,+ ქარმელი, ზიფი,+ იუტა,
56 იზრეელი, იოკდეამი, ზანოახი,
57 კაინი, გიბა და თიმნა;+ სულ ათი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
58 ხალხული, ბეთ-ცური, გედორი,
59 მაარათი, ბეთ-ანოთი, ელთეკონი; სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
60 კირიათ-ბაალი+ ანუ კირიათ-იეარიმი+ და რაბა; ორი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
61 უდაბნოში ბეთ-არაბა,+ მიდინი, სექაქა,
62 ნიბშანი, მარილოვანი ქალაქი და ენ-გედი;+ სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად.
63 ვერ განდევნეს+ იუდას ძეებმა იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები.+ იებუსელები დღემდე იუდას ძეებთან ცხოვრობენ იერუსალიმში.