იესო ნავეს ძე 8:1—35

8  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები!+ ადექი, წაიყვანე მებრძოლი ხალხი და ადი აიში. ხელში ჩაგიგდე აის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი მიწა.+  აისა და მის მეფესაც იგივე დამართე, რაც იერიხონსა და მის მეფეს,+ დაიტაცეთ ნადავლი და პირუტყვი.+ ქალაქის უკან ჩასაფრდით“.+  ადგნენ იესო ნავეს ძე და მებრძოლი ხალხი+ აიში ასასვლელად. გამოარჩია იესო ნავეს ძემ ოცდაათი ათასი კაცი, ძლიერი მებრძოლები,+ და ღამით გაგზავნა.  უბრძანა მათ: „ქალაქის უკან ჩასაფრდით,+ ოღონდ ძალიან არ დასცილდეთ და ყველანი მზად იყავით;  მე და ჩემი ხალხი კი ახლოს მივალთ ქალაქთან. თუ ისევე დაგვხვდებიან როგორც მაშინ,+ გამოვექცევით.  დაგვედევნებიან და ქალაქიდან გამოვიტყუებთ, იტყვიან, მაშინდელივით გაგვირბიანო;+ ჩვენ კი გამოვექცევით.  მაშინ გამოდით თქვენი საფრიდან, დაეუფლეთ ქალაქს და იეჰოვა, თქვენი ღმერთი ჩაგიგდებთ მას ხელში.+  როგორც კი ხელში ჩაიგდებთ ქალაქს, გადაწვით.+ იეჰოვას სიტყვისამებრ იმოქმედეთ, მე გიბრძანებთ!“+  გაგზავნა ისინი იესო ნავეს ძემ; მივიდნენ საფარში და ბეთელსა და აის შორის გამაგრდნენ, აის დასავლეთით, იესო ნავეს ძემ კი ის ღამე ხალხთან გაათია. 10  ადგა იესო ნავეს ძე დილით ადრე,+ თვალი შეავლო ხალხს და ისრაელის უხუცესებთან ერთად აისკენ წაუძღვა მათ. 11  ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები,+ წინიდან მიადგნენ ქალაქს და აის ჩრდილოეთით დაბანაკდნენ; მათსა და აის შორის ველი იყო. 12  გამოარჩია ხუთი ათასი კაცი, რომლებიც ბეთელსა+ და აის შორის ჩასაფრდნენ+ ქალაქის დასავლეთით. 13  მთავარი ბანაკი ქალაქის+ ჩრდილოეთით განლაგდა, ჩასაფრებულები კი დასავლეთით იყვნენ.+ გავიდა იმ ღამით იესო ნავეს ძე შუა ველზე. 14  დაინახა ეს აის მეფემ. საჩქაროდ წამოდგნენ დილაადრიან ქალაქის მცხოვრებლები და დათქმულ დროს ისრაელებთან საბრძოლველად გამოვიდნენ უკაცრიელ ველზე ის და მისი ხალხი. არ იცოდა მან, რომ ქალაქის უკან ჩასაფრებულები იყვნენ.+ 15  თითქოს დამარცხდნენო,+ იესო ნავეს ძე და ისრაელი უდაბნოს გზით გაიქცნენ.+ 16  მოუხმეს ყველას, ვინც ქალაქში იყო, რომ დასდევნებოდნენ მათ; ისინიც დაედევნენ იესო ნავეს ძეს და დაშორდნენ ქალაქს.+ 17  კაციშვილი არ დარჩენილა აისა და ბეთელში, ისრაელს რომ არ დასდევნებოდა; ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს. 18  უთხრა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს: „გაიწოდე აისკენ ხელშუბი,+ ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგიგდებ მას“.+ იესო ნავეს ძემაც გაიწოდა ქალაქისკენ ხელშუბი, ხელში რომ ეჭირა. 19  როგორც კი იესო ნავეს ძემ ხელი გაიწოდა, წამოიშალნენ ჩასაფრებულები და გაიქცნენ, შეცვივდნენ ქალაქში, აიღეს+ და საჩქაროდ გადაწვეს ქალაქი.