იესო ნავეს ძე 4:1—24

4  როცა მთელმა ერმა გადაკვეთა იორდანე,+ იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა:  «ამოარჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან,+  და უბრძანე: „თორმეტი ქვა+ აიღეთ შუა იორდანიდან, სადაც მღვდლებს უძრავად უდგათ ფეხი,+ თან წაიღეთ და დააწყვეთ იმ ადგილზე,+ სადაც ღამეს გაათევთ“».  მოუხმო იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებიდან ამორჩეულ თორმეტივე კაცს,+ თითო კაცს თითო ტომიდან,  და უთხრა მათ იესო ნავეს ძემ: „წინ ჩაუარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის კიდობანს შუა იორდანეში და ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით თითოეულმა მხარზე დაიდოს თითო ქვა,  რათა ეს იყოს ნიშანი თქვენ შორის.+ თუ მომავალში გკითხავენ თქვენი შვილები, ეს რა ქვებიაო,+  უთხარით, იორდანის წყალი იეჰოვას შეთანხმების კიდობნის წინ გაიყო-თქო.+ როცა ის იორდანეზე გადაჰქონდათ, გაიყო იორდანის წყალი და ეს ქვები სამახსოვრო ქვებია-თქო ისრაელის ძეებისთვის, სამარადისოდ“.+  ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები, როგორც იესო ნავეს ძემ უბრძანა. აიღეს თორმეტი ქვა შუა იორდანიდან, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი იესო ნავეს ძისთვის, ისრაელის ძეთა ტომების რიცხვის მიხედვით;+ წაიღეს და იქ დააწყვეს, სადაც გაჩერდნენ.+  იესო ნავეს ძემ შუა იორდანეშიც დააწყო თორმეტი ქვა, სადაც ფეხი ედგათ+ მღვდლებს, რომლებიც შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ, და დღემდე იქ აწყვია. 10  მღვდლები, რომლებსაც კიდობანი მიჰქონდათ, შუა+ იორდანეში იდგნენ, სანამ ბოლომდე არ შესრულდა ის, რაც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს ხალხისთვის სათქმელად, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები იესო ნავეს ძისთვის.+ ამასობაში ხალხი აჩქარდა+ და გადავიდა. 11  როცა მთელი ხალხი გადავიდა, მღვდლებმა იეჰოვას კიდობანიც+ გადაიტანეს ხალხის თვალწინ. 12  რეუბენის ვაჟები, გადის ვაჟები და მენაშეს+ ტომის ნახევარი დარაზმულები+ გადავიდნენ ისრაელის ძეების თვალწინ, როგორც მოსეს ჰქონდა მათთვის ნათქვამი.+ 13  დაახლოებით ორმოცი ათასი საომრად აღჭურვილი კაცი გადავიდა იეჰოვას წინაშე იერიხონის უკაცრიელ ველზე საბრძოლველად. 14  განადიდა იმ დღეს იეჰოვამ იესო ნავეს ძე მთელი ისრაელის თვალში;+ ისე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი მთელი მისი სიცოცხლე.+ 15  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: 16  „უბრძანე მღვდლებს, რომლებსაც მოწმობის კიდობანი+ მიაქვთ, რომ გამოვიდნენ იორდანიდან“. 17  იესო ნავეს ძემაც უბრძანა მღვდლებს: „გამოდით იორდანიდან“. 18  როცა შუა იორდანიდან გამოვიდნენ მღვდლები, რომლებსაც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ,+ და ხმელეთზე დადგეს ფეხი,+ დაუბრუნდა იორდანის წყალი თავის ადგილს და უწინდებურად გადმოდიოდა+ ნაპირებიდან. 19  გამოვიდა ხალხი იორდანიდან პირველი თვის მეათე დღეს და გილგალში+ დაბანაკდა, იერიხონის აღმოსავლეთ საზღვართან. 20  აღმართა გილგალში იესო ნავეს ძემ იორდანიდან წამოღებული თორმეტი ქვა+ 21  და უთხრა ისრაელის ძეებს: „როცა მომავალში თქვენი შვილები თავიანთ მამებს ჰკითხავენ, ეს რა ქვებიაო,+ 22  გააგებინეთ თქვენს შვილებს და უთხარით, მშრალად გადალახა-თქო ისრაელმა იორდანე,+ 23  როცა იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა იორდანის წყალი დააშრო, სანამ გაღმა არ გავიდნენ, როგორც წითელი ზღვა დააშრო იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, სანამ გაღმა არ გავედით,+ 24  რათა იცოდეს დედამიწის მთელმა ხალხმა, რომ ძლიერი ხელი აქვს იეჰოვას,+ რათა ყოველთვის გეშინოდეთ იეჰოვასი, თქვენი ღვთისა“.+

სქოლიოები