იესო ნავეს ძე 21:1—45
21 მივიდნენ ლევიანთა მამების თავკაცები ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან+ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებთან
2 შილოში,+ ქანაანის მიწაზე და უთხრეს მათ: „იეჰოვამ მოსეს პირით ბრძანა, რომ მოეცათ ჩვენთვის ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები — პირუტყვისთვის“.+
3 მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები და საძოვრები თავიანთი სამკვიდროდან იეჰოვას ბრძანებისამებრ.+
4 ხვდათ წილი კეჰათელთა+ საგვარეულოებს; აარონ მღვდლის ძეებს, ლევიანებს, წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ იუდას ტომიდან,+ სიმონელთა ტომიდან+ და ბენიამინის ტომიდან.+
5 კეჰათის დანარჩენ ძეებს+ წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან,+ დანის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან.+
6 გერშონის+ ძეებს წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ ისაქარის ტომის+ საგვარეულოებიდან, აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან ბაშანში.+
7 მერარის ძეებსა+ და მათ საგვარეულოებს თორმეტი ქალაქი ერგოთ რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან.+
8 წილისყრით+ მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს ქალაქები და საძოვრები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+
9 იუდას ძეების ტომიდან და სიმონის ძეების ტომიდან მისცეს მათ სახელდებული ქალაქები,+
10 და ერგოთ ისინი აარონის ვაჟებს, კეჰათელთა საგვარეულოებს, ლევის ვაჟებს, რადგან პირველი წილი მათ ერგოთ.+
11 მისცეს მათ კირიათ-არბა+ (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო),+ იგივე ხებრონი,+ იუდას+ მთიან მხარეში და საძოვრები მის ირგვლივ.
12 იმ ქალაქის მინდორი კი თავის დასახლებებიანად ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს.+
13 აარონ მღვდლის ვაჟებს მკვლელის+ თავშესაფრად მისცეს ქალაქი+ ხებრონი,+ თავის საძოვრებიანად, ლიბნა+ თავის საძოვრებიანად,
14 იათირი+ თავის საძოვრებიანად, ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად,
15 ხოლონი*+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად,
16 აინი*+ თავის საძოვრებიანად, იუტა+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად; სულ ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.
17 ბენიამინის ტომიდან მისცეს გაბაონი+ თავის საძოვრებიანად, გება+ თავის საძოვრებიანად,
18 ანათოთი+ თავის საძოვრებიანად და ალმონი*+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
19 აარონის ვაჟებს+ სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.+
20 კეჰათის ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს კეჰათის ძეებიდან, წილისყრით ერგოთ ქალაქები ეფრემის ტომიდან.+
21 მისცეს მათ მკვლელისთვის+ თავშესაფარი+ ქალაქი, იგივე შექემი,+ თავის საძოვრებიანად+ ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად,
22 კიბცაიმი*+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
23 დანის ტომიდან მისცეს ელთეკე თავის საძოვრებიანად, გიბეთონი+ თავის საძოვრებიანად,
24 აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
25 მენაშეს ტომის ნახევრიდან მისცეს თაანახი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი.
26 კეჰათის ძეების დანარჩენ საგვარეულოებს სულ ათი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.
27 გერშონის ძეებს+ ლევიანების საგვარეულოებიდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან+ ერგოთ მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქები: გოლანი+ ბაშანში თავის საძოვრებიანად და ბეეშთერა*+ თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი.
28 ისაქარის ტომიდან+ მისცეს კიშიონი+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად,
29 იარმუთი*+ თავის საძოვრებიანად და ენ-განიმი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
30 აშერის ტომიდან+ მისცეს მიშალი+ თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად,
31 ხელკათი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
32 ნაფთალის ტომიდან+ მკვლელის+ თავშესაფარ+ ქალაქებად გალილეაში მისცეს კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამოთ-დორი+ თავის საძოვრებიანად და კართანი* თავის საძოვრებიანად; სულ სამი ქალაქი.
33 გერშონელების საგვარეულოებს სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.
34 მერარის+ ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს, ზებულონის+ ტომიდან ერგოთ: იოკნეამი+ თავის საძოვრებიანად, კართა თავის საძოვრებიანად,
35 დიმნა*+ თავის საძოვრებიანად და ნაჰალალი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
36 რეუბენის ტომიდან+ მისცეს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად,
37 კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
38 გადის ტომიდან+ მკვლელის თავშესაფარ ქალაქებად გალაადში+ მისცეს რამოთი თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად,
39 ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი.
40 მერარის ძეების+ საგვარეულოებს, ლევიანების დანარჩენ საგვარეულოებს, წილისყრით სულ თორმეტი ქალაქი ერგოთ.
41 ისრაელის ძეების სამკვიდროდან ლევიანებს სულ ორმოცდარვა ქალაქი+ ერგოთ თავის საძოვრებიანად.+
42 ყველა ქალაქს საძოვრები ჰქონდა ირგვლივ, ყველა ამ ქალაქს.+
43 მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცა;+ მათაც დაიმკვიდრეს+ ის და იქ ცხოვრობდნენ.
44 დაასვენა+ იეჰოვამ ისინი ყოველი მხრიდან, როგორც მათ მამა-პაპას დაუფიცა,+ მტერი ვერ უდგებოდა წინ.+ ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ იეჰოვამ.+
45 არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა.+
სქოლიოები
^ იგივე ხილენი 1 მტ. 6:58-ში.
^ იგივე აშანი 15:42-ში, 19:7-სა და 1 მტ. 6:59-ში.
^ იგივე ალემეთი 1 მტ. 6:60-ში.
^ იგივე იოკმეამი 1 მტ. 6:68-ში.
^ იგივე აშთაროთი 1 მტ. 6:71-ში.
^ იგივე რემეთი 19:21-ში და რამოთი 1 მტ. 6:73-ში.
^ იგივე კირიათაიმი 1 მტ. 6:76-ში.
^ იგივე რიმონო 1 მტ. 6:77-ში.