იესო ნავეს ძე 16:1—10
16 იოსების ვაჟებს+ წილად+ ხვდათ უდაბნო იორდანიდან+ იერიხონის მახლობლად, იერიხონის წყლამდე, აღმოსავლეთით. უდაბნო იერიხონიდან ბეთელის+ მთიან მხარეში ადიოდა.
2 ლუზის ბეთელიდან+ მისი საზღვარი არქიელების+ საზღვრამდე მიდიოდა, ატაროთის მახლობლად,
3 და ჩადიოდა იაფლეტელთა საზღვრამდე, დასავლეთით, ქვემო ბეთ-ხორონისა+ და გეზერის+ საზღვრებამდე, და ზღვასთან მთავრდებოდა.+
4 დაეუფლნენ+ ამ მიწას იოსების ვაჟები,+ მენაშე და ეფრემი.+
5 ეფრემის ძეთა საზღვარი, მათი საგვარეულოების სამკვიდროს საზღვარი აღმოსავლეთით იყო ატაროთ-ადარიდან+ ზემო ბეთ-ხორონამდე;+
6 საზღვარი ზღვამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთით იყო მიქმათათი.+ იქიდან საზღვარი უხვევდა და აღმოსავლეთით თაანათ-შილოს გავლით იანოახამდე გრძელდებოდა,
7 ჩადიოდა იანოახიდან ატაროთსა და ნაარამდე, იერიხონამდე+ გრძელდებოდა და იქიდან იორდანემდე მიდიოდა;
8 საზღვარი თაფუახიდან+ კანას+ ხევამდე მიდიოდა დასავლეთით და ზღვასთან მთავრდებოდა.+ ეს არის ეფრემის ვაჟების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო.
9 ეფრემის ვაჟებმა ქალაქები შემოსაზღვრეს+ მენაშეს ვაჟების სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავის დასახლებებიანად.
10 არ განუდევნიათ გეზერში+ მცხოვრები ქანაანელები;+ ქანაანელები დღემდე ეფრემს შორის ცხოვრობენ+ და მონურ შრომას ეწევიან.+