იოანე 15:1—27
15 «მე ჭეშმარიტი ვაზი+ ვარ, მამაჩემი კი მევენახეა.+
2 ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში,+ ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს,+ რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.+
3 თქვენ უკვე სუფთები ხართ იმ სიტყვის წყალობით, რომელიც გითხარით.+
4 დარჩით ჩემთან ერთობაში, მე კი თქვენთან ერთობაში დავრჩები.+ როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისე თქვენც, თუ ჩემთან ერთობაში არ დარჩებით.+
5 მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები. ვინც ჩემთან რჩება ერთობაში და ვისთანაც მე ვრჩები ერთობაში, მას ბევრი ნაყოფი გამოაქვს,+ რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6 თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას ლერწის მსგავსად აგდებენ და ხმება. წალამს აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და წვავენ.+
7 თუ ჩემთან ერთობაში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც მოისურვებთ, და შეგისრულდებათ.+
8 მამაჩემისთვის იმას მოაქვს დიდება, რომ ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ და ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ.+
9 როგორც მამამ შემიყვარა*+ და როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ასევე დარჩით ჩემს სიყვარულში.
10 თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ,+ დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს+ და ვრჩები მის სიყვარულში.
11 ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული თქვენში იყოს და სრული გახდეს თქვენი სიხარული.+
12 ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ.+
13 იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს* სწირავს მეგობრებისთვის.+
14 თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ.+
15 მონებს აღარ გიწოდებთ, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი, არამედ მეგობრები გიწოდეთ,+ რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ.+
16 თქვენ კი არ ამირჩიეთ, მე აგირჩიეთ, მე დაგნიშნეთ, რომ არ შეჩერდეთ, ნაყოფი გამოგქონდეთ+ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ.+
17 ამას იმიტომ გიდებთ მცნებად, რომ ერთმანეთი გიყვარდეთ.+
18 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა.+
19 ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი.+ რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ,+ არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას.+
20 გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან,+ თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21 მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს.+
22 მე რომ არ მოვსულიყავი და არ მელაპარაკა მათთან, ცოდვა არ ექნებოდათ,+ მაგრამ ახლა არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვისთვის.+
23 ვისაც მე ვძულვარ, მამაჩემიც სძულს.+
24 მათ შორის რომ არ გამეკეთებინა საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია,+ ცოდვა არ ექნებოდათ,+ ახლა კი მიხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც,+
25 მაგრამ ეს იმისთვის მოხდა, რომ შესრულდეს მათ კანონში ჩაწერილი სიტყვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“.+
26 როცა მოვა დამხმარე, რომელსაც მამისგან გამოგიგზავნით+ — ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის — ის დაამოწმებს ჩემზე.+
27 თქვენც უნდა დაამოწმოთ,+ რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ».