იოანე 16:1—33
16 „ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ.+
2 სინაგოგიდან მოგკვეთენ.+ მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს,+
3 მაგრამ ამას იმიტომ გააკეთებენ, რომ არც მამა შეუცნიათ და არც მე.+
4 ამას გეუბნებით, რათა, ყოველივე ამის დრო როცა მოვა, გაიხსენოთ, რომ ნათქვამი მქონდა თქვენთვის.+
თავიდანვე არ გითხარით, რადგან თქვენთან ვიყავი.
5 ახლა კი ჩემს გამომგზავნელთან მივდივარ,+ მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.
6 თუმცა ეს რომ გითხარით, მწუხარებით+ აგევსოთ გულები.
7 ჭეშმარიტებას გეუბნებით: თქვენი გულისთვის მივდივარ. მე რომ არ წავიდე, დამხმარე+ ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, გამოგიგზავნით მას.
8 როცა მოვა, დამაჯერებელ მტკიცებას წარუდგენს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და სასამართლოს შესახებ:+
9 უპირველეს ყოვლისა, ცოდვის+ შესახებ, რადგან მათ არა ვწამვარ;+
10 შემდეგ სიმართლის+ შესახებ, რადგან მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;
11 ბოლოს კი სასამართლოს+ შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.+
12 კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჯერად ვერ ჩასწვდებით.+
13 ხოლო, როცა მოვა ჭეშმარიტების სული,+ წაგიძღვებათ ის ყოველი ჭეშმარიტებისკენ, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იტყვის იმას, რასაც ისმენს, და მომავალს გაუწყებთ.+
14 ის განმადიდებს,+ რადგან მიიღებს იმას, რაც ჩემია, და თქვენ გაუწყებთ.+
15 ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია.+ ამიტომ გითხარით, ის იღებს ჩემსას და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
16 ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ,+ კიდევ ცოტაც და მიხილავთ“.
17 ზოგიერთმა მოწაფემ ერთმანეთს გადაულაპარაკა: „რას გულისხმობს სიტყვებში, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთო, კიდევ ცოტაც და მიხილავთო და რადგან მამასთან მივდივარო?“
18 ასევე ამბობდნენ: „რას გულისხმობს, რომ ამბობს, ცოტა ხანშიო? არ ვიცით, რაზე ლაპარაკობს“.
19 იესომ იცოდა,+ რომ მათ კითხვის დასმა უნდოდათ, ამიტომ ჰკითხა: „იმაზე ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი, ცოტა ხანში ვეღარ მიხილავთ, კიდევ ცოტაც და მიხილავთ-მეთქი?
20 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იტირებთ და მოთქმას დაიწყებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს. დამწუხრდებით,+ მაგრამ მწუხარება სიხარულად გექცევათ.+
21 ქალი წუხს მშობიარობისას, რადგან მოსულია მისი საათი,+ მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს, სიხარული გასაჭირს ავიწყებს, რადგან ადამიანი გაჩნდა ქვეყნიერებაზე.
22 ახლა თქვენც წუხხართ, მაგრამ კვლავ გნახავთ და თქვენი გულები გაიხარებს+ და სიხარულს ვერავინ წაგართმევთ.
23 იმ დღეს+ აღარაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: რასაც კი სთხოვთ მამას+ ჩემი სახელით, ის მოგცემთ.+
24 აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული.+
25 ეს ყველაფერი შედარებებით გითხარით.+ მოდის საათი, როცა შედარებებით აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გამცნობთ ყველაფერს მამის შესახებ.
26 იმ დღეს ჩემი სახელით ითხოვთ, მაგრამ არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის.
27 მამას უყვარხართ*, რადგან მე შემიყვარეთ+ და ირწმუნეთ, რომ მამისგან გამოვედი.+
28 მე მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაში მოვედი. ახლა კი ვტოვებ ქვეყნიერებას და მამასთან მივდივარ“.+
29 მოწაფეებმა უთხრეს: „ახლა პირდაპირ ლაპარაკობ, ყოველგვარი შედარების გარეშე.
30 ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი+ და არ გჭირდება, რომ ვინმემ კითხვა დაგისვას.+ ამიტომაც ვირწმუნეთ, რომ ღვთისგან გამოხვედი“.+
31 იესომ მიუგო: „ახლა გწამთ?
32 მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით+ და მარტო დამტოვებთ. თუმცა მარტო არა ვარ, რადგან მამა ჩემთან არის.+
33 ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ.+ ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფილია.