იესო ნავეს ძე 6:1—27

6  ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელის ძეების შიშით, ვერავინ გამოდიოდა და ვერავინ შედიოდა.+  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „აი, ხელში ჩაგიგდე იერიხონი თავისი მეფითა და მამაცი მებრძოლებით.+  ყველა მებრძოლმა შემოუაროს ქალაქს, ერთხელ შემოუაროს. ასე გააკეთეთ ექვს დღეს.  შვიდმა მღვდელმა კიდობნის წინ ატაროს ვერძის რქის საყვირი, მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ შემოუარეთ ქალაქს და ჩაჰბერონ მღვდლებმა საყვირებს.+  როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქის საყვირს და გაიგებთ მის ხმას, მთელმა ხალხმა საომარი ყიჟინა დასცეს;+ ჩამოიქცევა ქალაქის გალავანი+ და პირდაპირ ავიდეს ხალხი“.  მოუხმო მღვდლებს+ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „აიღეთ შეთანხმების კიდობანი+ და შვიდმა მღვდელმა იეჰოვას კიდობნის+ წინ ვერძის რქის შვიდი საყვირი ატაროს“.  მიმართა ხალხს: „წადით და შემოუარეთ ქალაქს; შეიარაღებულმა+ ხალხმა იეჰოვას კიდობნის წინ იაროს“.  ხალხი იესო ნავეს ძის ნათქვამისამებრ მოიქცა; შვიდი მღვდელი, რომლებსაც ვერძის რქის შვიდი საყვირი მიჰქონდათ, წავიდა იეჰოვას წინაშე და ჩაჰბერა საყვირებს, მათ უკან კი იეჰოვას შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ.  შეიარაღებულები წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც საყვირებს აყვირებდნენ; კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები+ და საყვირებს აყვირებდნენ. 10  უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხს:+ „არ დასცეთ ყიჟინა და არავის გააგონოთ თქვენი ხმა; სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან, სანამ მე არ გეტყვით, ყიჟინა დაეცით-მეთქი, და მაშინ დაეცით ყიჟინა“.+ 11  შემოატარებინა იეჰოვას კიდობანი ქალაქის გარშემო, ერთხელ შემოატარებინა, რის შემდეგაც ბანაკში მივიდნენ და იქ გაათიეს ღამე. 12  ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე+ და წაიღეს მღვდლებმა იეჰოვას კიდობანი;+ 13  იეჰოვას კიდობანს წინ მიუძღოდა შვიდი მღვდელი, რომლებსაც ვერძის რქის შვიდი საყვირი ეჭირათ და აყვირებდნენ, მათ წინ კი შეიარაღებულები მიდიოდნენ; იეჰოვას კიდობანს უკანაც მიჰყვებოდნენ შეიარაღებულები და საყვირებს აყვირებდნენ.+ 14  მეორე დღესაც ერთხელ შემოუარეს ქალაქს და ბანაკში დაბრუნდნენ; ექვს დღეს აკეთებდნენ ასე.+ 15  მეშვიდე დღეს დილით ადრე ადგნენ, განთიადისას, და შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს იმავე წესით; იმ დღეს შვიდჯერ შემოუარეს ქალაქს.+ 16  როცა მღვდლებმა მეშვიდედ ჩაჰბერეს საყვირებს, იესო ნავეს ძემ ხალხს შესძახა: „დაეცით ყიჟინა,+ თქვენ მოგცათ იეჰოვამ ეს ქალაქი!+ 17  გასანადგურებელია ეს ქალაქი;+ მთელი ქალაქი იეჰოვასია. მხოლოდ მეძავი რახაბი+ და მის სახლში მყოფნი დატოვეთ ცოცხლები, რადგან მან ჩვენი გაგზავნილი მაცნეები დამალა.+ 18  ერიდეთ ყველაფერს, რაც გასანადგურებელია,+ რომ არ მოინდომოთ+ და არ აიღოთ ის, რაც გასანადგურებელია,+ რათა ისრაელის ბანაკიც გასანადგურებელი არ გახდეს და უბედურება არ დაატყდეს.+ 19  მთელი ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ნივთები წმინდაა იეჰოვასთვის+ და იეჰოვას საგანძურში უნდა იყოს“.+ 20  ჩაჰბერეს საყვირებს და ხალხმა ყიჟინა დასცა.+ როგორც კი გაიგო ხალხმა საყვირის ხმა და დასცა დიდი საომარი ყიჟინა, ჩამოიქცა გალავანი.+ პირდაპირ ქალაქში ავიდა ხალხი და დაიპყრეს ქალაქი. 21  მახვილით გაანადგურეს მთელი ქალაქი, ქალიცა და კაციც, ახალგაზრდაცა და მოხუციც, ხარიც, ცხვარიცა და ვირიც.+ 22  უთხრა იესო ნავეს ძემ იმ ორ მზვერავს, მიწის დასაზვერად რომ იყვნენ წასულები: „შედით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ ის და ყველა მისიანი, როგორც დაუფიცეთ“.+ 23  შევიდნენ ის მზვერავები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, მისი ძმები და ყველა მისიანი, მთელი სანათესავო,+ და ისრაელის ბანაკის გარეთ დააყენეს. 24  ცეცხლით გადაწვეს მთელი ქალაქი,+ ხოლო ოქრო-ვერცხლი და რკინისა და სპილენძის ნივთები იეჰოვას სახლის საგანძურში მიიტანეს.+ 25  ცოცხალი დატოვა იესო ნავეს ძემ მეძავი რახაბი, მამამისის სახლეულობა და ყველა მისიანი;+ დღემდე ისრაელთან ერთად ცხოვრობს იგი,+ რადგან დამალა მაცნეები, რომლებიც იესო ნავეს ძემ იერიხონის დასაზვერად გაგზავნა.+ 26  მაშინ იესო ნავეს ძემ დაიფიცა: „წყეული იყოს იეჰოვას წინაშე ის, ვინც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნოს საძირკველი და თავის უმცროსზე აღმართოს კარიბჭე“.+ 27  იესო ნავეს ძესთან იყო იეჰოვა+ და სახელი გაითქვა მთელ დედამიწაზე.+

სქოლიოები