იესო ნავეს ძე 5:1—15

5  როცა გაიგეს იორდანის დასავლეთით მცხოვრებმა ამორეველთა+ მეფეებმა და ზღვასთან მცხოვრებმა ქანაანელთა+ მეფეებმა, რომ იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ისრაელის ძეების გადასასვლელად, გულები შეუკრთათ+ და მხნეობა დაკარგეს ისრაელის ძეების შიშით.+  მაშინ იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „კაჟის დანები გააკეთე და კიდევ ერთხელ, მეორედ წინადაცვითე+ ისრაელის ძეები“.  იესო ნავეს ძემაც გააკეთა კაჟის დანები და წინადაცვითა ისრაელის ძეები გიბათ-ჰაარალოთში.+  აი რატომ წინადაცვითა ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ყველა მეომარი, უდაბნოში დაიხოცა+ გზაში ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ;  ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა, ყველა წინადაცვეთილი იყო, მაგრამ ვინც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ ყოფილა წინადაცვეთილი;  ისრაელის ძეებმა ორმოცი წელი+ იარეს უდაბნოში, სანამ მთლიანად არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებმაც არ მოუსმინეს იეჰოვას ხმას. მათ იეჰოვამ დაუფიცა, რომ ვერასოდეს იხილავდნენ მიწას,+ რომლის ჩვენთვის მოცემაც იეჰოვამ მათ მამა-პაპას დაუფიცა,+ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+  მათი ადგილი მათ შვილებს მისცა.+ წინადაცვითა ესენი იესო ნავეს ძემ, რადგან წინადაუცვეთელები იყვნენ, გზაში მათი წინადაცვეთა არ მომხდარა.  როცა დაასრულეს მთელი ერის წინადაცვეთა, დარჩნენ ისინი თავიანთ ბანაკებში ჭრილობის მოშუშებამდე.+  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „დღეს ჩამოგაშორეთ* ეგვიპტის სირცხვილი“.+ იმ ადგილს გილგალი*+ ეწოდა და დღემდე ასე ჰქვია. 10  ცხოვრობდნენ ისრაელის ძეები გილგალში და თვის მეთოთხმეტე დღეს,+ საღამოს, იერიხონის უკაცრიელ ველზე პასექი აღნიშნეს. 11  პასექის მეორე დღეს, სწორედ იმ დღეს ჭამეს აღებული მოსავლიდან უფუარი პური+ და ქუმელი. 12  შეწყდა მანანა მეორე დღეს, როცა აღებული მოსავლიდან ჭამეს. აღარ ეძლეოდათ მანანა ისრაელის ძეებს+ და იმ წელს ქანაანის მიწის მოსავალს ჭამდნენ.+ 13  როცა იესო ნავეს ძე იერიხონთან იყო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი,+ რომელსაც ხელში შიშველი მახვილი ეჭირა.+ მივიდა მასთან იესო ნავეს ძე და ჰკითხა: „მტერი ხარ თუ მოყვარე?“ 14  მან მიუგო: „იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარ, ახლა მოვედი“.+ პირქვე დაემხო იესო ნავეს ძე, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“ 15  იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა მიუგო იესო ნავეს ძეს: „გაიხადე სანდლები, წმინდა ადგილზე დგახარ“. მაშინვე ასე მოიქცა იესო ნავეს ძე.+

სქოლიოები

ნიშნავს ჩამოგორებას.
სიტყვასიტყვით — ჩამოგაგორეთ.