იესო ნავეს ძე 23:1—16

23  გავიდა ხანი მას შემდეგ, რაც დაასვენა+ იეჰოვამ ისრაელი მტრებისგან; მოხუცებული და ხანში შესული იყო იესო ნავეს ძე,+  როცა მოუხმო მთელ ისრაელს,+ უხუცესებს, თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს+ და უთხრა: „მოვხუცდი და ხანში შევედი.  თქვენ ყველაფერი ნახეთ, რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა თქვენი გულისთვის დამართა ამ ერებს,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძოდა თქვენთვის.+  წილისყრით+ მოგეცით დარჩენილი ერების მიწა თქვენი ტომების სამკვიდროდ და იმ ერების მიწა, რომლებიც გავანადგურე,+ იორდანიდან მოყოლებული დიდ ზღვამდე, მზის ჩასავლის მხარეს.+  იეჰოვა, თქვენი ღმერთი დევნიდა მათ თქვენგან.+ თქვენი გულისთვის განდევნა ისინი და თქვენ დაეუფლეთ მათ მიწას, როგორც დაგპირდათ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+  დიდი გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ,+ რომ დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წიგნშია+ ჩაწერილი, და არ გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+  არ შეერიოთ იმ ერებს,+ რომლებიც თქვენთან იქნებიან. არ ახსენოთ მათი ღმერთების სახელები+ და არ დაიფიცოთ ისინი,+ არ ემსახუროთ მათ და არ სცეთ თაყვანი.+  იეჰოვას, თქვენს ღმერთს მიეკარით,+ როგორც დღემდე აკეთებდით.  განდევნის იეჰოვა თქვენგან დიდ და ძლიერ ერებს+ (დღემდე წინ ვერავინ დაგიდგათ).+ 10  თქვენგან მარტო ერთი განდევნის ათასს,+ რადგან იეჰოვა, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის,+ როგორც დაგპირდათ.+ 11  ყოველთვის გაუფრთხილდით+ თქვენს სულებს და გიყვარდეთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+ 12  მაგრამ თუ გადაუხვევთ+ და მიეკრობით იმ ერებიდან დარჩენილებს,+ რომლებიც თქვენთან არიან, დაუმოყვრდებით+ და შეერევით მათ, ისინი კი — თქვენ, 13  იცოდეთ, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენი გულისთვის აღარ განდევნის იმ ერებს;+ მახედ და ხაფანგად გექცევიან ისინი, შოლტად — ფერდებისთვის+ და ეკლებად — თვალებისთვის, სანამ არ დაიღუპებით მადლიან მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ.+ 14  მე უკვე ვკვდები;+ კარგად იცით თქვენი გულითა და სულით, რომ არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა.+ 15  როგორც ყველა სასიკეთო სიტყვა შეგისრულდათ, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ,+ ისე ყველა წყევლის სიტყვას აგიხდენთ იეჰოვა, სანამ არ მოგსპობთ ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ,+ 16  თუ დაარღვევთ იეჰოვას, თქვენი ღვთის შეთანხმებას, რომელიც გიბრძანათ, და წახვალთ, ემსახურებით და თაყვანს სცემთ სხვა ღმერთებს.+ აენთება თქვენზე იეჰოვას რისხვა+ და მყისვე მოისპობით იმ მადლიანი მიწიდან, რომელიც მან მოგცათ“.+

სქოლიოები