+ 20  მობრუნდნენ აიელები და დაინახეს, რომ ცას სწვდებოდა ქალაქის ბოლი და გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. უდაბნოსკენ გაქცეულები შემოუბრუნდნენ მდევრებს. 21  დაინახა იესო ნავეს ძემ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა+ აიღეს ქალაქი და ქალაქს ბოლი ასდიოდა; შემოუბრუნდნენ და შეუტიეს აიელებს. 22  გამოვიდნენ ქალაქიდან დანარჩენები მათთან შესახვედრად და ისინი ორივე მხრიდან ისრაელის ალყაში აღმოჩნდნენ. დასცეს ისინი, არც არავინ გადარჩენილა და არც არავინ გაქცეულა.+ 23  ცოცხლად შეიპყრეს აის მეფე+ და იესო ნავეს ძეს მიჰგვარეს. 24  ხოცავდა ისრაელი აის მცხოვრებლებს მინდორში, უდაბნოში, სადაც ისინი დაედევნენ; მახვილით ეცემოდნენ ისინი, სანამ ბოლომდე არ ამოწყდნენ. შემდეგ დაბრუნდა ისრაელი აიში და მახვილით გაანადგურა იქაურობა. 25  დაეცა იმ დღეს თორმეტი ათასი ქალი და კაცი, აის ყველა მცხოვრები. 26  არ დაუშვია იესო ნავეს ძეს გაწვდილი ხელი, რომელშიც ხელშუბი+ ეჭირა, სანამ აის მთელი მოსახლეობა არ გაანადგურა.+ 27  დაიტაცა ისრაელმა პირუტყვი და ნადავლი ქალაქიდან იეჰოვას სიტყვისამებრ, რომელიც მან იესო ნავეს ძეს უბრძანა.+ 28  გადაწვა იესო ნავეს ძემ აი, სამარადისო გორად აქცია+ და დღემდე გაპარტახებულია. 29  აის მეფე+ მან საღამომდე ბოძზე ჩამოკიდა;+ მზის ჩასვლისას კი ბრძანება გასცა იესო ნავეს ძემ და ჩამოხსნეს ბოძიდან გვამი,+ ქალაქის კარიბჭის შესასვლელთან დააგდეს, აღმართეს მასზე ქვების გორა და დღემდე ასეა. 30  მაშინ სამსხვერპლო აუგო+ იესო ნავეს ძემ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, ებალის მთაზე,+ 31  როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს ჰქონდა ნაბრძანები ისრაელის ძეებისთვის, რაც მოსეს კანონის წიგნში წერია:+ „მთლიანი ქვებით აგებული სამსხვერპლო, რომელსაც რკინის იარაღი არ გაჰკარებია“,+ და შესწირეს ზედ დასაწვავი შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლი*+ იეჰოვას. 32  მაშინ გადაწერა იქ მან ქვაზე მოსეს კანონი,+ რომელიც მას ისრაელის ძეების თვალწინ ჰქონდა დაწერილი.+ 33  მთელი ისრაელი, მათი უხუცესები,+ მთავრები და მსაჯულები კიდობნის ორივე მხარეს იდგნენ მღვდლების,+ ლევიანების წინ, რომლებიც იეჰოვას შეთანხმების კიდობანს ატარებდნენ.+ ხიზნებისა და მკვიდრი მოსახლეობის+ ერთი ნახევარი გერიზიმის მთის+ წინ იდგა, მეორე ნახევარი კი — ებალის მთის+ წინ (როგორც მოსეს, იეჰოვას მსახურს ჰქონდა ნაბრძანები),+ რათა ჯერ ისრაელი ერი კურთხეულიყო.+ 34  ხმამაღლა წაიკითხა მან კანონის ყველა სიტყვა,+ კურთხევა+ და წყევლა,+ რაც კანონის წიგნშია ჩაწერილი; 35  მოსეს ნაბრძანები ყველა სიტყვა ხმამაღლა წაუკითხა იესო ნავეს ძემ ისრაელის მთელ კრებულს,+ ქალებსაც,+ ბავშვებსაც+ და მათ შორის მყოფ ხიზნებსაც.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.