იესო ნავეს ძე 22:1—34
22 მოუხმო იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს+
2 და უთხრა: „თქვენ ყველაფერს ასრულებდით, რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ,+ ისმენდით ყველა ჩემს ბრძანებას.+
3 დღემდე, ამდენ ხანს,+ არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები და იცავდით იეჰოვას, თქვენი ღვთის მცნებას.+
4 დაასვენა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც დაჰპირდა.+ წადით თქვენი გზით თქვენს კარვებში თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გაღმა,+
5 ოღონდ გულდასმით დაიცავით მცნება+ და კანონი, რომლებიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ: გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ იარეთ მისი გზით,+ დაიცავით მისი მცნებები,+ მიეკარით მას+ და ემსახურეთ+ მთელი გულითა+ და სულით“.+
6 აკურთხა+ ისინი იესო ნავეს ძემ და გაუშვა თავ-თავიანთ კარვებში.
7 მენაშეს ტომის ერთ ნახევარს მოსემ ბაშანში+ მისცა სამკვიდრო, მეორე ნახევარს კი — იორდანის გამოღმა, დასავლეთით, მათ ძმებს შორის.+ ისინიც აკურთხა იესო ნავეს ძემ, სანამ თავ-თავიანთ კარვებში გაუშვებდა.
8 უთხრა მათ: „დაბრუნდით თქვენს კარვებში ურიცხვი სიმდიდრითა და ცხვარ-ძროხით, ოქრო-ვერცხლით, სპილენძით, რკინითა და უამრავი+ ტანსაცმლით; წაიღეთ თქვენი წილი ნადავლი,+ დაინაწილეთ მტრისგან წამოღებული ნადავლი თქვენ და თქვენმა ძმებმა“.
9 გაბრუნდნენ რეუბენის ძეები, გადის ძეები და მენაშეს ტომის ნახევარი ქანაანის მიწიდან, შილოდან, დატოვეს ისრაელის ძეები და წავიდნენ გალაადში,+ თავიანთ სამკვიდრო მიწაზე; დასახლდნენ იქ იეჰოვას ბრძანებისამებრ, რომელიც მოსეს პირით გადაეცათ.+
10 როცა მივიდნენ იორდანის მხარეში, ქანაანის მიწაზე, რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა იორდანესთან დიდი, შთამბეჭდავი სამსხვერპლო+ ააგეს.
11 გაიგეს+ ეს ისრაელის დანარჩენმა ძეებმა და თქვეს: „რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ტომის ნახევარს სამსხვერპლო აუგიათ იორდანის მხარეში, ქანაანის მიწაზე, ისრაელის ძეების მხარეს“.
12 გაიგეს ეს ისრაელის ძეებმა+ და მთელი კრებული შილოში+ შეიკრიბა მათზე გასალაშქრებლად.+
13 გაუგზავნეს+ ისრაელის ძეებმა ფინხასი,+ ელეაზარ მღვდლის ვაჟი რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ტომის ნახევარს გალაადის მიწაზე
14 და თან ათი თავკაცი გააყოლეს, თითო თავკაცი ისრაელის ტომთა თითოეული საგვარეულოდან; ისინი ისრაელის ათასეულთა საგვარეულოს თავკაცები იყვნენ.+
15 მივიდნენ რეუბენის ძეებთან, გადის ძეებთან და მენაშეს ტომის ნახევართან გალაადის მიწაზე და უთხრეს მათ:+
16 «აი რა თქვა იეჰოვას კრებულმა:+ „ეს რა ორგულობა+ ჩაიდინეთ ისრაელის ღვთის წინაშე, ზურგი აქციეთ+ იეჰოვას და სამსხვერპლო აიშენეთ,+ რათა იეჰოვას ეურჩოთ!
17 არ გვეყო ფეორის+ დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ, თუმცა იეჰოვას მთელ კრებულს დაატყდა უბედურება?!+
18 თქვენ კი ზურგი აქციეთ დღეს იეჰოვას. თუ დღეს ეურჩებით იეჰოვას, ხვალ იგი ისრაელის მთელ კრებულს განურისხდება.+
19 თუ უწმინდურია+ თქვენი სამკვიდრო მიწა, გადადით იეჰოვას სამკვიდრო მიწაზე,+ სადაც იეჰოვას კარავია,+ და ჩვენ შორის დამკვიდრდით; ნურც თქვენ ეურჩებით იეჰოვას და ნურც ჩვენ გაგვხდით ურჩებს, რადგან იეჰოვას, თქვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოც აიგეთ.+
20 ზერახის ვაჟი აქანი+ არ იყო, ორგულობა რომ ჩაიდინა, აიღო ის, რაც გასანადგურებელი იყო, და მთელ ისრაელს დაატყდა რისხვა?!+ მისი დანაშაულის გამო მარტო ის არ მომკვდარა“.+
21 რეუბენის ძეებმა, გადის ძეებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა მიუგეს+ ისრაელის ათასეულთა მეთაურებს:+
22 «ძლიერმა+ ღმერთმა,+ იეჰოვამ, ძლიერმა ღმერთმა, იეჰოვამ+ იცის,+ და ისრაელიც გაიგებს.+ თუ ეს ურჩობაა+ და იეჰოვას წინააღმდეგ ორგულობა,+ ნუ დაგვინდობს.
23 თუ იმიტომ აგვეშენებინოს სამსხვერპლო, რომ იეჰოვასთვის ზურგი გვექცია, ზედ დასაწვავი შესაწირავი და მარცვლეული შესაწირავი+ შეგვეწირა და მშვიდობის მსხვერპლი* აღგვევლინა, იეჰოვამ გამოააშკარაოს;+
24 თუ იმაზე წუხილის გამო არ მოვქცეულიყავით ასე, რომ ხვალ თქვენს შვილებს ჩვენი შვილებისთვის არ ეთქვათ: „რა გაქვთ საერთო იეჰოვასთან, ისრაელის ღმერთთან?!
25 აი საზღვარი, იორდანე, რომელიც იეჰოვამ დაგვიდო ჩვენ და თქვენ, რეუბენის ძეებსა და გადის ძეებს. არა გაქვთ წილი იეჰოვაში“.+ და გაუნელებენ იეჰოვას შიშს თქვენი შვილები ჩვენს შვილებს.+
26 ვთქვით: „მოდი, ავაგოთ სამსხვერპლო, ოღონდ არც დასაწვავი შესაწირავისთვის და არც მსხვერპლისთვის,
27 არამედ ჩვენ და თქვენ შორის,+ ჩვენს თაობებს შორის მოწმობის ნიშნად, რათა ჩვენც შევუსრულოთ იეჰოვას მსახურება დასაწვავი შესაწირავით, მსხვერპლითა და მშვიდობის მსხვერპლით,+ რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, არა გაქვთო წილი იეჰოვაში“.
28 ვთქვით: „თუ ასე გვეტყვიან ხვალ ჩვენ და ჩვენს თაობებს, მივუგებთ, აი იეჰოვას სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამებმა ააგეს, არა დასაწვავი შესაწირავისთვისა და მსხვერპლისთვის, არამედ ჩვენ და თქვენ შორის მოწმობის ნიშნადო“.
29 როგორ გამოვავლენდით ურჩობას იეჰოვას წინააღმდეგ და როგორ შევაქცევდით ზურგს იეჰოვას,+ ავაშენებდით სხვა სამსხვერპლოს დასაწვავი შესაწირავისთვის, მარცვლეული შესაწირავისა და მსხვერპლისთვის იეჰოვას, ჩვენი ღვთის სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი კარვის წინაა!»+
30 მოისმინეს რეუბენის ძეების, გადის ძეებისა და მენაშეს ძეების სიტყვები ფინხას+ მღვდელმა, კრებულის თავკაცებმა+ და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, და მოეწონათ.
31 უთხრა ფინხასმა, ელეაზარ მღვდლის ვაჟმა რეუბენის ძეებს, გადის ძეებსა და მენაშეს ძეებს: „ახლა ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენ შორის არის,+ რადგან არ ყოფილხართ ორგულები იეჰოვას წინაშე. თქვენ იხსენით ისრაელის ძეები იეჰოვას ხელიდან“.+
32 დაბრუნდნენ ფინხასი, ელეაზარ მღვდლის ვაჟი, და თავკაცები+ რეუბენის ძეებისგან, გადის ძეებისგან, გალაადის მიწიდან ქანაანის მიწაზე ისრაელის დანარჩენ ძეებთან და ამბავი მიუტანეს.+
33 მოეწონათ ეს ამბავი ისრაელის ძეებს; აკურთხეს ღმერთი+ ისრაელის ძეებმა და გადაიფიქრეს მათზე გალაშქრება და იმ მიწის განადგურება, სადაც რეუბენისა და გადის ძეები ცხოვრობდნენ.
34 სახელი დაარქვეს სამსხვერპლოს* რეუბენის ძეებმა და გადის ძეებმა, ამბობდნენ: „ეს არის მოწმობის ნიშანი ჩვენ შორის, რომ ჭეშმარიტი ღმერთია იეჰოვა“.+