იოანე 12:1—50
12 იესო პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა ბეთანიაში,+ სადაც ცხოვრობდა ლაზარე,+ რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.
2 მას იქ ვახშამი მოუმზადეს. მართა+ სუფრას ემსახურებოდა.+ ლაზარე იესოსა და სხვებთან ერთად სუფრასთან იყო.+
3 მარიამმა აიღო ერთი ლიტრა* სუფთა ნარდის*+ ძალიან ძვირად ღირებული ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმით შეუმშრალა.+ სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.
4 იესოს ერთმა მოწაფემ, იუდა ისკარიოტელმა,+ რომელიც მის გაცემას აპირებდა, თქვა:
5 „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი+ სამას დინარად და ფული ღარიბებს+ არ დაურიგდა?“
6 ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი+ იყო, ყულაბა+ მას ჰქონდა და მასში ჩაყრილ ფულს იღებდა.
7 მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება ჩემი დამარხვის დღისთვის.+
8 ღარიბები+ ყოველთვის თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“.
9 მაშინ იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ იესო იქ იყო, და მივიდნენ არა მარტო მისი გულისთვის, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.+
10 უფროსმა მღვდლებმა მოითათბირეს, რომ ლაზარეც მოეკლათ,+
11 რადგან მის გამო ბევრი იუდეველი მიდიოდა იქ და იესოსადმი რწმენა უჩნდებოდათ.+
12 მეორე დღეს დღესასწაულზე მისულმა უამრავმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მოდისო,
13 აიღეს პალმის ტოტები,+ მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახდნენ:+ „გევედრებით, იხსენი!+ კურთხეულია იეჰოვას სახელით+ მომავალი, ისრაელის მეფე!“+
14 იესომ ჩოჩორი+ იპოვა და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15 „ნუ გეშინია, სიონის ასულო. აი, მოდის შენი მეფე,+ ჩოჩორზე მჯდომი“.+
16 თავიდან მისმა მოწაფეებმა ამას ყურადღება არ მიაქციეს,+ მაგრამ როცა იესო განდიდდა,+ მაშინ გაახსენდათ, რომ ეს მასზე იყო დაწერილი და ასეც მოექცნენ.+
17 ხალხი, რომელიც მასთან იყო, როცა ლაზარე+ სამარხიდან გამოიხმო და მკვდრეთით აღადგინა, მოწმობდა ამას.+
18 ამიტომაც შეეგება მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდათ, რომ მან ეს ნიშანი+ მოახდინა.
19 ფარისევლები+ კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ხედავთ, ვეღარაფერს ხდებით! მთელი ქვეყანა მას მიჰყვება“.+
20 დღესასწაულზე თაყვანსაცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც+ იყვნენ.
21 ისინი მივიდნენ ფილიპესთან,+ რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, და სთხოვეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვინდა“.+
22 ფილიპემ ანდრიას უთხრა. ანდრია და ფილიპე წავიდნენ და იესოს უთხრეს.
23 იესომ მიუგო: „მოვიდა კაცის ძის განდიდების საათი.+
24 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ ხორბლის მარცვალი მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ცალად დარჩება, მაგრამ თუ მოკვდა,+ ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25 ვისაც თავისი სული* უყვარს, სპობს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს+ ამ ქვეყნიერებაში, მარადიული სიცოცხლისთვის დაიცავს მას.+
26 ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, გამომყვეს და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება.+ ვისაც უნდა, რომ მემსახუროს, მამა პატივისცემით მოეპყრობა მას.+
27 ახლა ჩემი სული აფორიაქებულია+ და რა ვთქვა? მამა, მიხსენი ამ საათისგან;+ თუმცა ამისთვის მოვედი ამ საათამდე.
28 მამა, განადიდე შენი სახელი“. ციდან ხმა+ მოისმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“.+
29 ირგვლივ მდგომმა ხალხმა ეს რომ მოისმინა, თქვა, დაიქუხაო. სხვები ამბობდნენ, მას ანგელოზი ელაპარაკებოდაო.
30 იესომ მიუგო: „ეს ხმა ჩემთვის არ ყოფილა, თქვენთვის იყო.+
31 ახლა ქვეყნიერების სასამართლოა, ამ ქვეყნიერების მმართველი+ ახლა გარეთ განიდევნება.+
32 მე კი, როცა მიწიდან ავმაღლდები,+ ყველანაირ ადამიანს მივიზიდავ ჩემთან“.+
33 ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.+
34 ხალხმა მიუგო: „კანონიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე მარადიულად რჩება.+ როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო?+ ვინ არის ეს კაცის ძე?“+
35 იესომ უთხრა მათ: „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ+ არ მოგიცვათ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის.+
36 სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“.+
ეს რომ თქვა, იესო წავიდა და თვალს მიეფარა.
37 მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ნიშანი მოახდინა მათ წინაშე, არ სწამდათ ის,
38 რითაც შესრულდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი?+ ვის ეჩვენა იეჰოვას მკლავი?“+
39 იმიტომ ვერ ირწმუნეს, რომ ესაიამ ისიც თქვა:
40 „მან თვალები დაუბრმავა მათ და გულები გაუქვავა,+ რომ თვალებით ვერ დაენახათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მობრუნებულიყვნენ, რათა განმეკურნა ისინი“.+
41 ესაიამ ეს იმიტომ თქვა, რომ იხილა მისი დიდება+ და ილაპარაკა მასზე.
42 ბევრმა მმართველმაც ირწმუნა ის,+ მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ,+
43 რადგან ადამიანთაგან უფრო უყვარდათ დიდება, ვიდრე ღვთისგან.+
44 იესომ ხმამაღლა თქვა: „ვისაც მე ვწამვარ, მარტო მე კი არა, ჩემი გამომგზავნელიცა სწამს,+
45 და ვინც მე მხედავს, ჩემს გამომგზავნელსაც ხედავს.+
46 მე სინათლედ მოვედი ქვეყნიერებაში,+ რათა ვისაც მე ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს.+
47 მაგრამ, თუ ვინმე ჩემს სიტყვებს ისმენს და არ იცავს, არ ვასამართლებ, რადგან ქვეყნიერების გასასამართლებლად არ მოვსულვარ,+ მის სახსნელად მოვედი.+
48 მას, ვინც არაფრად მაგდებს და ჩემს სიტყვებს არ იღებს, ჰყავს გამსამართლებელი. ჩემ მიერ ნათქვამი სიტყვა+ გაასამართლებს მას უკანასკნელ დღეს,
49 რადგან ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.+
50 ისიც ვიცი, რომ მისი მცნება მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს.+ ამიტომ, რასაც ვლაპარაკობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვლაპარაკობ“.+
სქოლიოები
^ დაახლოებით 327 გრამი.
^ სურნელოვანი ზეთი. როგორც ჩანს, ამზადებდნენ ერთ-ერთი მცენარისგან, რომელიც ჰიმალაის მთებში იზრდებოდა.
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.