იესო ნავეს ძე 2:1—24
2 გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ ორი მზვერავი შიტიმიდან+ და უთხრა: „წადით, დაზვერეთ ის მიწა და იერიხონი“. ისინიც წავიდნენ, მივიდნენ ერთი მეძავის, რახაბის+ სახლში და იქ გაჩერდნენ.
2 იერიხონის მეფეს ამბავი მიუვიდა, ღამით ისრაელის ძეები მოსულან მიწის დასაზვერადო.
3 შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: „გამოიყვანე ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან მთელი მიწის დასაზვერად არიან მოსულები“.+
4 ადგა ქალი და დამალა ის ორი კაცი. მიუგო: „კი, იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ,
5 შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის+ დაკეტვამდე, ოღონდ არ ვიცი, სად წავიდნენ. საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“
6 (მას ბანზე+ აეყვანა ისინი და სელის ძნებში დაემალა).
7 დაედევნენ მათ ის კაცები იორდანის მიმართულებით, ფონებისკენ,+ და მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს კარიბჭე.
8 სანამ დაწვებოდნენ, ავიდა ქალი მათთან ბანზე
9 და უთხრა: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას;+ თქვენმა შიშმა მოგვიცვა+ და შეძრწუნებულია ამ მიწის მოსახლეობა თქვენ გამო.+
10 გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით,+ და რა უყავით ამორეველების ორ მეფეს, სიხონსა+ და ოგს+ იორდანის გაღმა, როგორ გაანადგურეთ ისინი.+
11 როცა გავიგეთ ეს ამბავი, გულები შეგვიკრთა+ და აღარავის შერჩა მხნეობა თქვენი შიშით,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი ცისა და მიწის ღმერთია.+
12 დაიფიცეთ იეჰოვა,+ რომ როგორც მე გაგიკეთეთ სიკეთე*, თქვენც ისევე გაუკეთებთ სიკეთეს მამაჩემის სახლს,+ და სანდო ნიშანს მომცემთ.+
13 ცოცხალი დატოვეთ მამაჩემი+ და დედაჩემი, ჩემი და-ძმები და ყველა მათიანი; გვიხსენით* სიკვდილისგან“.+
14 კაცებმა მიუგეს მას: „თავს დავდებთ თქვენთვის.+ თუ არ გაახმაურებთ ჩვენს ამბავს, ჩვენც გაგიკეთებთ სიკეთეს* და გიერთგულებთ, როცა იეჰოვა ამ მიწას მოგვცემს“.+
15 შემდეგ მან თოკით ჩაუშვა ისინი სარკმლიდან, რადგან მისი სახლი გალავანში იყო, გალავანში ცხოვრობდა იგი.+
16 უთხრა მათ: „მთაში წადით, მდევრებს რომ არ გადაეყაროთ; სამ დღეს დაიმალეთ იქ მდევრების დაბრუნებამდე, მერე კი წადით თქვენი გზით“.
17 კაცებმა მიუგეს მას: „ბრალი არ დაგვედება იმ ფიცის გამო, რომლითაც დაგვაფიცე.+
18 ამ მიწაზე რომ შემოვალთ, ეს ალისფერი თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს გამოაბი, და შეკრიბე შენს სახლში მამაშენი, დედაშენი, შენი ძმები და მამაშენის მთელი სახლეულობა.+
19 ვინც გარეთ გამოვა შენი სახლის კარიდან,+ მისი სისხლი მისივე თავზე იქნება, ჩვენ კი უდანაშაულოები ვიქნებით; ხოლო თუ ხელს შეახებენ შენს სახლში მყოფს, მისი სისხლი ჩვენს თავზე იქნება.
20 თუ გაახმაურებ ჩვენს ამბავს,+ ბრალი არ დაგვედება იმ ფიცის გამო, რომლითაც დაგვაფიცე“.
21 მან მიუგო: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს“.
გაუშვა ისინი თავიანთი გზით და სარკმელს ალისფერი თოკი გამოაბა.
22 წავიდნენ მთაში და სამ დღეს იქ დარჩნენ მდევრების დაბრუნებამდე. ეძებდნენ მათ მდევრები ყველა გზაზე, მაგრამ ვერ იპოვეს.
23 ჩამოვიდა ის ორი კაცი მთიდან, მდინარე გადალახეს და იესო ნავეს ძესთან მივიდნენ; უამბეს მას ყველაფერი, რაც თავს გადახდათ.
24 უთხრეს მათ იესო ნავეს ძეს: „იეჰოვამ ხელში ჩაგვიგდო მთელი მიწა.+ გული შეუკრთა იმ მიწის მოსახლეობას ჩვენი შიშით“.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული, ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
^ სიტყვასიტყვით — იხსენით ჩვენი სულები. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ იხილეთ 2:12-ის სქოლიო.