იოანე 1:1—51

1  დასაწყისში+ იყო სიტყვა,+ სიტყვა იყო ღმერთთან+ და სიტყვა იყო ღმერთი*.+  ის დასაწყისში+ ღმერთთან+ იყო.  ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა,+ მის გარეშე არაფერი გაჩენილა.  მისი მონაწილეობით გაჩნდა სიცოცხლე+ და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+  სინათლე სიბნელეში ანათებს,+ მაგრამ სიბნელემ ვერ მოიცვა იგი.  მოვიდა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი,+ სახელად იოანე.+  ის დასამოწმებლად მოვიდა,+ რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ,+ რომ ყველანაირ ადამიანს ერწმუნა მისი მეშვეობით.+  ის არ იყო სინათლე,+ მაგრამ სინათლის შესახებ უნდა დაემოწმებინა.+  ჭეშმარიტი სინათლე,+ რომელიც ყველანაირ ადამიანს+ უნათებს,+ მალე ქვეყნიერებაზე უნდა მოსულიყო. 10  ის ქვეყნიერებაში იყო,+ ქვეყნიერება მისი მონაწილეობით გაჩნდა,+ მაგრამ ქვეყნიერება არ იცნობდა მას. 11  თავისიანებთან მოვიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს იგი.+ 12  ვინც მიიღო,+ ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა,+ რადგან სწამდათ მისი სახელი.+ 13  ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან.+ 14  ამგვარად, სიტყვა ხორცი გახდა+ და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის+ დიდება. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით.+ 15  (იოანემ დაამოწმა მასზე, ის ღაღადებდა და ამბობდა: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა“.)+ 16  ჩვენ ყველამ მისი სისავსიდან+ მივიღეთ წყალობა წყალობაზე.+ 17  კანონი მოსეს მეშვეობით იყო მოცემული,+ წყალობა+ და ჭეშმარიტება+ კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა. 18  ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.+ მამის მკერდთან+ მყოფმა მხოლოდშობილმა ღმერთმა*+ მოგვითხრო მასზე.+ 19  აი, როგორ დაამოწმა იოანემ, როცა იუდეველებმა მღვდლები და ლევიანები გაუგზავნეს იერუსალიმიდან, რომ ეკითხათ: „ვინა ხარ?“+ 20  მან განაცხადა, არ უარყო, განაცხადა: „მე არა ვარ ქრისტე“.+ 21  შემდეგ ჰკითხეს მას: „მაშ, ვინა ხარ? ელია?“+ მან კი მიუგო: „არა“. „ის წინასწარმეტყველი ხარ?“+ მან უპასუხა: „არა!“ 22  მაშინ ჰკითხეს მას: „გვითხარი, ვინა ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენ გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“+ 23  მან თქვა: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „გაასწორეთ იეჰოვას გზა“, როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა».+ 24  ისინი ფარისევლების გაგზავნილები იყვნენ. 25  მათ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ნათლავ,+ თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ 26  იოანემ უპასუხა: „მე წყალში ვნათლავ, თქვენ შორის+ კი დგას ის, ვისაც არ იცნობთ,+ 27  ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.+ 28  ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანის გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.+ 29  მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი,+ ქვეყნიერების+ ცოდვის აღმომფხვრელი!+ 30  მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი.+ 31  მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ხალხის წყალში მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის გამოცხადებოდა ისრაელს“.+ 32  იოანე აგრეთვე მოწმობდა: «მე დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დარჩა მასზე.+ 33  მე თვითონაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყალში მოსანათლავად გამომგზავნა,+ მითხრა: „ვისზედაც დაინახავ, რომ სული დაეშვება და დარჩება, ის მონათლავს წმინდა სულით“.+ 34  მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს კაცი ღვთის ძეა».+ 35  მეორე დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან იდგა 36  და როცა მომავალი იესო დაინახა, თქვა: „აი ღვთის კრავი!“+ 37  ორმა მოწაფემ გაიგონა მისი ნათქვამი და იესოს გაჰყვა. 38  იესო მობრუნდა, დაინახა, რომ მიჰყვებოდნენ და ჰკითხა მათ: „რას ეძებთ?“ მათ კი ჰკითხეს: „რაბი (რომლის თარგმანიც არის „მოძღვარო“), სად ცხოვრობ?“ 39  მან უთხრა მათ: „წამოდით და ნახავთ“.+ ისინიც წავიდნენ და ნახეს, სადაც ცხოვრობდა. იმ დღეს მასთან დარჩნენ. მეათე საათი* იქნებოდა. 40  ამ ორიდან ერთ-ერთი, რომელმაც იოანეს სიტყვები მოისმინა და იესოს გაჰყვა, სიმონ-პეტრეს ძმა ანდრია+ იყო. 41  მან მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია+ ვიპოვეთ“ (რაც „ქრისტედ“+ ითარგმნება). 42  მიიყვანა იგი იესოსთან. იესომ შეხედა+ მას და უთხრა: „შენ სიმონი+ ხარ, იოანეს ვაჟი.+ ამიერიდან გერქმევა კეფა“ (რომლის თარგმანიც არის „პეტრე“).+ 43  მეორე დღეს იესომ გალილეაში წასვლა მოისურვა. მან ფილიპე+ მოძებნა და უთხრა: „გამომყევი“.+ 44  ფილიპე ბეთსაიდიდან+ იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. 45  ფილიპემ ნათანაელი+ მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში+ და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები+ — იესო, იოსების ვაჟი,+ ნაზარეთიდან“. 46  ნათანაელმა ჰკითხა მას: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?“+ ფილიპემ უთხრა: „წამოდი და ნახე“. 47  იესომ დაინახა თავისკენ მიმავალი ნათანაელი და თქვა მასზე: „აი ნამდვილი ისრაელი, რომელშიც არ არის ცბიერება“.+ 48  ნათანაელმა ჰკითხა მას: „საიდან მიცნობ?“ იესომ უპასუხა: „როცა ლეღვის ქვეშ იყავი, სანამ ფილიპე დაგიძახებდა, დაგინახე“. 49  ნათანაელმა მიუგო: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ,+ შენ ისრაელის მეფე+ ხარ“. 50  ამაზე იესომ უთხრა: „იმიტომ ხომ არ გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი? ამაზე მეტს იხილავ“. 51  შემდეგ უთხრა მას: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან+ ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“.+

სქოლიოები

ღვთის მსგავსება, ღვთაებრივი. იხილეთ დანართი 4ა.
იხილეთ დანართი 4ა.
დაახლოებით დღის 4 საათი, მეათე საათი მზის ამოსვლიდან.