იესო ნავეს ძე 20:1—9

20  ელაპარაკა იეჰოვა იესო ნავეს ძეს:  „უთხარი ისრაელის ძეებს: გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები,+ რაზეც მოსეს პირით გელაპარაკეთ,  რათა იქ გაიქცეს მკვლელი,+ რომელიც ვინმეს* შემთხვევით მოკლავს; ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები სისხლის ამღებისგან+ თავის დასაცავად.  გაიქცეს+ ის ერთ-ერთ იმ ქალაქში, დადგეს კარიბჭის შესასვლელთან+ და უხუცესების გასაგონად თქვას თავისი სათქმელი;+ მიიღონ მათ იგი თავიანთ ქალაქში, მისცენ ადგილი და მათთან იცხოვროს.  თუ მას სისხლის ამღები დაედევნება, არ ჩაუგდონ მას მკვლელი ხელში,+ რადგან შემთხვევით მოკლა თავისი მოძმე, რომელიც არ სძულებია.+  იმ ქალაქში იცხოვროს კრებულის წინაშე გასასამართლებლად წარდგომამდე,+ მღვდელმთავრის სიკვდილამდე,+ რომელიც იმ დროს იყო მღვდელმთავარი. შემდეგ კი შეუძლია მკვლელს დაბრუნება+ თავის ქალაქში, თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა“.  ნაფთალის მთიან მხარეში, გალილეაში, წმინდად შერაცხეს კედეში,+ ეფრემის მთიან მხარეში — შექემი,+ და იუდას მთიან მხარეში — კირიათ-არბა+, იგივე ხებრონი;  იორდანის მხარეში კი, იერიხონთან, აღმოსავლეთით, უდაბნოში — ბეცერი+ რეუბენის+ ტომიდან, გალაადში — რამოთი+ გადის ტომიდან, და ბაშანში — გოლანი+ მენაშეს ტომიდან.  ეს ქალაქები გამოიყო ისრაელის ძეებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის; ვინც შემთხვევით+ მოკლავდა კაცს, იქ უნდა გაქცეულიყო, რათა არ მოკლულიყო სისხლის ამღების ხელით კრებულის წინაშე წარდგომამდე.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სულს.