იესო ნავეს ძე 24:1—33
24 შეკრიბა იესო ნავეს ძემ ისრაელის ყველა ტომი შექემში+ და მოუხმო ისრაელის უხუცესებს,+ თავკაცებს, მსაჯულებსა და მთავრებს და წარდგნენ ჭეშმარიტი ღვთის წინაშე.+
2 უთხრა ხალხს იესო ნავეს ძემ: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „დიდი ხნის წინათ თქვენი წინაპრები+ მდინარის*+ გაღმა ცხოვრობდნენ — თერახი, აბრაამისა და ნახორის მამა,+ — და უცხო ღმერთებს ემსახურებოდნენ.
3 წამოვიყვანე თქვენი წინაპარი აბრაამი+ მდინარის+ გაღმიდან; მთელი ქანაანის მიწა მოვატარე და შთამომავლობა გავუმრავლე.+ მივეცი მას ისაკი,+
4 ისაკს კი — იაკობი და ესავი.+ ესავს სეირის მთა მივეცი დასამკვიდრებლად,+ იაკობი და მისი ვაჟები კი ეგვიპტეში ჩავიდნენ.+
5 გავგზავნე მოსე და აარონი,+ უბედურება დავატეხე ეგვიპტეს+ და გამოგიყვანეთ იქიდან.+
6 როცა გამომყავდა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან+ და ზღვასთან მოხვედით, ეგვიპტელები საომარი ეტლებითა და მხედრებით დაედევნენ+ თქვენს მამებს და წითელ ზღვამდე სდიეს.
7 შეღაღადეს მათ იეჰოვას+ და მანაც სიბნელე მოავლინა თქვენსა და ეგვიპტელებს შორის,+ თავზე დააქცია მათ ზღვა+ და დაფარა ისინი; თქვენი თვალით იხილეთ, რა მოვიმოქმედე ეგვიპტეში.+ მას შემდეგ მრავალი დღე ცხოვრობდით უდაბნოში.+
8 ბოლოს გაგიყვანეთ იორდანის გაღმა, ამორეველების მიწაზე; შეგებრძოლნენ,+ მე კი ხელში ჩაგიგდეთ ისინი, რომ დაუფლებოდით მათ მიწას; გავანადგურე ისინი თქვენ წინაშე.+
9 ადგა მოაბის მეფის, ციფორის+ ვაჟი ბალაკი და შეებრძოლა ისრაელს.+ მოუხმო ბეორის ძე ბალაამს თქვენ დასაწყევლად.+
10 არ მინდოდა ბალაამის+ მოსმენა და ბოლოს რამდენჯერმე გაკურთხათ კიდეც.+ ასე გიხსენით მისი ხელიდან.+
11 შემდეგ იორდანე+ გადაკვეთეთ და იერიხონს+ მიადექით. შეგებრძოლნენ იერიხონის მცხოვრებლები, ამორეველები, ფერიზელები, ქანაანელები, ხეთელები, გირგაშელები, ხიველები და იებუსელები, მაგრამ მე ხელში ჩაგიგდეთ ისინი.+
12 შიშის ზარი დავეცი, რამაც განდევნა ისინი თქვენ წინაშე,+ როგორც ამორეველთა ორი მეფე, ოღონდ არა თქვენი მახვილითა და მშვილდით.+
13 მოგეცით ის მიწა, რომლისთვისაც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც არ აგიშენებიათ,+ და იქ დასახლდით; იმ ვენახებიდან და ზეთისხილიდან ჭამთ, რომლებიც არ ჩაგიყრიათ“.+
14 გეშინოდეთ იეჰოვასი+ და უბიწოებითა და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას,+ მოიშორეთ ის ღმერთები, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა და ეგვიპტეში,+ და იეჰოვას ემსახურეთ.
15 თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით,+ იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამა-პაპა ემსახურებოდა მდინარის გაღმა*+ თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ,+ მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით.+
16 ამაზე ხალხმა მიუგო: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17 იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის მიწიდან,+ მონობის სახლიდან,+ მან მოიმოქმედა ჩვენ თვალწინ დიდი ნიშნები,+ მთელი გზა გვიცავდა იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გამოვიარეთ.+
18 ყველა ხალხი განდევნა იეჰოვამ ჩვენგან,+ იმ მიწაზე მცხოვრები ამორეველებიც კი. ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი“.+
19 უთხრა იესო ნავეს ძემ ხალხს: „ვერ ემსახურებით იეჰოვას, რადგან წმინდა ღმერთია+ იგი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი+ ღმერთი. არ გაპატიებთ ურჩობასა და ცოდვებს.+
20 თუ მიატოვებთ იეჰოვას+ და უცხო ღმერთებს ემსახურებით,+ ისიც ზურგს გაქცევთ, ზიანს მოგაყენებთ და ამოგწყვეტთ მიუხედავად იმ სიკეთისა, რაც გაგიკეთათ“.+
21 ხალხმა იესო ნავეს ძეს მიუგო: „არა, იეჰოვას ვემსახურებით!“+
22 იესო ნავეს ძემ უთხრა ხალხს: „თქვენა ხართ მოწმეები თქვენივე თავის წინააღმდეგ,+ რადგან თქვენი ნებით აირჩიეთ იეჰოვა, რომ მას ემსახუროთ“.+ ამაზე მათ უთხრეს: „მოწმეები ვართ“.
23 „მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენ შორისაა,+ და თქვენი გულები იეჰოვასკენ, ისრაელის ღვთისკენ მიმართეთ“.
24 მიუგო ხალხმა იესო ნავეს ძეს: „იეჰოვას, ჩვენს ღმერთს ვემსახურებით და მის ხმას მოვუსმენთ!“»+
25 იმ დღეს იესო ნავეს ძემ შეთანხმება დაუდო ხალხს და მისცა წესი და სამართალი+ შექემში.
26 ჩაწერა იესო ნავეს ძემ ეს სიტყვები ღვთის კანონის წიგნში,+ აიღო დიდი ქვა+ და დიდი ხის ძირას+ აღმართა იეჰოვას სამსხვერპლოსთან.
27 უთხრა იესო ნავეს ძემ მთელ ხალხს: „აი, ეს ქვა იქნება ჩვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი,+ რადგან მანაც მოისმინა იეჰოვას ნათქვამი, რაც გველაპარაკა; ის იქნება თქვენ წინააღმდეგ მოწმობის ნიშანი, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი“.
28 გაუშვა იესო ნავეს ძემ ხალხი თავ-თავიანთ სამკვიდროებში.+
29 ამ ყველაფრის შემდეგ იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, ას ათი წლისა მოკვდა.+
30 დამარხეს იგი თავის სამკვიდროში, თიმნათ-სერახში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით.
31 ემსახურებოდა ისრაელი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და უხუცესების დროსაც იესო ნავეს ძის შემდეგ,+ რომლებმაც იცოდნენ, რა საქმეებიც მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის.+
32 იოსების ძვლები,+ რომლებიც ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან წამოიღეს, შექემში დამარხეს, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც იაკობმა შექემის მამის, ხამორის ვაჟებისგან+ იყიდა ას კესიტად*+ და იოსების ვაჟების სამკვიდრო გახდა ის.+
33 მოკვდა ელეაზარიც, აარონის ვაჟი,+ და დამარხეს იგი თავისი ვაჟის, ფინხასის გორაზე,+ რომელიც ეფრემის მთიან მხარეში მისცეს მას.
სქოლიოები
^ ანუ ევფრატის.
^ იგულისხმება ევფრატის აღმოსავლეთი მხარე.
^ უცნობი ღირებულების ფულის ერთეული.