იოანე 14:1—31

14  „გული ნუ აგიფორიაქდებათ.+ ირწმუნეთ ღმერთი+ და მირწმუნეთ მე.+  მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია.+ ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.+  თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ+ და ჩემთან წაგიყვანთ,+ რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ.+  თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“.  თომამ+ მიუგო: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ+ და გზა როგორ გვეცოდინება?!“  იესომ უთხრა: „მე ვარ გზა,+ ჭეშმარიტება+ და სიცოცხლე.+ მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.+  მე რომ გცნობებოდით, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“.+  ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“.  იესომ მიუგო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა.+ როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?+ 10  განა არა გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. მამა, რომელიც ჩემთან ერთობაში რჩება, აკეთებს თავის საქმეებს.+ 11  მერწმუნეთ, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან, საქმეების გამო მაინც ირწმუნეთ.+ 12  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს,+ რადგან მე მამასთან მივდივარ.+ 13  ასევე, რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით.+ 14  თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ. 15  თუ გიყვარვართ, ჩემს მცნებებს დაიცავთ.+ 16  მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს,+ 17  ჭეშმარიტების სულს,+ რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება,+ რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს. თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენთან რჩება და თქვენშია.+ 18  მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ.+ 19  ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს,+ თქვენ კი მიხილავთ,+ რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ.+ 20  იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემთან ვარ ერთობაში, თქვენ ჩემთან ხართ ერთობაში, მე კი — თქვენთან.+ 21  ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ,+ ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“. 22  იუდამ,+ არა ისკარიოტელმა, ჰკითხა მას: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“+ 23  იესომ მიუგო: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს+ და მამაჩემიც შეიყვარებს მას. მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან.+ 24  ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა.+ 25  ეს გითხარით თქვენთან ყოფნისას, 26  მაგრამ დამხმარე, წმინდა სული*, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს.+ 27  მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ,+ მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება იძლევა. გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ. 28  ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ და დავბრუნდები-მეთქი თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, მამასთან რომ მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.+ 29  ახლა გითხარით ეს, სანამ მოხდებოდეს,+ რადგან, როცა მოხდება, ირწმუნოთ. 30  ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი+ მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე,+ 31  მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, რაც მამამ დამიდო მცნებად,+ იმას ვაკეთებ. ადექით, წავიდეთ აქედან“.

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.