იესო ნავეს ძე 9:1—27
9 ეს რომ გაიგეს იორდანის გაღმა, მთასა და შეფელაში, დიდი ზღვის+ მთელ სანაპიროზე და ლიბანის+ წინ მცხოვრებმა მეფეებმა,+ ხეთელებმა,+ ამორეველებმა, ქანაანელებმა,+ ფერიზელებმა,+ ხიველებმა და იებუსელებმა,+
2 ერთად შეიკრიბნენ იესო ნავეს ძესთან და ისრაელთან შესაბრძოლებლად.+
3 გაიგეს გაბაონელებმა,+ რა დამართა იესო ნავეს ძემ იერიხონსა+ და აის+
4 და წინდახედულობა+ გამოიჩინეს; წავიდნენ, საგზალი მოიმარაგეს, აჰკიდეს ვირებს გაცვეთილი ტომრები და გაცვეთილი, დახეთქილი და დაკერებული ტიკები,+
5 ფეხზე გაცვეთილი და დაკერებული სანდლები ჩაიცვეს, ტანზე — გაცვეთილი ტანსაცმელი, პური კი ისეთი გამხმარი წაიღეს, რომ იფშვნებოდა.
6 მივიდნენ იესო ნავეს ძესთან გილგალში,+ ბანაკში, და უთხრეს მას და ისრაელებს: „შორი ქვეყნიდან მოვედით, დაგვიდეთ შეთანხმება“.+
7 ისრაელებმა უთხრეს ხიველებს:+ „იქნებ მახლობლად ცხოვრობთ, როგორ დაგიდოთ შეთანხმება?“+
8 მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „შენი მსახურები ვართ“.+
ჰკითხა მათ იესო ნავეს ძემ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“
9 მათ მიუგეს: „შორი ქვეყნიდან+ მოვიდნენ შენი მსახურები იეჰოვას, შენი ღვთის სახელის+ გამო, რადგან გავიგეთ მისი დიდების ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,+
10 და რაც ამორეველთა ორ მეფეს დამართა იორდანის გაღმა, სიხონს+ — ხეშბონის მეფეს, და ოგს+ — ბაშანის მეფეს აშთაროთში.+
11 გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებმა:+ წაიღეთ საგზალი, შეხვდით მათ და უთხარით, თქვენი მსახურები+ ვართ, შეთანხმება დაგვიდეთ-თქო.+
12 იმ დღეს, როცა სახლიდან გამოვედით, ეს პური საგზლად წამოვიღეთ და თქვენთან წამოვედით. ის ჯერ კიდევ ცხელი იყო, ახლა კი ისეა გამხმარი, რომ იფშვნება.+
13 ეს ღვინის ტიკები, როცა გავავსეთ, ახლები იყო, ახლა კი დამსკდარია;+ ტანსაცმელი და სანდლებიც შორი გზის გამო შემოგვაცვდა“.
14 ისრაელებმა ისე გამოართვეს საგზალი, რომ არ დაეკითხნენ იეჰოვას ბაგეს.+
15 ზავი შეკრა მათთან+ იესო ნავეს ძემ და შეთანხმება დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა; კრებულის თავკაცებმაც+ შეჰფიცეს მათ.+
16 შეთანხმების დადებიდან სამი დღის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მეზობლები ყოფილან ისინი და მათთან ახლოს უცხოვრიათ.
17 დაიძრნენ ისრაელის ძეები და მესამე დღეს მიადგნენ მათ ქალაქებს: გაბაონს,+ ქეფირას,+ ბეეროთსა+ და კირიათ-იეარიმს.+
18 არ შეუტიეს მათ ისრაელის ძეებმა, რადგან იეჰოვა, ისრაელის ღმერთი+ დაიფიცეს+ კრებულის თავკაცებმა. მთელმა კრებულმა დრტვინვა დაიწყო თავკაცების წინააღმდეგ.+
19 უთხრეს თავკაცებმა მთელ კრებულს: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთი დავუფიცეთ მათ და ვეღარაფერს დავუშავებთ.+
20 სხვა გზა არა გვაქვს, ცოცხლები უნდა დავტოვოთ, რომ რისხვა არ დაგვატყდეს იმ ფიცის გამო, რომლითაც დავუფიცეთ“.+
21 უთხრეს მათ თავკაცებმა: „ცოცხლები დარჩნენ და მთელი კრებულისთვის შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები იყვნენ,+ როგორც დაჰპირდნენ მათ თავკაცები “.+
22 მოუხმო მათ იესო ნავეს ძემ და უთხრა: „მეზობლები ყოფილხართ+ და რატომ მოგვატყუეთ, შორიდან ვართო?+
23 დაწყევლილი ხალხი ხართ,+ ყოველთვის მონები იქნებით,+ შეშის შემგროვებლები და წყლის მზიდავები ჩემი ღვთის სახლისთვის“.+
24 მიუგეს მათ იესო ნავეს ძეს: „გაგებული ჰქონდათ შენს მსახურებს, რაც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, თავის მსახურ მოსეს უბრძანა, რომ თქვენ მოგცემდათ მთელ მიწას და თქვენ თვალწინ მოსპობდა ამ მიწის მკვიდრთ;+ ძლიერ შეგვეშინდა თქვენი, გვეგონა, სიცოცხლეს* დავკარგავდით,+ და ასე იმიტომ მოვიქეცით.+
25 შენს ხელში ვართ და როგორც გინდა და როგორც სწორი იქნება შენს თვალში, ისე მოგვექეცი“.+
26 ასეც მოექცა იგი მათ, იხსნა ისრაელის ძეთა ხელიდან და არ დაახოცვინა ისინი.+
27 დააყენა+ ისინი იესო ნავეს ძემ შეშის შემგროვებლებად და წყლის მზიდავებად კრებულისთვის+ და იეჰოვას სამსხვერპლოსთვის, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევდა,+ და დღემდე ასეა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — სულებს.